ცოლ-ქმრული ცხოვრება 7 ეტაპი: ტკბილი პერიოდიდან ნამდვილ სიყვარულამდე.

0
133
Photo by Edgar Chaparro on Unsplash

ფრედერიკ ბეგბედერის აზრით, სიყვარული მხოლოდ 3 წელს ცოცხლობს, თუმცა ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ოჯახური ცხოვრება ზოგადად 7 საფეხურად იყოფა. თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებმა პირებმა მათ შესახებ არაფერი იციან, ხოლო ცოდნის შემთხვევაში განქორწინებების 80% დიდი ალბათობით საერთოდ არ მოხდებოდა.

იმისათვის, რომ სიყვარული მტკიცე, ძლიერი, ნამდვილი და ღრმა გახდეს, მან 7 ეტაპი უნდა გაიაროს!

ტკბილი პერიოდი – ეს პერიოდი 2 წლამდე გრძელდება და ამ დროს წყვილი ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავს. ისინი ბედნიერები არიან,სამყაროს ნათელ ფერებში უყურებენ, ორგანიზმში ჰორმონები უწყვეტად გამოეყოფათ და ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ ერთმანეთთან თანაცხოვრებით ტკბებიან. ტკბილი პერიოდის მანძილზე შეყვარებულ ადამიანს მისი მეორე ნახევარი იდეალური, ლამაზი, ჭკვიანი, საუკეთესო ეჩვენება.

ზედმეტობის პერიოდი – დგება ზედმეტობის პერიოდი და წყვილი გაუცხოებას გრძნობს. მათ აღარაფრის ერიდებათ, რეალურად აფასებენ სიტუაციას და რუტინული ცხოვრებით ცხოვრობენ. მეუღლეების ქცევა ხელოვნური ხდება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი ერთად კი არა თავისთვის, ცალ-ცალკე არიან.

ზიზღის პერიოდი – ამ პერიოდის დადგომასთან ერთად ცოლ-ქმარს შორის ზიზღი ჩნდება. ყველაფერი, რაც ადრე არ ჩანდა, უფრო შესამჩევი გახდა. ჩხუბები, გაუგებრობები, უთანხმოება. ყოველივე ამას ხშირად წყვილის დაშორებაც კი ძალუძს. განქორწინების შემდეგ ხშირია ახალი ურთიერთობების დაწყების მცდელობები, რომლები, ასევე მესამე ეტაპისთვის არიან განწირულნი.

მოთმინების პერიოდი – დრამა და სკანდალები უკვე წარსულს ჩაბარდა. მეუღლეები მიხვდნენ, რომ ერთმანეთს რიგი შეცდომები უნდა აპატიონ. ისინი უფრო დაბრძენდნენ და დაღვინდნენ, შესაბამისად ურთიერთობის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლისთვის უკვე მზად არიან.

პატივისცემის პერიოდი – გავლილი გზის მიუხედავად, ამ პერიოდში ცოლ-ქმარი პირველად გრძნობს ნამდვილ სიყვარულს, კერძოდ, ისინი უკვე ერთმანეთისთვის იწებენ ცხოვრებას და საყვარელი ადამიანის ბედნიერებაზე ზრუნავენ. პარტნიორები საკუთარ ვალდებულებებს აანალიზებენ და უკვე იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გაახარონ მათი მეორე ნახევარი.

მეგობრობის პერიოდი – მსგავსი სიახლოვე უდიდეს ნდობას იწვევს. ისეთს, როგორიც ნამდვილ მეგობრობაში არსებობს. ადამიანებს მოეწონათ ერთმანეთი, ჰქონდათ ვნება, გამოიარეს უამრავი გამოცდა და საბოლოოდ ერთმანეთთან დამეგობრება შეძლეს.

წრფელი სიყვარულის პერიოდი – ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სიყვარული არა ერთი ნახვით, არამედ ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად ჩნდება. ამისთვის საჭიროა ინდივიდი პიროვნულად გაიზარდოს, რაც თავის მხრივ ეგოიზმზე უარის თქმას გულისხმობს.

ბედნიერებისთვის ადამიანები იბრძვიან! მათი არ უნდა შეგვშურდეს, პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი გრძნობა თავადაც დავიმსახუროთ.

რას ფიქრობთ წარმოდგენილ საფეხურებზე? თქვენი აზრიც გაგვიზიარეთ : )

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი