თანამედროვე ურთიერთობები ადამიანებს შორის ისეთი აღარ არის, როგორც ადრე იყო, განსაკუთრებით, ოჯახურ ცხოვრებაში. ადრე ნაკლები იყო განქორწინებები, მამაკაცის მატერიალურ მდგომარეობას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.თუ ახალგაზრდას ბევრი ფული არ ჰქონდა, მაინც პოულობდა სასურველ პარტნიორს. ფინანსური მდგომარეობა ადრე ბევრად დაბალ დონეზე იყო, ვიდრე ეხლა, მაგრამ არ იყო პრიორიტეტული. მაშინ რტომ ირჩევს ეხლაც ზოგიერთი ქალი მამაკაცს გახვრეტილი საფულით? ნუთუ საქმე ისევ რომანტიკაშია?
სიღარიბის ზღვარი – ყველა წყვილის ურთიერთობას აქვს თავისი დასაწყისი და თავისი გაგრძელება. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვანთ რამდენიმე საინტერესო მაგალითს ამ თემაზე.
ახალგაზრდობა – კოტე და ანა სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი შეხვედრები დაიწყეს. კოტე ძალიან მოსწონდა ანას: სიმპატიური, ჭკვიანი, სასიამოვნო ადამიანი იყო. სტუდენტობის დროს დაქორწინება გადაწყვიტეს. მოაწერეს ხელი და რამდენიმე მეგობართან ერთად აღნიშნეს.ფული თითქმის არ ჰქონდათ: ნაქირავები ბინა, ჩინური ლაფშა და სწავლა – ეს იყო მათი ოჯახური მდგომარეობა. შემდეგ ანამ შეამჩნია, რომ ქმარს ბევრ რამეში აჯობა და წარმოქმნილ პრობლემებს ის უკეთ უმკლავდებოდა, ვიდრე კოტე.კოტე მარად ახალგაზრდა დარჩა. მისი ძველი ხუმრობები უკვე მოსაწყენი იყო, მუდამ დაბნეული, არაპრაქტიკული ახალგაზრდა მამაკაცი ცოლს აღიზიანებდა. აღარ ჰქონდათ საერთო ინტერესები. მამაკაცის მაგივრად ანას გვერდით სტუდენტი ბიჭი ჰყავდა.ცოლს მალე პირველი სერიოზული სამსახური გამოუჩნდა და ჩაეფლო სამუშაოში. კოტე მეგობრებთან გართობას განაგრძობდა. საბოლოოდ, ოჯახში შემომტანი ანა იყო, მაგრამ ეს რუტინა დიდხანს არ გაგრძელებულა. ანას სამსახურში გამოჩნდა საინტერესო თანამშრომელი – პასუხისმგებლობიანი და სერიოზული. ის პატივს სცემდა ქალს და სამომავლო გეგმებიც ჰქონდა…როდესაც ანამ ყველაფერი ქმარს უთხრა, მას თავიდან ხუმრობა ეგონა, შემდეგ გაბრაზდა, ბოლოს ხვეწნა და ტირილი დაიწყო. ქალი კი ხვდებოდა, რომ მათ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა. მერე იყო გაყრა, ქორწინება და ახალი ცხოვრება. ეხლა ანას სხვა საზრუნავი აქვს და სხვა პრეტენზიები თავის მამაკაცთან. მან ზუსტად იცის, რომ ეს ადამიანი იზრუნებს ცოლზე და შვილებზე.
ვალდებულება – ირინა მეორედ 23 წლის ასაკში გათხოვდა ბავშვით ხელში. ახალგაზრდა მამამ ვერ შეძლო პრიორიტეტების სწორად დალაგება და საყვარელთან წავიდა. გამოჩნდა წესიერი, პატიოსანი და მოსიყვარულე მამაკაცი და აწი ყველაფერი კარგად იქნება.არჩილი მშრომელი კაცი იყო, ღია და პატიოსანი გულით. მას შეეძლო აშენება, შეღებვა, რემონტის გაკეთება. არაფერს აკლებდა ცოლს და შვილობილს, ყავდა ასევე ერთგული და მოსიყვარულე მეგობრები, მიუხედავად მცირე თავისუფალი დროისა, მაინც იცლიდა ოჯახისთვის.ირინა სტილისტის კურსებზე ჩაეწერა, რათა თავისი საქმე ქონოდა და ოჯახში რაღაც მასაც შეექმნა. თუმცა, ბედისწერა დაუნდობელია და უბედურმა შემთხვევამ არჩილი ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა. ეს ყველას ტრაგედია იყო, ტკივილი, უიმედობა…5 წლის შემდეგ ირინამ და არჩილმა ახალი ბინა იყიდეს. როგორ? იყო კარგი სტილისტი, ნამდვილი ხელოვნებაა. თავიდან ირინა მარტო მუშაობდა, შემდეგ იქირავა ფართი და გააფართოვა თავისი საქმე. ეხლა ის არჩენს ოჯახს და ზრუნავს ქმარ-შვილზე.ყოველთვის ახსოვდა რა სიტუაციიდან იხსნა არჩილმა და მიუხედავად მომხდარი ტრაგედიისა, მის გვერდით იქნება ყოველთვის და არაფრის შეცვლას არ აპირებს.
შემოდგომა: “ჩემი შემთხვევა სრულიად ჩვეულებრივია. ქალები ამ მდგომარეობაში საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ.ვარ რეალიზებული, შეძლებული ქალბატონი. ქმარი ხუთი წლის წინ გარდამეცვალა და მთელი მისი ქონება მე დამრჩა. მე მისთვის საყვარელ და ერთგულ ცოლთან ერთად, შთაგონების წყაროც ვიყავი. საერთო შვილები არ გვყავდა, მას ყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან.ფულს ძალიან ვაფასებ, ვაფასებ იმ ცხოვრებას, რომელიც მისი საშუალებით არის შესაძლებელი. მოგზაურობა და ფულის ყრა სხვადასხვა უსარგებლო ნივთებში, არ არის ჩემი საქმე. შესაძლებელია კომფორტულად იგრძნო თავი ერთ ადგილას და არ ეძებო ბედნიერება მთელ მსოფლიოში.ამიტომ გადავწყვიტე მეორედ გათხოვება, ის ჩემზე 15 წლით პატარაა, სოლიდური მამაკაცი, საუკეთესო გამოცდილებით და თავისი შეხედულებებით ცხოვრებაზე. ძალიან მომწონს მისი ხასიათი და მასთან თავს დაცულად და მყუდროდ ვგრძნობ.ჩემი ახლანდელი ქმარი ყოფილი სამხედროა და მისი ხელფასი არ არის დიდი. ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ ფინანსურად ვეხმარები და ვყიდულობ მისთვის ძვირფას საჩუქრებს. რატომაც არა? ის ამას იმსახურებს.”
სიტუაციები, როგორც ხედავთ, მრავალგვარია. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ირჩევს იმ გზას, რომელიც ურჩევნია. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.