უკრაინელმა ფსიქოლოგმა დიმიტრი კარპაჩოვმა თავის პირად გვერდზე დაპოსტა საინტერესო წინადადება: დათანხმდებოდით თუ არა მიაქირავოთ საკუთარი ქმარი სხვა ქალს 100 ათას დოლარად? მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალს ექნება ყველაფრის უფლება.კომენტარები საინტერესო იყო. ბევრმა ქალმა დაწერა, რომ მზად იყვნენ უფასოდ მიეცათ ქმარი. საინტერესოა, რატომ? ან ვის შეიძლება დასჭირდეს ქმარი ამხელა თანხის სანაცვლოდ?
ქმრის გაქირავება
სიმართლე გითხრათ, როდესაც ეს პოსტი წავიკითხე, ჩამს თავში ფინანსური ფანტაზიები დატრიალდა იმაზე, თუ რაში გამოვიყენებდი ამ ფულს. შეიძლებოდა ქმართანაც მოლაპარაკება ამ საკითხზე.მაგრამ მალე მივხვდი, რომ არავის მივცემდი ჩემს ქმარს თუნდაც 10 წუთით. ეს მესაკუთრეობის გამო არა, თუ თავად მოისურვებს წასვლას, არ დავუშლი, მაგრამ თუ ჩემს სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული… არავითარ შემთხვევაში!ფული მნიშვნელოვანია. ჩვენ კაპიტალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ და ამ ფაქტის უარყოფას აზრი არ აქვს, მაგრამ ის უნდა გამოიმუშავო და მირჩევნია ეს ჩვეულებრივი გზით გავაკეთო და გულდამშვიდებული ვიყო.ყველაზე მეტად გამაოცა ქალების კომენტარებმა, რომლებიც წერდნენ, რომ მზად იყვნენ ქმარი უფასოდაც მიეცათ. კი მაგრამ, რატომ არიან ასეთები ერთად? თუ ასე მშვიდად შეგიძლია დათმო შენი მეორე ნახევარი, რა სიყვარულზეა საუბარი? ყველაზე მეტად, დიმიტრი კარპაჩევის კითხვაში ცუდად მხვდება ის, რომ საერთოდ არ განიხილება ქმრის პოზიცია. ის ხომ სათამაშო არ არის? არ მომწონს, როდესაც სიყვარული გადაიქცევა აკვიატებად. ასეთ დროს ერთი პარტნიორი მეორეზე ხდება დამოკიდებული.
სიყვარული ჩემთვის, პირველ რიში თანასწორი ურთიერთობაა. ეს არის ორი სრულყოფილი და დამოუკიდებელი პიროვნების ჰარმონია, რომელთაც დამოუკიდებლადაც შეუძლიათ არსებობა, მაგრამ ერთად ყოფნას ირჩევენ. დარწმუნებული ვარ, სიყვარულის განსაზღვრება ყველასთვის სხვადასხვაა, მაგრამ პირადად ჩემთვის, ასეა.რა გაქირავებაზეა საუბარი, როცა ორი ადამიანი თანაბარი უფლებით სარგებლობს ოჯახში? ამ ტემაზე სახუმარო კომენტარებიც უსიამოვნოდ ჟღერს. ყველა ხუმრობაში მცირე სიმართლის მარცვალიც არის. თუ შენს ქმარს სხვა ქალისთვის იმეტებ, ჯობია დაფიქრდე, ყველაფერი რიგზეა თუ არა თქვენს ურთიერთობებში.
რედაქციისგან: ეს მხოლოდ ჩემი აზრია და რას ფიქრობ შენ? გაიმეტებდი საკუთარ ქმარს სხვისთვის, თუნდაც დიდი ფულის სანაცვლოდ? გელოდებით კომენტარებში.