ყველა დიასახლისისთვის ყურადსაღები, ასე აკეთებენ ელიტურ რესტორნებში.

0
332

დიასახლისებს მაცივარში შეხედვისას საზარელი სანახაობა ხვდებათ: პროდუქტი, რომელიც თანდათან ფუჭდება, ან პროდუქტი, რომელიც უკვე გაფუჭებულია. იმისთვის, რომ აღარ გადაყაროთ პროდუქტი ნაადრევად, შეინახეთ ხილ-ბოსტნეული უფრო დიდხანს ჩვენი რჩევების გამოყენებით.

პროდუქტის შენახვა მაცივარში

ბულგარული წიწაკა. გამოცდილმა მზარეულმა იცის, რომ ბულგარული წიწაკა უჩვეულო სახით უნდა შეინახოს – თითოეული მათგანი უნდა გაახვიოთ ქაღალდის ხელსახოცში.

მარწყვი. მარწყვის შენახვაც წიწაკასავით უჩვეულოა, თუმცა არაა აუცილებელი მისი სათითაოდ გახვევა, უბდალოდ დააფინეთ მყარ საგანზე რამდენიმე ხელსახოცი და დაალაგეთ მარწყვი, ასევე შეგიძლიათ კვერცხის ყუთში მოათავსოთ ისინი.

ბადრიჯანი. ეს ბოსტნეული ძალიან მგრძნობიარეა სინათლისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. ამიტომაც დაალაგეთ ბადრიჯნები ერთ რიგად და გადააფარეთ ქსოვილი. არ დაგავიწყდეთ, რომ ბადრიჯანი მხოლოდ 1 თვე ინახება, შემდეგ ის სწრაფად კარგავს ტენს და დუნე ხდება.

კიტრი. კიტრი სხვა ბოსტნეულთან შედარებით 3-4 დღის განმავლობაში ძალიან კარგად ინახება, იმისთვის, რომ მისი შენახვვის ვადა 10 დღემდე გაზარდოთ, საკმარისია მოათავსოთ ის პოლიეთილენის პარკში და დააფაროთ სუფთა ბინტი(არ დახუროთ პარკი). გახსოვდეთ, რომ ყოველ 3 დღეში უნდა სეამოწმოთ პარკი და მოაშოროთ იქედან გაფუჭებული ბოსტნეული.

პომიდორი. იმისთვის, რომ პომიდვრის შენახვის ვადა 10 დღემდე გაზარდოთ, შეინახეთ იგი ბოსტნეულის განყოფილებაში ყუნწებით მაღლა და დააფარეთ თითოეულ მათგანს ქაღალდი.

სტაფილო. სტაფილოს ვადის გახანგრძლივება 14 დღემდე ჩვეულებრივ წყალს შეუძლია. გაავსეთ სუფთა კონტეინერი წყლით და ჩაალაგეთ შიგ კარგად გარეცხილი სტაფილო.

ბოლოკი. ბოლოკის ვადის გახანგრძლივება 7 დღემდე შეგიძლიათ. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ მინის ქილა პოლიეთილენის სახურავით და წყალი. ჩაასხით ქილაში 2 ს/კ წყალი და შემდეგ ჩაალაგეთ ბოლოკები. დალუქეთ და შედგით მაცივარში.

ავოკადო. თუ თქვენ შეიძინეთ მკვახე ავოკადო, ჩაალაგეთ ის ქაღალდის პაკეტში და გააჩერეთ მოსამწიფებლად ოთახის ტემპერატურაზე. როცა ავოკადო დამწიფდება, ჩადეთ ის ელვიან პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში.

სატაცური. თუ შეიძენთ ახალ სატაცურს, მოათავსეთ წყლიან ჭიქაში და შედგით მაცივარში. ასე თქვენ გაზრდით მისი მოხმარების ვადას თითქმის ორჯერ.

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ეს ბოსტნეული გიჟდება ტენზე. ჩაალაგეთ ისინი წყალში და დააფარეთ სუფთა პირსახოცი. ნუ დაგავიწყდებათ წყლის რეგულარულად გამოცვლაც.

ნიახური. შეახვიეთ ნიახური საკვებ ფოლგაში და ასე შედგით მაცივარში.

თქვენ როგორ ინახავთ ხილ-ბოსტნეულს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი