ქმარს დაბადების დღის საჩუქრად ფარდები ვთხოვე, ოჯახური სიმყუდროვე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

312

ადამიანებს შორის ურთიერთობის ზოგიერთი მომენტი, შეიძლება შევაფასოთ როგორც სიძუნწის ინდიკატორი. რამდენად სწორია მოითხოვო ანაზღაურება საქმის სანაცვლოდ ნათესავებისგან? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

სიძუნწის ინდიკატორი

ახალი სახლი და საჩუქარი დაბადების დღისთვის – ალექსანდრა ქმართან ერთად გადავიდა ახალ ბინაში რამდენიმე თვის წინ. ეს იყო უბრალო ერთოთახიანი, რომელსაც კარგი რემონტი სჭირდებოდა.  ახალგაზრდებს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გაკეთების საშუალება ჰქონდათ და დამატებითი ხარჯების გაწევაც მოუწიათ ავეჯისთვის.დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სახლის მოწყობის პროცესი ძალიან გაიწელა. ალექსანდრას კი ძალიან უნდოდა ლამაზი სახლის მოწყობა თავისი ოჯახისთვის. ამიტომ, როდესაც ქმარმა ჰკითხა, თუ რა საჩუქარს ისურვებდა დაბადების დღისთვის, ალექსანდრამ ფარდები თხოვა. მას შერჩეული ქონდა უკვე ძალიან ლამაზი და ძვირფასი ფარდა.ქმარს გაეცინა, რადგან ეს არ იყო პირადი საჩუქარი და იყო ნივთი ყველასთვის, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა. ცოლი უსაზღვროდ ბედნიერი იყო ასეთი საჩუქრით და ძალიან მოსწონდა. ფერი ზუსტად მოერგო ოთახს და ძალიან მოუხდა.

ახალი ფარდები ახალ სახლში – ერთადერთი, რაც ალექსანდრამ ვერ გათვალა სწორად, ეს იყო ფარდის სიგრძე. როდესაც საკიდზე ჩამოკიდეს, გრძელი აღმოჩნდა. მაშინ მან დედას სთხოვა დახმარება.საქმე იმაში იყო, რომ ალექსანდრას დეიდა, რომელიც თითქმის მისი თანატოლი იყო, კარგად კერავდა. ეს მარტოხელა დედის შემოსავლის წყარო იყო. ამასთან ერთად, მუდმივად იღებდა დახმარებას ალექსანდრას მშობლებისგან და მშობლების სახლიც მას ეკუთვნოდა.

ანაზღაურებადი სამსახური ნათესავისგან – ალექსანდრამ და დეიდამ მოილაპარაკეს ფარდის შემოკლებაზე. დეიდამ საკმაოდ მაღალი ფასი უთხრა, რამაც გოგონა გააკვირვა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მითუმეტეს, რომ შესაკეცად სულ ცოტა დრო ჭირდებოდა. თუმცა, დათქმულ დროს ფარდები მზად არ იყო. უფრო მეტიც, დეიდამ თანხის დამატება სთხოვა, რადგან სამუშაო არ აღმოჩნდა მარტივი და თან მალე გინდაო.ალექსანდრა მოერიდა კონფლიქტს და ფული დაუმატა. საბოლოო ჯამში, ფარდების გამზადებას ერთი კვირა დასჭირდა – სულაც არ უჩქარია შემსრულებელს. ამიტომ როდესაც დედამ ფარდები მოიტანა, ალექსანდრამ ვეღარ მოითმინა და უკმაყოფილება გამოთქვა:

  • -ჩვეულებრივ სამკერვალოში ორჯერ ნაკლებს გამომართმევდნენ, ასე როგორ შეიძლება? – უთხრა მან.
  • -რა იყო, გენანება? – ჰკითხა დედამ – დეიდაშენი მარტო ზრდის პატარას, შენ კი…
  • -დედა, არც მე მაქვს ზედმეტი და შენ იცი ეს – უპასუხა დედის ლოგიკით გაოცებულმა გოგონამ.

საჩუქარი დედამთილისგან – დასვენების დღეს ანასტასიასთან სტუმრად დედამთილი მოვიდა და საჩუქარი მოუტანა. ეს იყო ძალიან ლამაზი და კარგი ხარისხის ფარდები სამზარეულოსთვის. გოგონა ძალიან გახარებული იყო ასეთი გულუხვობით, მითუმეტეს, რომ ზომები ზუსტად მოერგო ფანჯარას. რა გამოვიდა? ქმრის ნათესავები უფრო ზრუნავენ შენზე, ვიდრე ღვიძლი დედა და დეიდა? ეს ფარდები სიძუნწის ინდიკატორი აღმოჩნდა ანასტასიასთვის.

დასკვნა: გქონიათ თქვენ ისეთი შემთხვევა, როცა თქვენს ნათესავებს მსგავსი რა ჩაედინათ? ახლობლებს ნაკლებ ფასად უნდა მოემსახუროს ადამიანი თუ პირიქით? ან საერთოდ, რამდენად გამართლებულია მარტივი სამუშაოსთვის ფულის გამორთმევა? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს