კომბოსტოს მწნილის გასაკეთებლად სასურველი დღეები ოქტომბერსა და ნოემბერში.

1496

როდის ჯობია კომბოსტოს დამწნილება? ოქტომბრის დადგომასთან ერთად ზამთრისთვის კომბოსტოს შენახვა აქტუალური ხდება. მისი მომზადება არც ისე რთულია, მაგრამ პროდუქტი ნამდვილად გემრიელი, ხრაშუნა და წვნიანი რომ გამოვიდეს, საჭიროა სწორი რეცეპტის ცოდნა და აუცილებელია გასაკეთებლად სწორი დროის შერჩევა.

როდის ჯობია კომბოსტოს დამწნილება

ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ სასურველია კომბოსტოს მარინადის გაკეთება ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულის შემდეგ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ შაქრის შემცველობა კომბოსტოში აღწევს მაქსიმალურ ნიშნულს.უმჯობესია, შეარჩიოთ კომბოსტოს საგვიანო ჯიშები, ნაადრევი და შუა სეზონის ჯიშები არ გამოვა გემრიელი. მაგრამ როგორ შევარჩიოთ შესაფერისი თავი? წვნიან ფოთლებზე მიუთითებს მისი ფორმა. როგორც წესი, გლუვი, მკვრივი თავები მშრალი და უხეშია, ხოლო მომრგვალებულები უფრო წვნიანი.

მთვარის კალენდარი და კომბოსტოს მომზადება – კონკრეტულ დღეებში მომზადებული მარინადი უფრო გემრიელი გამოდის. ეს დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე. დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი გადის ოთხ ფაზას – პირველი მეოთხედი, სავსე მთვარე, მესამე მეოთხედი, ახალი მთვარე. ყველა ფაზა ფლობს განსაკუთრებულ ენერგეტიკას. ზოგჯერ პოზიტიურს, ზოგჯერ კი ნეგატიურს. მაგალითად, მთვარის ზრდის დროს მცენარის წვენი ზემოთ ამოდის, რაც მის ზრდას აჩქარებს. მაღალი აქტივობა აქვთ სხვა მიკროორგანიზმებსაც, რომელიც ფერმანტაციას ახდენენ. ამიტომ დამწნილების პროცესი მიდის უფრო მხიარულად და კარგად.ყველაზე წარუმატებელი დღე კი არის ნახევარმთვარის პერიოდი. ამ დროს კომბოსტო რბილდება და უგემურია. ნუ დაამარინადებთ მაშინაც, თუ მთვარე არის წყლის ნიშანში: თევზების, კირჩხიბის და ქალწულის. ხოლო, ვერძის, კუროს, მშვილდოსნის და თხის რქის ნიშანში პირიქით, სასურველია.კომბოსტოს დამწნილება დაიწყეთ მზარდი მთვარის დროს. იდეალურია 5-6 დღე ახალი მთვარის შემდეგ. იდეალურია 5-6 დღე ახალი მთვარიდან. წელს ახალმთვარეობა უწევს 6 ოქტომბერს და 5 ნოემბერს. ასე, რომ იდეალური პერიოდია 11-12 ოქტომბერი და 10-11 ნოემბერი. ამ დღეებში მომზადებული მწნილი იქნება უფრო წვნიანი და ხრაშუნა. ასევე კარგი დროა 21-23 და 29-30 ოქტომბერი. ნოემბერში საუკეთესო დრო იქნება 6-9, 15-17 და 18-19 რიცხვები.

მარტივი რჩევები ხრაშუნა მწნილის მისაღებად:

  1. ნუ დაამლაშებთ! 1 კგ კომბოსტოს სჭირდება 1 ს/კ მარილი.
  2.  შეარჩიეთ საგვიანო ჯიშის კომბოსტო.
  3.  გამოიყენეთ მხოლოდ ემალის და შუშის ჭურჭელი.
  4.  დასაპრესად არ გამოიყენოთ მეტალის თავსახურები.
  5. დაიწყეთ დამწნილების პროცესი ოთახის ტემპერატურაზე და დაასრულეთ 0 გრადუსზე.
  6. არ დაგავიწყდეთ აურიოთ კომბოსტოს 2-3 დღეში ერთხელ, რათა გამოვიდეს დაგროვილი აირები და კომბოსტო ხრაშუნა იყოს.
  7.  კომბოსტო უნდა დაიფაროს მარინადით მინიმუმ 1 სმ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაფუჭდება.

კომბოსტოს მწნილისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება: მსუყე წვნიანები, ვიტამინიზირებული სალათები, ღვეზელები, და კომბოსტოს ორიგინალური ოლადები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს