“არ ვიფქრობ, რომ თამრიკო- ბოროტი დედაა, თუმცა ამ სიტუაციამ ძლიერ ამაღელვა!”- გვიყვება ჩვენი მკითხველი. ამას წინათ იგი მომსწრე გახდა იმისა, თუ როგორ ეჩხუბებოდა მისი მეზობელი საკუტარ შვილებს. ქალი რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა და დახმარებას ითხოვს. როცა ისტორიას ბოლომდე წაიკითხავთ, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება.
ბოროტი დედა
“რამდენიმე დღის წინ მეზობლის სახლთან რომ ჩავდიოდი, უეცრად მრისხანე ყვირილის ხმა გავიგონე. თამრიკო საკმაოდ მეგობრული და სასიამოვნო ქალია, მას დიდი ხანია ვიცნობ. მახსოვს, ერთხელ მასთან სტუმრადაც ვიყავი. თამრიკო სამი შვილის დედაა: უფროსს ამას წინათ 6 წელის შეუსრულდა, უმცორი ქალიშვილები 5 და 3 წლისები არიან. მათი ოჯახი ჩემთვის ყოველთვის სანიმუშო იყო.ვფიქრობ, რომ ჩემი მეზობელი არაა ბოროტი მშობელი, თუმცა ამ სიტუაციამ ძალიან ამაფორიაქა. ყვირილის გაგონებისთანავე სახლს მივუახლოვდი, თავიდან მეგონა, რომ თამრიკო ქმარს ეჩხუბებოდა. ხომ იცით, როგორც ხდება: ფიქრობ, რომ ოჯახი იდეალურია, საქმე საქმეზე რომ მიდგება კი აღმოაჩენ, რომ თურმე ცოლი მეუღლის დამცირებებს ითმენს. თამრიკო თავის შვილებს უკიოდა:”როგორ მომაბეზრეთ ყველამ თავი! რა გინდა, გშია? ხოდა მამაშენთან წადი, დაე, მან გაჭამოს! ახლახანს ხომ ცხვირი ამიბზუე, ხოდა საღამომდე მშიერი დარჩები!”ძალიან შემეცოდა ის უბედური ბავშვი. სახლში წასვლა მინდოდა, თუმცა თამრიკო არ ჩერდებოდა:” შენ რაღა გინდა? საკუთარ თავს შეხედე, ეს კაბა ხომ დღეს ჩაგაცვი! ბავშვი კი არა, ღორი ხარ!”
მორალური არჩევანი – შემდეგ გაისმა უცენზურო ლექსიკა, დაველოდე, ვიდრე ხმაური ჩაწყნარდებოდა და შემდეგ სახლში წავედი. ძალიან ავღელდი, გულში ვფიქრობდი, თამრიკო ბავშვებს ხომ არ სცემდა. განრისებულმა ადამიანმა შეიძლება თავი ვერ მოთოკოს…ვიცი, რომ დედობას ყოველთვის როდი მოაქვს ბედნიერება და სიხარული. ნებისმიერი მშობელი შეიძლება გადაიწვას, თუმცა ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ქალმა საკუთარ შვილებს შეურაცჰყოფა მიაყენოს. ისინი ხომ ჯერ კიდევ ძალიან პატარები არიან!ახლა ჩემს გულში ორი გრძნობა ებრძვის ერთმანეთს. ერთი მხრივ, ვშიშობ ამ ბავშვებზე და აქვს თუ არა აზრი შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. ხომ შეიძლება ეს სიტუაცია უფრო დამძიმდეს? მეორე მხრივ, მინდა თამრიკოს მდგომარეობაში შევიდე, ყველას გვაქვს ცხოვრებაში ცუდი დღეები.მირჩიეთ, რა გავაკეთო? ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდით? შესაძლოა, სხვის საქმეში ჩარევა არ ღირდეს, თუმცა როგორ გავჩუმდე, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ?”
რედაქციისგან: ჩვენი მკითხველი უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა, მისი მოსაზრებები სავსებით გასაგებია, თუმცა ასევე შესანიშნავი გამოთქმაც გვახსენდება:”ინიციატივა დასჯადია”. მიგვაჩნია, რომ თუ ქალი მეურვეობის ორგანოში დარეკავს, ამით ოჯახს მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოუტანს.ჩვენი აზრით, პირველ რიგში იგი თამრიკოს მეუღლეს უნდა დაელაპარაკოს და მომხდარი მოუთხროს. საინტერესოა, თქვენ როგორ მოიქცეოდით მთავარი გმირის ადგილზე?