მარტოხელა გოგონებისთვის ყურადღება მამაკაცისგან ძალიან სასიამოვნოა. ეს ახალი ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება მრავალი წელი გაგრძელდეს, მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ შენი მეგობარი ან კარგი ნაცნობი უცებ სხვანაირ ყურადღებას იჩენს? მითუმეტეს, თუ უკვე გყავთ საყვარელი მამაკაცი გვერდით?
ყურადღება მამაკაცისგან
ყოფილ თანაკლასელების შეხვედრა – ანასტასია შეკრებაზე კარგი განწყობით წავიდა. ყოფილი თანაკლასელები დიდი ხანია არ ჰყავდა ნანახი და ეგონა, რომ მათი ნახვა კარგ განწყობაზე დააყენებდა. ასეც მოხდა. საღამოს ყოფილმა თანაკლასელმა მამუკამ სახლამდე მიყვანა შესთავაზა.მანქანაში იხსენებდნენ წარსულს, ბავშვობას, სხვა თანაკლასელებს და მხიარულ ამბებს. მამუკამ თავისი სამსახურის შესახებაც უამბო, ანასტასიამ – თავის კარიერზე. სასიამოვნო საღამო გამოვიდა.
ახალი მეგობარი – რაღაც პერიოდის შემდეგ ანასტასია ისევ შეხვდა მამუკას და პარკში გაისეირნეს. ანასტასიამ თანაკლასელს მეგობრულად უყურებდა და არაფერი უეჭვია. მისი სინდისი სუფთა იყო.მამუკასთან ის კომფორტულად გრძნობდა თავს. საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე. მამაკაცი მუდამ საკუთარ თავზე ესაუბრებოდა. თვლიდა, რომ უაზრო ცხოვრება ჰქონდა, მარტოსული იყო და სურდა პარტნიორი ჰყოლოდა. თავიდან ანასტასიას ეგონა, რომ გულახდილი საუბარი იყო, მაგრამ ეჭვი შეეპარა.მამუკამ მოუხშირა მესიჯების წერას და ცდილობდა სადმე დაეპატიჟებინა. გოგონა თავაზიანად ეუბნებოდა უარს და ფიქრობდა, რომ მამუკა მარტოსული და ცოტა მომაბეზრებელი ადამიანი იყო.
მეგობარი და თაყვანისმცემელი
- – ის აშკარად შენს მოხიბვლას ცდილობს – უთხრა ერთხელ საქმრომ ანასტასიას. – მან იცის, რომ შენ დაკავებული ხარ? ანასტასია დაფიქრდა.
- – იცი რა, მას ეს არც უკითხავს და არც მე არ მითქვამს არაფერი.
- – ვფიქრობ, ჯობია ფეისბუკზე ოჯახური მდგომარეობის სტატუსი მიუთითო, რათა ყველამ იცოდეს შენი მდგომარეობა.
ანასტასიამ ბევრი იფიქრა, გააანალიზა, რომ მამუკა მართლაც სხვანაირად ექცეოდა. და რა უნდა ქნას ეხლა? ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა, თავიდანვე რომ გაერკვიათ თავიანთი მდგომარეობა და აქამდე არ მისულიყო საქმე, ნამდვილად არ უნდოდა მეგობრისთვის გული გაეტეხა. რა უცნაურია რომ ვერ შეამჩნია მამაკაცისგან სხვანაირი ყურადღება და რა კარგია, რომ საქმრო ამას ადეკვატურად ღებულობსერთ მარტივ კითხვას, როგორ შეუძლია გადაარჩინოს ადამიანი უამრავი უხერხულობისგან. თავს დამნაშავედ არ გრძნობდა მაგრამ იცოდა, რომ მომავალში სინანული შეაწუხებდა. აიღო ტელეფონი და დაწყო შეტყობინების წერა: ” გამარჯობა მინდა, რომ რაღაც აგიხსნა…”
დასკვნა: ღირს თუ არა თავიდანვე ჩავაყენოთ საქმის კურსში თანამოსაუბრე ჩვენი ოჯახური მდგომარეობის შესახებ. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.