“დედამთილი ფიქრობს, რომ მისი ფინანსური უზრუნველყოფა ჩემი საქმეა. მაგრამ რა კავშირი მაქვს მე ამასთან?” – შემოგვჩივლა ერთ-ერთმა რესპოდენტმა. ის რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ნათიამ მოულოდნელად დაკარგა ქმარი, ეხლა კი მის დედასთან აქვს უსიამოვნება, რომელიც ბინის წილს სთხოვს. როგორ შეიძლება ასე მოხდეს და რა არგუმენტები აქვს დედამთილს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ნახავთ.
ფინანსური დახმარება
“ქმარი კორონა ვირუსით გარდამეცვალა. ის 50 წლის იყო. დავრჩი მატო 10 წლის ქალიშვილთან და 2 კრედიტთან ერთად, რომელსაც ქმარი იხდიდა ხოლმე. მაგრამ ეს არ არის კიდევ მთავარი პრობლემა.ეს მოულოდნელად მოხდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა. ჯერ მკვდარი გაცივებული არ იყო, რომ დედამთილი მესტუმრა. ის ბინას ითხოვდა ჩემგან.საქმე იმაშია, რომ მთელი ეს წლები ქმრის სახლში ვცხოვრობდით, რომელიც მამისგან ერგო მემკვიდრეობით. აქედან გამომდინარე, დედამთილს ბინასთან არაფერი კავშირი არ აქვს. მითუმეტეს, რომ მე და ჩემს ქალიშვილს წასასვლელი არ გვაქვს, რაც დედამთილს საერთოდ არ აღელვებს. მას სურს, რომ სახლი დავუთმოთ.
ვის მხარეზეა სიმართლე? – მე კი ვთვლი, რომ მისი ფინანსური უზრუნველყოფა არ არის ჩემი საქმე. დედამთილისთვის ერთი კრედიტი უკვე აღებული გვაქვს და დღემდე ვიხდი. აღმოჩნდა, რომ ბანკში დიდი დავალიანება ჰქონდა და ბოლო მომენტამდე არ გვითხრა.ბოლოს, ატირებული მოვიდა დახმარების სათხოვნელად. ჩვენ რა თქმა უნდა, დავეხმარეთ და სესხი ავიღეთ, ის დაგვპირდა, რომ პენსიიდან დანაზოგს გააკეთებდა და თანხას დაგვიბრუნებდა. თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვები აღმოჩნდა.მეორე კრედიტი კი ბინის რემონტისთვის ავიღეთ. მაქსიმალურად კომფორტულად მოვაწყვეთ სახლი. სანამ ორივე ერთად ვიყავით და ვმუშაობდით, ყველაფერი კარგად იყო. მარტომ კი არ ვიცი რა უნდა ვქნა.დედამთილი ყოველ დღე მირეკავს, ნათესავებიც ამიმხედრა. კონსულტაცია გავიარე იურისტთან, მან ამიხსნა, რომ დედამთილს აქვს ბინის ნაწილზე უფლება. მირჩია, ეს საკითხი მშვიდობიანად მომეგვარებინა.ვცადე მასთან მოლაპარაკება, შევთავაზე თანხა ბინის წილის სანაცვლოდ, მაგრამ ეცოტავა. ამან ისე გამაბრაზა, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, პირველ რიგში, ჩემი ქალიშვილის გამო.
რედაქციისგან: არასდროს არ იცი რას მოიმოქმედებენ ჩვენი ნათესავები. ქალმა შვილი დაკარგა და ამის მიუხედავად, რძალს და შვილიშვილს ატერორებს. რთული წარმოსადგენია, როგორ მდგომარეობაშია ეხლა ნათია.საინტერესოა, როგორ მოიქცეოდით ნათიას ადგილას? გქონიათ თავად მსგავსი პრობლემა? როგორ მოაგვარეთ ის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.