ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ვწმენდ ყავის ნალექით ცხიმის ნადებს სამზარეულოსა და გაზქურაში, გაგიმხელთ ჩემი სისუფთავის საიდუმლოს.

0
413

ბევრს გიცდიათ ალბათ, სკრაბის მომზადება ყავის ნალექისგან. ეს ბიუჯეტური საშუალება კარგად მუშაობს და არ ჩამოუვარდება ძვირიან კოსმეტიკას, მაგრამ ბევრმა არ იცის, ყავის ნალექი შეიძლება გამოვიყენოთ სამზარეულოს გასაწმენდადაც. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ გამოიყენოთ ყავა სხვადასხვა ნივთების გასაწმენდად.

სკრაბი ყავისგან – გავის ნალექი, მისი აბრაზიული თვისების გამო, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვაბების, ღუმელის, ქურის გასაწმენდად, ასევე კარგია უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. ამიტომ გირჩევთ, არ გადაყაროთ ნარჩენი, რომელიც ჭიქის ძირზე რჩება და მიიღეთ მისგან მაქსიმალური სარგებელი. თუ შენ ამ მაცოცხლებელი სასმელის მოყვარული არ ხარ, შეიძინე მაღაზიაში უბრალო დაფქული ყავა და გამოიყენე საწმენდად.

სამზარეულოს მოწყობილობის წმენდა – ყავის ნალექის მსხვილი ტექსტურის დამსახურებით, ყავა იდეალურად უმკლავდება ქვაბებს და ტაფებს. უნდა შეურიოთ 2-3 ჩაის კოვზი დაფქული ყავა თბილ წყალში და დაუმატოთ ცოტა საპონი. რბილი ღრუბლით წაუსვით მასა ჭურჭელს და გახეხეთ. ყავა ცხიმებსაც შლის.

გრილის და ღუმელის წმენდა – ყავის ნალექი ბუნებრივი მჟავიანობა ადვილად შლის ცხიმებს ღუმელში ან გრილში. წაუსვით ყავიანი მასა ცხიმიან ადგილებს წყლის და უნალექო ყავის ნარევი, გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ ჩამოწმინდეთ.

სუნი მაცივარში – თუ თქვენს მაცივარში უსიამოვნო სუნი გაჩნდა, ყავა დაგეხმარებათ. უბრალოდ დაყარეთ ყავის ნალექი და რამდენიმე მარცვალი პატარა ფინჯანზე, შედგით მაცივარში. ყავა შეიწოვს უსიამოვნო სუნს.

ნიჟარის გაწმენდა – თუ სამზარეულოს ნიჟარის მილი გაიჭედება, შეურიეთ ყავის ნალექი თხევად საპონს, ჩაყარეთ მილში და დაასხით მდუღარე წყალი. დაელოდეთ 30 წუთი და ჩარეცხეთ. გაქრება უსიამოვნო სუნიც.

თქვენ იყენებთ რამეში ყავის ნალექს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.