კამაში დიდი ძალაა – ქალმა მისი დახმარებით კატარაქტი დაამარცხა.

4980

ბუნებამ ისეთი მცენარით დაგვაჯილდოვა, როგორიცაა კამა. მას არც კი რგავენ, ის თავისით ვრცელდება. ხშირად სანელებლის სახით გამოიყენება. დამარილებულ კერძებს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს და მათ დალპობისგან იცავს. კამაში შედის ეთერზეთი, კაროტინი, რომელიც გამოიყენება მადის აღსაძვრელად, საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაძლიერებლად, ნაწლავების გაზების გამოსადევნად, სარძევე ჯირკვლების სტიმულირებისთვის, სისხლძარღვების გასაფართოებლად, არტერიულ წნევას ამცირებს, განავალს ასუსტებს. კამა ძალიან ღირებული პროდუქტია, რომელსაც საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს.

„თვალის კლინიკაში კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს. თვალის წვეთები და სათვალე გამომიწერეს და შესამოწმებლად 6 თვეში დამიბარეს. ასეც მოვიქეცი. ექიმს ჩემი მდგომარეობის შესახებ ვკითხე, მან კი მითხრა, რომ მდგომარეობა ისეც ისეთია და რაც მთავარია პროგრესირება არ შეიმჩნევა. სახლში მოსვლისას გავიფიქრე, რომ ზუბიცკოს რეცეპტით მკურნალობა დამეწყო. ზუსტად 1 თვე ვმკურნალობდი და არც ერთი პროცედურა არ ჩამიგდია. ძალიან მალე შევამჩნიე, რომ კარგად ვხედავ. სხვა თვალის კლინიკაში შესამოწმებლად მივედი.

ექიმი დიდხანს მაკვირდებოდა და მითხრა, რომ კატარაქტი არ მაქვს. არ მითქვამს, რომ კამის თესლით ვიმკურნალე, რადგან ექიმები ასეთ მკურნალობას არ აღიარებენ. დიაგნოზის დასმითანავე ექიმს ამ მკურნალობის შესახებ ვკითხე, მან კი მითხრა, რომ არაფერი მიშველიდა და მხოლოდ დამწვრობას და დამატებით პრობლემებს მივიღებდი.

ბამბის ფლანელის ქსოვილისგან 2 ტომარა შეკერეთ, რომ წყალი კარგად დაიკავოს. ზომა 5×5 სმ უნდა იყოს. თითოეული ტომარა 3 ჩ/კ კამის თესლით აავსეთ, შეკარით და პატარა ემალის ქვაბში ჩადეთ, ცივი წყალი დაასხით ისე, რომ კამის ტომარა დაიფაროს და ცეცხლზე დადგით. 2 წუთით ადუღეთ, საწურზე დადეთ, რომ ოდნავ გაგრილდეს და წყალი დაიწუროს. თბილი ტომრები დახუჭულ თვალებზე დაიდეთ, ზემოდან ცელოფანი და პირსახოცი დააფარეთ. 10-15 წუთით გაიჩერეთ, სანამ არ გაგრილდება. პროცედურა ღამით ჩაიტარეთ. კამის ტომრები შეგიძლიათ 2-ჯერ გამოიყენოთ. შემდეგ თესლი გადაყარეთ, ტომრები საპნის გარეშე კარგად გარეცხეთ, კვლავ ახალი თესლი ჩაყარეთ და ახალი პორცია წყალი დაასხით. ასე ზუსტად 1 თვე ვაკეთებდი და კატარაქტი უკვალოდ გაქრა.

ენურეზს (შარდის შეუკავებლობა ღამით) კამის ნაყენით კურნავენ. საღამოს თერმოსში 1 ს/კ კამის თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ღამით დააყენეთ, დილით უზმოზე მთელი ნაყენი დალიეთ. მკურნალობის კურსი – 7 დღე. კამა ცისტიტის დროსაც დაგეხმარებათ. მინის ჭურჭელში 1 ჭიქა მცენარის ხმელს თესლს 0,5 ლ ხარისხიანი არაყი დაასხით და 2 კვირა გააჩერეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. განკურნებისთვის 2 პორცია კამის ნაყენი დაგჭირდებათ.

შემცირებული სეკრეციის მქონე გასტრიტის დროს 1 ს/კ დაქუცმაცებულ კამის თესლს, მრავალძარღვას ფოთლებს, სვიის გირჩებს, სამკურნალო ტუხტის ყვავილი და ბალახი აურიეთ. ნარევს 4 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. 2 ს/კ ნარევი ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.

ანთების დროს თირკმლებიდან შარდის გამოსადევნად ემალის ქვაბში 2 ს/კ კამის თესლს ბალახებიანად 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 15 წუთით გააცხელეთ. 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ამ მიზნით შემდეგი საშუალებაც გამოგადგებათ: 3 გრ კამა, 2 გრ მატიტელა, 3 გრ კუნელი (ყვავილი) და 2 გრ სიმინდის ფუჩეჩი აურიეთ. 4 ს/კ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ. 100 გრ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ასეთი ნახარში სტრესის დროსაც შეგიძლიათ დალიოთ. კანის სხვადასხვა დაავადების, თვალის ანთების დროს ნაყენი გაფილტრეთ, ბამბის ტამპონი გაჟღინთეთ და ანთებითი უბნები გაიწმინდეთ.

კამა კოსმეტიკაშიც გამოიყენება. ამისთვის თბილი ნახარშის კომპრესები სახეზე 10-15 წუთით გაიჩერეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს