ვაშლის დესერტს ღუმელში არ ვაცხობ, ყველა ინგრედიენტს ერთმანეთში ვურევ და საყინულეში ვინახავ

0
65

ვაშლის დესერტს ღუმელში არ ვამზადებ, ყველა ინგრედიენტს ერთმანეთში ვურევ, ფორმებში ვანაწილებ, შემდეგ კი საყინულეში ვათავსებ. ამ ტკბილეულს ნამდვილად დააფასებენ ჯანსაღი კვების მომხრეები! დესერტი არ შეიცავს შაქარს და ფქვილს, სამაგიეროდ მდიდარია ვაშლით, ფინიკით, თხილითა და თაფლით.მოცემულ სტატიაში პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ამ სასარგბელო ტკბილეულის მომზადების რეცეპტს.

ვაშლის დესერტი ღუმელში

ინგრედიენტები

  • 200გ კურკებიანი ფინიკი
  • 200გ თხილი
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • 2ც. ვაშლი
  • 2 ს.კ ქიშმიში ან ხმელი შტოში
  • 1 ს.კ თაფლი
  • 0,5 ჩ.კ დარიჩინი

მომზადება:

  1. ფინიკი გარეცხეთ გამდინარე წყალში, გამოაცალეთ მათ კურკები და ორ ნაწილად გაყავით. ერთი მათგანი დესერტის ბაზისთვის დაგჭირდებათ, მეორეს კი, რომელიც გულსართისთვისაა განკუთვნილი, თბილი წყალი დაასხით.
  2. ბლენდერის თასში ჩაყარეთ ღუმელში წინასწარ მოხალული თხილი, დააქუცმაცეთ, ფინიკის დარჩენილი ნახევრის დამატების შემდეგ კი იგივე გაიმეორეთ. პროცესის გასამარტივებლად ბლენდერში ცოტაოდენი წყალი დაამატეთ.
  3. კექსებისთვის განკუთვნილ ფირმებს წაუსვით კარაქი, შემდეგ კი- ფინიკის პასტა. ხელით გაათანაბრეთ ცომი ფორმების ზედაპირებზე.
  4. გულსართის მოსამზადებლად ჯერ გადაღვარეთ წყალი ჭურჭლიდან, სადაც ფინიკი გაქვთ ჩამბალი. შემდეგ ჩაყარეთ ისინი ბლენდერში და დააქუცმაცეთ. ვაშლები გათალეთ და კუბიკებად დაჭერით, მათ მოასხით ლიმონის წვენი, რათა არ გამუქდეს. შემდეგ დაუმატეთ ქიშმიში, შტოში, დარიჩინი და თაფლი. ყველაფერს კარგად მოურიეთ.
  5. გულსართი განათავსეთ ფორმებზე, შემდეგ მათ შემოახვიეთ სტრეჩი და მოათავსეთ საყინულეში 2 საათი.
  6. ამ დესერტის მაცივარში შენახვა 2 თვემდე შეიძლება. კექსები საყინულიდან გამოიღეთ სუფრაზე გატანამდე 10 წუთით ადრე. გემრიელად მიირთვით!

რედაქციისგან: ღუმელში გამომცხვარი ვაშლის დესერტი, რა თქმა უნდა, უგემრიელესია, თუმცა ეს ტკბილეული უფრო მარტივად მზადდება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მაცივრიდან გამოიტანოთ და ისიამოვნოთ ამ არომატული, მადის აღმძვრელი, ზომიერად ტკბილი გემრიელობით.