ფიჭვისა და ნაძვის გირჩები – წამალი მთელი ოჯახისთვის: მთელი წლის განმავლობაში არაფერი შეგაწუხებთ

0
21945

ყველასათვის კარგად ცნობილი ნაძვისა და ფიჭვის გირჩები ხალხურ მედიცინაში დიდი წარმატებით გამოიყენება. ფიჭვის ახალგაზრდა ნაყოფი შეიცავს ფისისებრ ნივთიერებებს, ტანინებს, ეთერზეთებს, ფლავანოიდებს, ვიტამინებს რკინას, სელენსა და მაგნიუმს.

სამკურნალო მიზნებით გამოიყენება ჯერ დაუმწიფებელი, მწვანე, გაუხსნელი გირჩები(დაახლ. 4სმ დიამეტრის). დამწიფების შემდეგ, გირჩების თესლები “ხევდება” პლასტიკური ნივთიერებების გადინების შედეგად. გირჩების ზოგიერთ რეცეპტში, მათი შეგროვების დროდ 30 მაისიდან 20 ივნისამდე პერიოდია მითითებული, ზუსტი თარიღი კი რეგიონის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

  • ჯერ კიდევ ძალიან პატარა, მწვანე გირჩებს შეუძლია თქვენი თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის გათვისუფლება კენჭებისგან. მოათავსეთ ნედლეული ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ იგი დაფაროს და ადუღეთ 5 წუთით. როცა ნახარში გაგრილდება, გადაწურეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობა 3 კვირის განმავლობაში უნდა გააგრძელოთ.
  • 15 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეგროვებული გირჩებისგან დამზადებული მურაბა შესანიშნავი საშუალებაა ხველისა და ბრონქიტის წინააღმდეგ. 50-60 გირჩს ემალირებულ ქვაბში დაასხით 2 ლ წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 2 საათით ნელ ცეცხლზე. ამის შემდეგ, ამოიღეთ გირჩები, ნახარში გააგრილეთ და დაუმატეთ 2 კგ შაქარი, ადუღეთ კიდევ 1.5 საათით. მზა მურაბა მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ს. კ. ოდენობით, ჭამამდე 10 წუთით ადრე, სრულ გამოჯანმეთელებამდე.
  • იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აძლიერებს ფიჭვის თაფლი. შეაგროვეთ 1 კგ მწიფე გირჩები, გაჭერით თითოეული მათგანი 4 ნაწილად, ჩაალაგეთ ემალირებულ ქვაბში და დაასხით 3 ლ წყალი. ხარშეთ ნელ ცეცხლზე, გირჩების დარბილებამდე, შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ ნახარშს 1 კგ შაქარი და აადუღეთ(არ ადუღოთ!). მზა თაფლი ჩაასხით ქილებში და სათითაოდ დაუმატეთ თითო მწიკვი ლიმონმჟავა.
  • ფიჭვის გირჩის მურაბის მოხმარებით, სისხლში გემოგლობინის დონეს აიმაღლებთ. 50 გ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ლ ცივი წყალი, აადუღეთ, ხარშეთ 20 წუთით ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ და გადაწურეთ. შემდეგ დაუმატეთ 500 გ შაქარი და აადუღეთ, ოღონდ არ ადუღოთ. შეინახეთ მზა მურაბა ბნელ, გრილ ადგილას, მიირთვით დღეში სამჯერ – 1 ჩ. კ., დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი.
  • თუ ხველას სისხლს აყოლებთ, ნაძვის 2 ს. კ. მწვანე გირჩები დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ს. კ. თაფლი, შემდეგ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, შეახვიეთ თბილად და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და მიიღეთ 4 ულუფად, ჭამამდე 1 საათით ადრე.
  • ასთმის მკურნალობას გირჩევთ ნაძვის თაფლით. გაზაფხულზე მოკრიფეთ 1.5 კგ გირჩები, გარეცხეთ, დაასხით 3 ლ წყალი და მოხარშეთ. თითოეულ ლიტრ ნახარშზე დაუმატეთ 1 კგ შაქარი, მოურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. 500 გ ღორის შიდა ქონისა და 2 ს. კ. კაკაოს შერევით, მიიღებთ მეორე მასას. მიიღეთ პირველიც და მეორეც, თითო ს. კ., დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, დააყოლეთ 1 ჭიქა თბილი წყალი. კვირაში ორჯერ(ოთხშაბათი, შაბათი) მიიღეთ რუსული აბაზანა. აბაზანაში ქვებს დაასხით ჟოლოს ფოთლების ნაყენი. დალიეთ ჟოლოს ცხელი ნახარშიც.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი