ზოგადად, სიყვარული სიტყვებით კი არა, ქცევებით გამოიხატება. თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ ადამიანი, მაშინ, მისთვის უნდა გაიღოთ დრო, ყურადღება, ფული, ძალა.. არც თქვენს გრძნობებზე საუბრის უნდა შეგრცხვეთ. საოცარია, როგორ ცვლის სამი, ერთი შეხედვით, უბრალო სიტყვა ორი ადამიანის ცხოვრებას.
პაპარაცი-ს რედაქცია წარმოგიდგენთ 10 ფრაზას, რომლებიც სიყვარულს უკეთ გამოხატავს, ვიდრე უბრალო “მე შენ მიყვარხარ”.
- “შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ” – ნამდვილ სიყვარულს არა ვნება, არამედ მეგობრობა წარმოქმნის. მეგობარი – ეს ის ადამიანია, ვისთანაც რჩევის საკითხავად მიხვალთ, ვის წინაშეც არ შეგრცხვებათ გულის გადაშლა და ყველაფერს შელამაზების გარეშე გაანდობთ. ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანთა მეგობრობა სულიერი კავშირის უმაღლესი საფეხურია.
- “მე შენ გაფასებ” – “ჩემთვის ის კი არაა მნიშვნელოვანი, რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ. მთავარია ის, თუ რას წარმოადგენ. შენ ვერავინ შეგცვლის!” აი, რას ნიშნავს ეს სიტყვები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანისთვის თქვენ ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხართ.
- “შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ” – ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანის დაკარგვის გვეშინია. შინაგანად მაშინვე ჩნდება რაღაც თბილის, მშობლიურისა და კარგის შეგრძნება.
- “მთელი სულით შენზე ვარ დამოკიდებული” – ცოტა ძველმოდურად და სულელურად ჟღერს, თუმცა, ასეთი სიტყვები ნამდვილად გულიდან მოდის. იქედან, რომ ამ ადამიანისთვის შენ ნამდვილად არსებობ და ერწყმები მას არა ზედაპირულად, არამედ უჯრედულ დონეზე.
- “შენთ აღფრთოვანებული ვარ” – და აქ სასურველია იმის დაკონკრეტება, თუ რა მოგწონთ მასში(კონკრეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი სქესის წარმომადგენელთათვის). ყველას გვინდა, ჩვენი მეორე ნახევრის თვალებში გაოცება ამოვიკითხოთ. სიტყვები აქ მხოლოდ იმის გამყარება იქნება, რაც ისედაც ცხადია.
- “ძალიან დიდ პატივს გცემ” – პატივისცემა ზრდასრული ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია. ამბობენ, რომ ქალები აფასებენ იმ მამაკაცებს, რომლებიც უყვართ, მამაკაცებს კი ის ქალები უყვართ, რომლებსაც აფასებენ. როგორც არ უნდა იყოს, სიყვარული პატივისცემასაც მოიაზრებს.
- “მე შენ გენდობი” – ამ ფრაზას ბევრი გაგება აქვს: “მე არ მეშინია შენთან ერთად სიბნელეში სიარულის”; “აი, შენ ჩემი მანქანის გასაღები”; “შენთან ერთად ყველგან წავალ”, თუმცა, შეგიძლიათ პირველი ვარიანტი გამოიყენოთ.
- “შენ ჩემი შთაგონება ხარ” და შთაგონების ელფერებიც სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: შთაგონება უკეთესობისკენ შეცვლისთვის ან საკუთარი ხელებით რაღაცის გაკეთებისთვის(ხელნაკეთი ნივთი, მუსიკა), სურვილის გაჩენა საყვარელ ადამიანთან ერთად სწავლისა.
- “ძალიან მენატრებოდი” – ჩვენ მხოლოდ ისინი გვენატრება, ვინც ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. დანარჩენი ადამიანების არსებობა ამ დროს უმნიშვნელოა.
- “ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენ მყავხარ” – დამიჯერეთ, მას, ვინც არ გიყვართ, ამ სიტყვებს ნამდვილად არ ეტყვით. ეს ისე ჟღერს, როგორც ერთბაშად ნათქვამი 1 000 “მე შენ მიყვარხარ”.
მოდით, უფრო ხშირად ვუთხრათ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ეს და მსგავსი ფრაზები და მივანიჭოთ მათ სიხარული. ჩვენ ხომ სწორედ მათი გახარებული და ღიმილიანი თვალები გვაბედნიერებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს