სიცივის დადგომასთან ერთად ჩვენ მეტ დროს ვატარებთ სახლში თბილ პლედში გახვეულები. მაქსიმალურ სიმყუდროვეს და სითბოს კი თბილი სასმელი გვიქმნის. მაგალითად, ჯანჯაფილის ჩაი. როგორ მოვამზადოთ ის და რა სასარგებლო თვისებები აქვს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი
ჩვენ მოვიძიეთ ჯანჯაფილის ჩაის ყველაზე სასიამოვნო რეცეპტები, რომელიც აგიმაღლებთ განწყობას და გაგათბობთ მოღრუბლულ დღეებში. ეს ჩაი შავი და მწვანე ჩაისგან განსხვავებით, არ შეიცავს კოფეინს და შეგიძლიათ მიირთვათ ძილის წინაც.
ინგრედიენტები:
- ნახევარი ლიმონი
- ჯანჯაფილის ნაჭერი – 5-6 სმ.
- 500 მლ. წყალი
- 2-4 ღერი პიტნა
- შაქარი ან თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი
- ლიმონი დაჭერით რგოლებად, გაასუფთავეთ ჯანჯაფილი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაუწიეთ გაზს მინიმუმამდე.
- დაუმატეთ პიტნა და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი.
- გაწურეთ მიღებული ნაყენი და მიირთვით თაფლთან ან შაქართან ერთად. გაითვალისწინეთ: თაფლი მდუღარეში არ ჩაუშვათ!
ჯანჯაფილის ჩაი დარიჩინით, კურკუმათი და ფორთოხლით
ინგრედიენტები:
- ჯანჯაფილის ნაჭერი (3-4 სმ)
- დარიჩინის ღერები
- 1 ჩ/კ დაფქული კურკუმა
- 60 მლ ლიმნის წვენი
- 700 მლ. წყალი
- შაქარი ან თაფლი გემოვნებით
- რამდენიმე ნაჭერი ფორთოხალი
მომზადების წესი:
- ქვაბში ჩაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ჯანჯაფილი, დარიჩინის ღერები და დაფქული კურკუმა. ხარშეთ 5 წუთი.
- გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ლიმნის წვენი გემოვნებით. გადაწურეთ ნაყენი და მიირთვით ტაფლით ან შაქრით.
ქაცვის და ჯანჯაფილის ჩაი
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ შავი ჩაი
- 100 გრ. ქაცვი
- ჯანჯაფილის ნაჭერი – 3-4 სმ
- 500 მლ. წყალი
- შაქარი ან თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დაასხით შავ ჩაის მდუღარე წყალი და დააყენეთ რამდენიმე წუთი.
- დაჭყლიტეთ ქაცვი
- გახეხეთ და წვრილად დაჭერით ჯანჯაფილი, დაუმატეთ ქაცვს შაქართან ერთად.
- დაასხით გაწურული შავი ჩაი, აურიეთ და კიდევ ერთხელ დაწურეთ.
რით არის სასარგებლო ქაცვის ჩაი
- ის საუკეთესო საშუალებაა გაციებისთვის, ხველისათვის, ყელის ტკივილისთვის. ეფეტური საშუალებაა ამოსახველებლად. ამას გარდა, აქვეითებს ტემპერატურას. ჯანჯაფილი ხელს უწყობს სითბოს გამომუშავებას და ორგანიზმი ნაკლებ ძალას კარგავს ვირუსთან ბრძოლაში, ამის ფონზე ქვეითდება ტემპერტურა
- ჯანჯაფილი აუმჯობესებს მადას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას. ეს საოცარი მცენარე სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს მუცლის შებერილობა და საჭმლის მონელების პრობლემა. თუ ცოცხალ ან დაფქულ ჯანჯაფილს დაუმატებთ კერძში, ის მარტივად მოსანელებელი გახდება.
- ჯანჯაფილი ამაგრებს სისხლძარღვებს და აქვეითებს არტერიულ წნევას. ნამდვილი აღმოჩენა იქნება ჰიპერტონიკებისთვის.
- ჯანჯაფილი აუმჯობესებს მეხსიერებას. მისი ნაყენის მიღება კარგია კუნთების ტკივილის, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის დროს. ერთ ჭიქა ჯანჯაფილის ჩაის შეუძლია მოგიხსნათ ღებინების და თავის ტკივილის შეგრძნება.
- კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსი: ჯანჯაფილის ფესვი აქრობს უსიამოვნო სუნს პირში და კურნავს პირის ღრუს დაავადებებს. საკმარისია რამდენიმე წუთი დაღეჭოთ ერთი ნამცეცი და თამამად გაემართოთ პაემანზე საღეჭი რეზინის გარეშე.
- ჯანჯაფილი საუკეთესო აფროდიზიაკია. ის პოზიტიურად მოქმედებს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მიკროელემენტები, რომელსაც ჯანჯაფილი შეიცავს, რეგულარული გამოყენების შედეგად ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამოყოფას.
თქვენ გიყვართ ჯანჯაფილის ჩაი? თუ კი, გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი რეცეპტი კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს