ცუდ ურთიერთობებს ყოველთვის მოაქვს ემოციური იმედგაცრუება. არადა რთულია ამოიცნო უცოდველი სახის მიღმა ეშმაკური გეგმები და ჩანაფიქრი. მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოვისმინოთ ფსიქოლოგის რჩევები და ვისწავლოთ მანიპულაციის ამოცნობა.
რთული ურთიერთობები
ადამიანში მატყუარას ამოცნობა საკმაოდ რთულია. შეყვარებული ტვინი უარს ამბობს იმ ფაქტის მიღებაზე, რომ მეორე ნახევარი თეთრი და ფუმფულა არ არის. რამ შეიძლება გააფუჭოს ორი ადამიანის ჯანსაღი და ნორმალური ურთიერთობა?მუდმივი საყვედურები ცუდად ისახება წყვილის ურთიერთობაზე. სპეციალისტები თვლიან, რომ უკმაყოფილების გამოხატვა აუცილებელია, მაგრამ სწორად და ტაქტიანად. სხვებთან განხილვა ურთიერთობის არასწორია, რადგან წყვილი შეიძლება შერიგდეს და დაივიწყოს, სხვებს კი მუდამ ემახსოვრებათ მათი პრობლემები.
ცრემლიანი თვალები – ზოგიერთი ქალბატონი ფიქრობს, რომ ცრემლების დახმარებით შეძლებენ მამაკაცის მართვას. პირველ ხანებში შეიძლება მართლაც გამოუვიდეს, მაგრამ დიდხანს ეს არ გაგრძელდება. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ქალს ჭირდება მამაკაცი დამცველად და იმედად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად იქვითინოს და სპექტაკლები დადგას.პროფესიონალები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი პრობლემა ადამიანებში მათი შინაგანი შიშების და განცდების ანარეკლია და ჯობია დამუშავდეს ფსიქოლოგთან. დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: მოექეცით ადამიანს ისე, როგორ გსურთ თქვენ მოგექცნენ.
რთული არჩევანი – სრულიად უსარგებლო და გამაღიზიანებელია მამაკაცებისთვის კატეგორიული ულტიმატუმები. ერთი პიროვნება იხსენებს: “ცოლს გავშორდი, რადგან მუდმივად თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობდა. ერთხელ ულტიმატუმი წამომიყენა, სადაც მომიწია არჩევანის გაკეთება მასსა და ჩემს საყვარელ ჰობის შორის.რა უნდა მექნა, ავირჩიე ცოლი. ჩემი გადაწყვეტილება მის თვალში სიყვარულის გამოხატულება იყო. მაგრამ მანიპულაციები გრძელდებოდა და საბოლოოდ ვეღარ ავიტანე, გადავწყვიტე განქორწინება. თავს საყვარელ ადამიანად კი არა, ნივთად ვგრძნობდი.”
რთული ურთიერთობები მერკანტილურ არსებასთან – წყვილის ფინანსურ ურთიერთობებზე უამრავი რამის დაწერა შეიძლება. კარგი იქნებოდა, თავიდანვე წესდებოდეს მათი ფინანსური საზღვრები. მაგალითად, თუ გოგონა წინააღმდეგია, რომ მის მაგივრად იხდიდნენ კაფეში ან რესტორანში, თავიდანვე უნდა ითქვას. მამაკაცები არ არიან წინააღმდეგნიც თანაბარ და ადეკვატურ განაწილებაზე ფულადი რესურსების, მაგრამ მეწველი ძროხის როლში ყოფნა არავის მოსწონს.ამას ემატება სხვადასხვა მანიპულაცია, რომელიც აიძულებს მამაკაცს იმის კეთებას, რაც არ სურს. ხშირად ეს მანიპულაცია არის იგნორირება. თუ ეს სისტემატიურად ხდება და რაიმე სარგებლის მიღების მიზნით, წყვილმა თავის ურთიერთობას კარგად უნდა გადახედოს.ნუ იჩქარებთ ყველაფერში პარტნიორის დადანაშაულებას. აჯობებს, გაერკვეთ მანიპულაციების მიზეზებში და სცადოთ მისი აღმოფხვრა. კარგი იქნება ფსიქოლოგის ჩართვა. დაძაბული გარემო აცლის ადამიანს სასიცოცხლო ენერგიას, ამიტომ უარს ნუ იტყვით სპეციალისტების და ახლობლების დახმარებაზე.