შეიძლება თუ არა, ეგოისტი ვუწოდოთ ბავშვს, რომელიც ძალიან ბევრ საჭმელს ჭამს.

67

ზომიერად გამოხატული ეგოიზმი არავის აზიანებს და აწუხებს. მშობლები ხშირად ჩივიან თავიანთი შვილების ეგოიზმზე, არადა ბავშვები მაგალითს პირველ რიგში, მშობლებისგან იღებენ. ჩემი ახლობელი პედაგოგი მიყვებოდა ამბავს თავის თანამშრომელზე, რამაც ძალია აღმაშფოთა…

ადამიანის ეგოიზმი

ლია სკოლაში დიდი ხანია მუშაობს და ცდილობს არ ჩაერიოს ხოლმე არავის საქმეში, მაგრამ ერთხელ, უნებლიედ უცნაურ საუბარს შეესწრო. თანამშრომელი ჯერ ხმამაღლა ელაპარაკებოდა შვილს, ხოლო შემდეგ ყვირილი დაუწყო. ეჩხუბებოდა რაღაც კატლეტებზე, იმაზე, რომ არავისზე არ ფიქროს და ზრუნავს.რას ეხებოდა საქმე? თურმე, დედამ დაუტოვა ორ ქალიშვილს მაკარონი და კატლეტი. უმცროსი გოგონა სახლში უფრო ადრე დაბრუნდა, შეჭამა ყველა კატლეტი და დატოვა მხოლოდ მაკარონი. არადა, კატლეტი სულ ოთხი ცალი იყო. დედამ ოჯახის ყველა წევრისთვის თითო ცალი გაითვალისწინა.ამ თანამშრომლის ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო. ქმარს თავისი ბიზნესი ჰქონდა, უფროსი ქალიშვილი უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო უმცროსი მეხუთე კლასში დადიოდა. დედა კი ისე უყვიროდა, თითქოს გოგონამ ნამდვილი დანაშაული ჩაიდინა, მითუმეტეს, საქმე არ ეხებოდა ისეთ ოჯახს, ვისაც საჭმლის ფული არ ჰქონდა.შეიძლება დედა რაღაცაში მართალი იყო, მაგრამ ხომ შეეძლო შვილისთვის უბრალოდ აეხსნა, რომ საჭმელი ყველასთვის იყო და თანაბრად უნდა გაენაწილებინათ.ვთვლი, რომ ოჯახის პრობლემები ოჯახშივე უნდა მოგვარდეს მშვიდად. თუმცა, ზოგიერთ ოჯახში ისეთი ტენდენციაა, რომ მხოლოდ ყვირილით უნდა გაკეთდეს საქმე. არადა ჩხუბით და ხმამაღალი საუბრით ბავშვი ვერ მიხვდება რა დააშავა, ის განაწყენდება და გულჩათხრობილი გახდება.

რედაქციისგან: საჭიროა ბავშვობიდან გამოუმუშავოთ შვილებს პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე. ბავშვები შეცდომებს უნებლიედ ჩადიან. მათ არ ესმით რომ ცუდს აკეთებენ. ზემოთ მოყვანილ სიტუაციაში კი დედის საქციელი უფრო გაუგებარია. როგორ შეიძლება ეყოს 4 ცალი კატლეტი და მაკარონი 4 ადამიანს? თუ ბავშვი მშიერი იყო და არ სურდა მაკარონის ჭამა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მან სწორედ ის შეჭამა და იმდენი, რამდენიც ჭირდებოდა. მშობლის მოვალეობაა კვებონ შვილები ისე, როგორც საჭიროა.თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? სწორად მოიქცა დედა, როდესაც ყვირილით სცადა მცირეწლოვანი გოგონასთვის “შეცდომის” ახსნა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს