სასიამოვნოა ახლობლებისთვის საჩუქრების გაკეთება, განსაკუთრებით მშობლებისთვის. პაპარაცის დღევანდელ ამბავში კი ყველაფერი ცუდად გამოვიდა დის საქციელის გამო.
საჩუქარი დედას ქალიშვილისგან
იდეა საჩუქრისთვის – ელისოს მშობლები უკვე დიდი ხანია ქალაქში აღარ ცხოვრობენ. ახლოვდება დედის დაბადების დღე და ელისოს ძალიან უნდა სასარგებლო საჩუქარი გაუკეთოს. პირველი რაც მოუვიდა აზრად, მაცივარია, რადგან მშობლების კარგა ხანია დაძველდა. მთელი საღამო ათვალიერებდა ინტერნეტში ტექნიკის მაღაზიებს. საბოლოოდ, იპოვა შესაბამისი ვარიანტი.ელისომ თავის უმცროს დას დაურეკა და თავისი გეგმის შესახებ უამბო. სამწუხაროდ, არ შეეძლო მაცივრის თანხის მთლიანად გადახდა. ამიტომ შესთავაზა დას, რომ ერთად ეყიდათ საჩუქარი მშობლებისთვის.ანასტასიამ მოუსმინა დას და დასაფიქრებლად დრო ითხოვა. მომდევნო დღეს კი დაურეკა და უთხრა, რომ ასეთი საჩუქარი მიუღებელია მისთვის და თავად შეურჩევს რამეს. ელისოს ძალიან გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. გადაწყვიტა მაცივარი განვადებით გამოეტანა.
დედის დაბადების დღე – დაბადების დღეზე ანასტასიამ მხოლოდ თაიგული მოუტანა დედას და ვითომც არაფერი, სუფრას მიუჯდა. ელისოს მის მაგივრად შერცხვა. უმცროსი დის ქცევა დიდი ხანია აოცებდა. ორივეს თავისი ოჯახი ყავს, მაგრამ ელისო არასდროს აწუხებდა მშობლებს თავისი პრობლემებით.
უმცროსი დის ქცევა – ანასტასია კი პირიქით. ის ხშირად მიდის დედასთან და თავის პრობლემებზე ეწუწუნებოდა. თავად არ მუშაობს და მთელი ფინანსები ქმრის ხელშია. ის კი ფულს არ აძლევს.ამ ზაფხულში ბავშვებით ჩავიდა დედასთან მთელი თვით და კაპიკიც არ დაუხარჯავს. თქვა, რომ ქმარმა ფული არ მისცა. ამიტომ მაღაზიაში საჭმელს და ბავშვების ნივთებს დედის პენსიით ყიდულობდა,ყველაფრის მიუხედავად, ელისოს ეგონა, რომ ანასტასია რაღაცით მაინც გამოხატავდა დედის მიმართ პატივისცემას, მაგრამ მას არც უფიქრია. ეს არ არის სამართლიანი საქციელი და ანასტასიას უნდ რცხვენოდეს თავისი საქციელის.
დასკვნა: რამდენად სწორად მსჯელობს ელისო? უნდა გრძნობდეს თავს დამნაშავედ ანასტასია? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.