ადამიანების მონოგამია და პოლიგამია უკვე დიდი ხანია მეცნიერების შესწავლის საგანია. პირველყოფილ პერიოდში ჩვენ და ცხოველები პოლიგამიურები ვიყავით. მაგრამ სოციუმი განვითარდა და ევოლუცია განიცადა. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ინსტიქტებით და ვცხოვრობთ თანამედროვე, მაღალგანვითარებულ საზოგადოებაში.
მონოგამია და პოლიგამია
მამაკაცები და ზოგჯერ ქალები თავიანთ ღალატს მეცნიერული ფაქტებით ამართლებენ. ეს მათთვის ძალიან მოსახერხებელია, ნორმალური ადამიანი ხომ არ იდავებს მეცნიერებასთან? თუმცა მათ არ იციან მეცნიერების ყველა აღმოჩენა ამ თემაზე.დიახ, ჩვენი შორეული წინაპრები პოლიგამიურები იყვნენ. პირველყოფილი ცხოვრების წესი მოითხოვდა აქტიურ გამრავლებას იმისთვის, რომ ადამიანთა მოდგმა გადარჩენილიყო. ეხლა ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და მოღალატეები გასამრავლებლად არ ვხდებით.პარტნიორებს შორის არსებობს ერთგულების პირობა. არავინ უშლის ადამიანს იყოს პოლიგამიური და ყავდეს ბევრი პარტნიორი, თუ ყველასთან შეთანხმებულია და ისინიც თანახმანი არიან. ცივილურ სამყაროში ადამიანი მონოგამიურია. თუ შენ სხვა ცხოვრება გიზიდავს, ეს პარტნიორს უნდა შეატყობინო.თანამედროვე ტენდენციები ურთიერთობებში არის სერიული მონოგამია. ის გულისხმობს ცხოვრების სხვადსხვა პერიოდში ერთ, სხვადასხვა პარტნიორს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები შორდებიან და შემდეგ პოულობენ იმ პიროვნებას, ვისთანაც თავს უკეთ გრძნობენ.
უკანასკნელი კვლევები მონოგამურ და პოლიგამურ ურთიერთობებზე – სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მამაკაცის მონოგამია დამოკიდებულია მისი ინტელექტის დონეზე, რაც გონებრივი ევოლუციის ნიშანია. რაც უფრო მაღალია IQ დონე, მეტი შანსია, რომ ის მეუღლის ერთგული იქნება.ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზით ღალატობენ. პრობლემები ურთიერთობებში იწვევს იმას, რომ პარტნიორი ყურადღებას და მხარდაჭერას სხვაგან ეძებს. რა თქმა უნდა, გონიერი ადამიანი თავად ეცდება პრობლემებში გარკვევას და მის მოგვარებას.
რედაქციისგან: სამწუხაროდ, ცხოვრება მეცნიერების ჩარჩოებს სცდება. მიუხედავად მოსალოდნელი შედეგებისა, ადამიანები ჩადიან იმპულსურ ქცევას. ჩვენ ვტკენთ გულს ახლობელ ადამიანებს, როდესაც ვატყუებთ, თუმცა სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელი ხდება ხოლმე.ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი თავის სურვილებს მარტივად აკონტროლებს. თუ შენ გახვეული ხარ მრავალმხრივი რომანების ქარ-ცეცხლში, გირჩევთ შეწყვიტო და გონებით გააანალიზო სიტუაცია. იცოდეთ, რომ არსებობს ნამდვილი მიზეზი, რის გამოც სისულელეებს ჩადიხარ. დროა გაერკვე საკუთარ თავში და დაალაგო პრიორიტეტები.ეს უნდა გააკეთონ მათ, ვისაც უკვე აქვს მსგავსი ფიქრები. ვინც უკვე ფიქრობს პარტნიორის პარალელურად ურთიერთობის გაბმას, მაგრამ ჯერ არ მოუყვანია სისრულეში. თუ თავად ვერ გაუმკლავდები, კარგი იქნება ფსიქოლოგს მიმართო.