იმისათვის, რომ 60 წლის ასაკში გამოვიყურებოდეთ როგორც 40 წლისები, არავის ცუდი არ უნდა ვუსურვოთ.

0
281

ფსიქოლოგიური ასაკი ხშირად არ ემთხვევა ციფრებს საბუთებში. ეს შეიმჩნევა ადამიანის ქცევაში, მსოფლმხედველობაში, გარეგნობაში. მიმოიხედეთ, ერთი ასაკის ადამიანი ზოგი ახალგაზრდულად გამოიყურება, ზოგი უფრო ასაკოვანს ჰგავს. მათ სხვადასხვა ბედი და მსოფლმხედველობა აქვთ. დღეს მოგიყვებით, როგორ შეინარჩუნოთ სულიერი ახალგაზრდობა და სილამაზე მრავალი წლის განმავლობაში.

ახალგაზრდობა სულში

ყველანი ვბერდებით, მაგრამ ამ პროცესის შენელება შესაძლებელია ჯანსაღი საკვებით, სპორტით, თავის მოვლით. აუცილებელია, იაზროვნოთ პოზიტიურად, არ იჯდეთ უსაქმოდ და არ ხარჯოთ ცხოვრება იმაზე, რაც სიხარულს არ მოგიტანთ.რატომ მოდის ქალებთან სიბერე უფრო გვიან? რატომ არის ზოგი ქალი 40 წლის ასაკში მოტეხილი, ხოლო მამაკაცი გაბადრული? ალბათ იმიტომ, რომ ქალები ყველაფერზე ნერვიულობენ, დარდობენ, ცდილობენ ბევრი საქმის კეთებას და მოსწრებას. მაგრამ არიან ისინიც, ვინც მყარად მიდის წინ და ერთი ნაბიჯითაც არ შორდება მიზანს.თუ ქალს აქვს საყვარელი საქმე, თუ ის მუდმივად მოქმედებაშია და კმაყოფილია იმით, რასაც აკეთებს, ის უფრო უკეთესი გახდება და ასაკი არ შეაშინებს. თუ ქალი უყვართ, ხშირად ეუბნებიან კომპლიმენტებს, თავად ქალსაც უყვარს თავისი თავი, არასოდეს დაბერდება. ასეთი ქალი ორჯერ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

სიყვარული – ქალს ყველა ფერი შეუძლია ამ ქვეყანაზე, მთავარია, საჭირო იყოს ვინმესთვის. იმის შეგრძნება, რომ უყვართ და ჭირდებათ, დიდ ენერგიას აძლევს მას. მამაკაცის ყურადღების გარეშე ის თითქოს ჭკნება, მოიწყენს და წონაში იმატებს. თუ ქალი უყვართ, აფასებენ და აგრძნობინებენ, რომ სჭირდებათ, ის პეპელასავით იფარფატებს, მიუხედავად იმისა, რომ 70 წელს არის მიღწეული. სიყვარული მუხტავს ადამიანს სიკეთით და სითბოთი, რომელიც სურს ახლობლებს გაუზიაროს და ის დაბერების საშუალებას არ აძლევს.

თანამედროვეობა – არასოდეს არ არის გვიანი ახლის შესწავლა. თანამედროვე ქალები კარგად ერკვევიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და ონლაინ მარათონებში და ტრენინგებშიც აქტიურად ერთვებიან. აინტერესებთ მოდა და არ ერიდებათ თამამი, ფერადი ჩასაცმელის მორგება.რაც შეეხება, გატაცებებს. ბევრს ერიდება თავისი გატაცების, ჰობის დემონსტრირება. არადა, სწორედ ეს არის ახალგაზრდობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა. გსურთ შეიღებოთ თმა მწვანე ან იისფერ ფერში? ან იქნებ სიმღერა და ცეკვა გინდათ? როდესაც ქალი ხვდება , რომ არაფერია შეუძლებელი, ის თავისუფალი ხდება და აძლევს თავისუფლებას სხვასც.

პოზიტიური ემოციები – გჯეროდეთ სიკეთის, მიიღოთ სამყარო ყველა თავისი სიკეთით და ნაკლით, მეტი გაიღიმოთ გულწრფელად – ეს ახალგაზრდობის ელექსირია. ჩვენს არაიდეალურ სამყაროში მოღუშულ და დაძაბულ ადამიანებს აჩუქეთ პოზიტივი, თუნდაც რამდენიმე წამი. ამ წამებისთვის ვცოცხლობთ ჩვენ. ამ დროს ვართ ყველაზე გულწრფელნი. ბრაზით, მოწყენილობით, საკუთარ ახალგაზრდობას ვამოკლებთ.სუსტი ნერვული სისტემა ძალიან მოსაფრთხილებელია. ის მოქმედებს განწყობაზე. ბევრი უსიამოვნების და პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი, . მთავარია, იპოვო ის, რაც აუცილებლად მოგიტანს ბედნიერებას და სიხარულს. ამის შემდეგ სახეზე ნაკლები ნაოჭი გექნებათ, ხოლო თავში ცუდი აზრები. იყავით ჯანმრთელად და მხნედ, ნუ შეგეშინდებათ ასაკის.