ზუსტი ჰოროსკოპი შავი ვეფხვის წელიწადში ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

0
3336

გაინტერესებთ ზუსტი ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის? დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ რა ცვლილებებს უნდა ელოდეთ ახალ 2022 წლისთვის სიყვარულში, კარიერაში და არა მარტო.

  • ვერძი – მაისში წარმატების პლანეტა შევა ვერძის ნიშანში. ეს საშუალებას მისცემს ვერძს წინსვლასა და პიროვნულ ზრდაში. არსებობს სამსახურის შეცვლი და კარიერული წინსვლის შანსი. 9-14 აპრილს ჩაიფიქრეთ ყველაზე სანატრელი სურვილი და ის აუცილებლად შეგისრულდებათ. ვერძების უმეტესობა 2022 წელს იპოვის თავის სიყვარულს, კარგი პერიოდია საზღვარგარეთ წასასვლელად.
  • კურო – 2022 წელს კურომ ფოკუსირება ურთიერთობებზე უნდა მოახდინოს. დაქორწინება, გაყრა, ახალი პარტნიორის პოვნა მას ადვილად გამოუვა. იქნება ბევრი მოულოდნელი ცვლილება და სიურპრიზი: სასიამოვნოც და უსიამოვნოც. საბოლოო ყველაფერი კარგად დასრულდება.
  • ტყუპები – ეს წელი ტყუპების ჯანმრთელობას და სულიერებას შეეხება. ისინი შეიცვლიან ჩვევებს და ყოველდღიურ რეჟიმს. ჯანსაღი კვება, დიეტა, ვარჯიში გახდება მათი ცხოვრების ახალი კრიტერიუმები. უმეტესობა შეიცვლის სამუშაო ადგილს ან სასწავლებლად წავა საზღვარგარეთ.
  • კირჩხიბი – 4 თვე სიყვარულის პლანეტა ვენერა იქნება კირჩხიბის ურთიერთობის სფეროში. ეს აისახება მის პირად ცხოვრებასა და ფინანსებზე. იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და სულიერად ახლობელი ადამიანის პოვნის შანსი. იპოვის ახალ ჰობს, რაც მისი შემოსავლის წყარო გახდება.
  • ლომი – 2022 წელს ლომი მთლიანად კარიერაზე ფოკუსირდება. გაჩნდება სურვილი რუტინისგან განთავისუფლების და სხვა, უფრო საინტერესო საქმის პოვნის. იქნება ბევრი ძალა და ენერგია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად. შეუძლიათ მაქსიმალურად მიენდონ ინტუიციას.
  • ქალწული – ქორწინება, ორსულობა, ბავშვის დაბადება – სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება დაკავებული ქალწული. ექნება კარგი საქმიანი შემოთავაზებები, კონტრაქტები, მოლაპარაკებები. ეს წელი ქალწულებს ახალ შესაძლებლობებს პირდება.
  • სასწორი – წლის პირველი ნახევარი ქორწინებისთვის არასასურველია. სამაგიეროდ, კარგი პერიოდია სახლის მოსაწყობად, რემონტისთვის, ახალი ავეჯის შესაძენად. შესაძლებელია ცვლილება ოჯახის შემადგენლობაში. მოინახულეთ ბავშვობის ადგილები, იმოგზაურეთ.
  • მორიელი – პლანეტები მორიელს უკეთეს მდგომარეობას პირდებიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება და ეს მათ ხელშია. მთავარი ამოცანა მათთვის 2012 წელს არის ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება.
  • მშვილდოსანი – შეიცვლება დღის რეჟიმი, რუტინა, ყოველდღიური მოვალეობები. ბევრი მშვილდოსანი შეიცვლის სამსახურს ან დაიწყებს ახალ ბიზნესს. შეიცვლება სანაცნობო წრეც. სასურველია სპორტით დაკავება, კვების რეჟიმის შეცვლა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა.
  • თხის რქა – მოულოდნელი მემკვიდრეობა, წარმატებული ბიზნესი, კარიერული წინსვლა – ყველა თხის რქას საერთო ჯამში, ფინანსური წარმატება ელოდება. ისინი 2022 წელს მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებენ და მნიშვნელოვნად შეცვლიან თავისი ცხოვრების წესს. სამსახურში ექნებათ ბევრი ვალდებულება, მაგრამ რომ არ გადაიტვირთონ, არ დაივიწყონ დასვენება.
  • მერწყული – მთავარი თემა მერწყულისთვის იქნება სახლი და ოჯახი. შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან უძრავი ქონების შეძენა. იქნება ცვლილებები სამსახურშიც. გაჩნდება ბევრი ახალი იდეა და ამ იდეების რეალიზების შესაძლებლობა. ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
  • თევზები – 2022 წელს ბევრი იპოვის თავის სიყვარულს ან დაქორწინდება. მათთვის ეს წელი ყველაზე ბედნიერი იქნება. გაიზრდება შემოსავლის წყაროც. ექნებათ წარმატებები კარიერასა და პროფესიულ წინსვლაში.

ეხლა არის თეთრი მეტალის ხარის წელი. 2022 წელს იქნება შავი ვეფხვის წელიწადი. თქვენ რას ელოდებით მომავალი წლისგან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.