დივანი ხის საყრდენებით ყველა დიასახლისს არ მოსწონს. ვიღაცისთვის ეს მოსახერხებელია, დადგამს ჩაის, დადებს წიგნს, თეფშს, სასუსნავს ან ხილს. მაგრამ ზოგიერთი ასეთი დივანი მართლაც მოძველებულად გამოიყურება. პაპარაცის დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ იპოვოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება ძველი, მოსაწყენი დივანის გადასაკეთებლად.
დივანი ხის საყრდენებით
ექსპერტები გვირჩევენ არ ვიჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება დროთა განმავლობაში დარწმუნდეთ მის კომფორტულობაში. შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაფერისი საღებავი და გააახლოთ მოძველებული საყრდენები.
შეარჩიეთ ის ფერი, რომელიც ავეჯს გაახალისებს და ითამაშებს ნაჭრის გადასაკრავის ტანდემს. ყურადღება გაამახვილეთ კლასიკურ ფერებზე. ის ყოველთვის ლამაზი იქნება და თავის აქტუალურობას არ დაკარგავს.
საინტერესო ხელნაკეთი ვარიანტები – ზოგი დიასახლისი საყრდენებს ხსნის დივანს. ეს მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რათა არ დააზიანოთ. მნიშვნელოვანია სწორად შეურჩიოთ ნაჭრის ფერი ავეჯს.მას შემდეგ, რაც კიდეებს მოხსნით, შეარჩიეთ ნაჭერი სპეციალურ მაღაზიაში და იყიდეთ შემავსებელი ქაფი. გადააფარეთ ზემოდან ნაჭერი სტეპლერით
სასარგებლო რჩევები – დიზაინერები გვირჩევენ ძველი საყრდენების ადგილას დადგათ პატარა მაგიდა ან ტუმბო შესაბამისი სიმაღლის. გექნებათ ყავის და ჩაის დასადგამი კომფორტული ავეჯი.თუ ეს ვარიანტი არ მოგწონთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტყავი. იქნება მინიმალისტური და ეგზოტიკური. თუ გყავთ შინაური ცხოველი, გამოიყენეთ სიზალი. ის მარტივი შესაცვლელია, თუ შემთხვევით კატა დაგისვრით მას.
ლამაზი დივანი ხის საყრდენებით – ძალიან ლამაზია ეპოქსიდის წებო, რომელიც შეგიძლიათ გადაუსვათ ხეს და დაამატოთ თემატური დეკორი – ნიჟარები, ვარსკვლავები, მბზინვარება. გაუკეთეთ შესაბამისი ფორმა და ჩაასხით ებოქსიდი.თუ ამ ყველაფრის დრო და საშუალება არ გაქვთ, მიმართეთ სპეციალისტს. ის შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვარიანტს ავეჯის გადასაკეთებლად. დანარჩენი გემოვნების საკითხია.
თქვენ როგორ შეცვლიდით თქვენი დივანის დიზაინს? როგორ გირჩევნიათ – თავად გააკეთოთ კრეატიული ნივთები, თუ მიმართავთ სპეციალისტს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.