ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ, რომ ყოველდღიურად უნდა გვეჭამა წვნიანები. მათ შემადგენლობაში მავნე ინგრედიენტებს ვერ შეხვდებით. ისინი საკმაოდ დაბალკალორიულია, რაც ერთ-ერთი მიზეზია წვნიანების ყოველდღიურ რაციონში შეტანისთვის. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ კრემ-სუპის, ლობიოსა და კომბოსტოს წვნიანების მომზადების რეცეპტს.ყველაზე მთავარია- არ მობრაწოთ ბოსტნეული ზეთში და არ მოხარშოთ ზემდეტად ცხიმიანი ბულიონი ღორის ხორცისგან. სხვა მხრივ, შეგიძლიათ სრულად ჩართოთ ფანტაზია.დიეტოლოგი ამბობს, რომ წვნიანის მცირე პორციითაც შეიძლება დანაყრება. ამასთან, მისი კალორიულობა 100გ-ზე 5-დან 40 კალორიამდე მერყეობს. კერძი ნოყიერი და სასარგებლო რომ გამოვიდეს, ამისათვის უნდა გამოიყენთ პარკოსნები, ბროკოლი, სოკოები, ქათმის ხორცი ან თევზი.
ბოსტნეულის კრემ-სუპი
ბროკოლი, ხახვი, ნიახური- დაბალკალორიული ბოსტნეულია, რომლებიც ხელს უწყობს წონაში კლებას. ბროკოლი სწრაფად ანაყრებს ადამიანს, რადგან შეიცავს დიდი რადენობით უხსნად ბოჭკოებს. ნიახურს კი აქვს უარყოფითი კალორიულობა, რადგან მის მოსანელებლად ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე პროდუქტისგან იღებს. კრემ-სუპის 350 მლ-იანი პორცია 160 კალორიას შეიცავს.
ინგრედიენტები:
- 600გ ბროკოლი
- 1 კონა ნიახური
- 2 კბილი ნიორი
- 1ს.კ ზეითუნის ზეთი
- 1ჩ.კ ოხრახუში
- 400მლ წყალი
- 0,5ჩ.კ მარილი
მომზადება
- ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, მობრაწეთ მასში დაჭრილი ხახვი და ნიახური.
- 4-6 წუთში დაამატეთ ტაფაზე ნიორი და ოხრახუში.
- გადაურიეთ ერთმანეთში ბოსტნეული და დაუმატეთ ბროკოლი.
- ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მასში ბოსტნეული. ისინი უნდა იყოს ოდნავ დარბილებული და არა ზედმეტად შემწვარი.
- დაელოდეთ წამოდუღებას და ხარშეთ წვნიანი კიდევ 8 წუთი. შემდეგ დააქუცმაცეთ იგი ბლენდერში, მოაყარეთ მარილი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!
ლობიოს წვნიანი – იმ ადამიანებს, რომელთა რაციონის განუყოფელი ნაწილია წვნიანი, აქვთ სხეულის მასის შედარებით დაბალი ინდექსი. დიდი ალბათობით, ეს იმიტომ ხდება, რომ კერძი ანაყრებს და ამცირებს დღიურ კალორიულობას. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ წვნიანები უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს. ცილოვანი კომპონენტი შეიძლება გახდეს ბარდა, ლობიო, სოიო, მუხუდო.ექიმმა მაიკლ გრეგერმა მოიფიქრა დიეტა, რომელიც პარკოსანთა წვნიანებზეა დაფუძნებული. მისი მოსზრებით, ადამიანმა დღეში ორჯერ მაინც მიირთვას ისინი, რაციონიდან კი გამორიცხოს თხილი, ნიგოზი და ხილის ჩირი. 100გ ლობიოს წვნიანი 20 კალორიას შეიცავს.
ინგრედიენტები:
- 500გ წითელი ლობიო
- 2ლ წყალი
- 1 თავი ხახვი
- 1ც. სტაფილო
- 5გ მარილი
- 1ც. პომიდორი
- 30გ ტომატის პასტა
- 1ს.კ მზესუმზირის ზეთი
მომზადების წესი:
- დაალბეთ ლობიო წყალში 12 საათით.
- გადაღვარეთ იგი და დაასხით ლობიოს 2ლ სუფთა წყალი, დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე.
- შემდეგ წვრილად დაჭერით ხახვი და სახეხელაზე გახეხეთ სტაფილო. პომიდორი წვრილ ნაჭრებად დაჭერით.
- ხახვი, სტაფილო, პომიდორი გადაიტანეთ ტაფაზე და დაუმატეთ 1ს.კ მზესუმზირის ზეთი. მსუბუქად მობრაწეთ ბოსტნეული 1-2 წუთის განმავლობაში.
- როცა ლობიო მზად იქნება, დაუმატეთ ბოსტნეული და ხარშეთ წვნიანი 5 წუთი.
კომბოსტოს წვნიანი – კომბოსტო შეგიძლიათ მიირთვათ დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მისგან მომზადებული წვნიანი მალე მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას და უარყოფით გავლენას არ მოახდენს თქვენს ფიგურაზე. 100გ შეიცავს 11 კალორიას.
ინგრედიენტები:
- 400გ კომბოსტო
- 1ც. სტაფილო
- 1 თავი ხახვი
- 1ც. პომიდორი
- 1ც. ბულგარული წიწაკა
- 30გ ნიახური
- 1,5ლ წყალი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, წვრილად დაჭერით კომბოსტო.
- დაჭერით და გახეხეთ სტაფილო, ხახვი პატარა კუბიკებად დააქუცმაცეთ.
- დაჭერით ნიახური, ბულგარული წიწაკა და პომიდვრები.
- კომბოსტო და სტაფილო ჩაყარეთ ადუღებულ წყალში. 7 წუთში დაუმატეთ დანარჩენი ბოსტნეული და ხარშეთ წვნიანი კიდევ 10 წუთი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოაყაროთ მწიკვი მარილი, თუმცა სჯობს ის კარით, წიწაკით ან ნივრით ჩაანაცვლოთ.
ნორმალური წონის ადამიანისთვის, რომელსაც საჭმლის მონელების პრობლემები არ აღენიშნება, არაა აუცილებელი წვნიანების მირთმევა. ისინი შეიცავს ბევრ სითხეს, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე.