ქმარი შეფ-მზარეულად მუშაობს, მუდმივად აფასებს ჩემს მომზადებულ კერძებს და მარცხვენს ნათესავებთან.

329

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მკაცრი კრიტიკა მოეწონება, მითუმეტეს, თუ საქმე საყვარელ ადამიანს ეხება, რომელიც შენს კულინარიულ შესაძლებლობებს აკრიტიკებს. ქალის გულის ტკენა ადვილია და როცა ამას ქმარი აკეთებს, წყენა კიდევ უფრო ღრმავდება.პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. ის თვლის, რომ ქმარმა ნათესავებთან შეარცხვინა. რა მოხდა და რატომ წაიჩხუბნენ ისინი წაიკითხეთ ქვემოთ.

მძაფრი კრიტიკა

ჩემი ქმარი შეფ-მზარეულია. ის მუშაობს პრესტიჟულ რესტორანში, კოლეგები დიდ პატივს სცემენ, ხოლო სტუმრები აღმერთებენ. ყოველთვის ვიცოდი, რომ მის დონემდე ვერ მივიდოდი და ვერ მოვამზადებდი მსგავს საჭმელს, მაგრამ სულ ვცდილობ დავხვეწო უნარები.ზოგჯერ სანდრო მეხმარება, მასწავლის თავის წესებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისნაირი პროფესიონალი რომ გავხდე. ქმარი მაშინვე ხვდება რა და როგორ ჭირდება საჭმელს, მე კი უბრალოდ, ვიქექები რეცეპტებში და მივყვები წესებს.გასულ კვირას სტუმრად ბევრი ნათესავები მოვიდნენ. აღვნიშნავდით ჩვენს იუბილეს. მთელი დღე ქურასთან ვტრიალებდი, რათა ოჯახური ვახშამი მომემზადებინა. სანდრო მუშაობდა და ვერ დამეხმარა.როდესაც მაგიდას მივუსხედით, სტუმრები გემრიელად შეექცეოდნენ საჭმელს. ჩემი ქმარი კი იმის მაგივრად, რომ შევექე, მთელს ნათესავებში შემარცხვინა. დაიწყო ყველა კერძის შეფასება 10 ქულიანი სისტემით.ის ჭამდა და კომენტარებს აკეთებდ არომატზე, გემოზე. მაგალითად, არ მოეწონა ლაზანიას სოუსი: “ძვირფასო, შემდეგში შეეცადე უფრო სქელი გააკეთო.” და ასე გაგრძელდა, სანამ ყველა არ გასინჯა. მზად ვიყავი მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე.”

 ჩხუბი ქმართან – მადლობა ნათესავებს, რომ სანდროს სიტყვებს არ აყვნენ, თორემ სულ გავგიჟდებოდი. როდესაც სტუმრები წავიდნენ, ქმარს ყველაფერი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. პასუხად კი მოვისმინე: “შენ ვახშამი მოამზადე სტუმრებისთვის. თუ ჩემი სტუმრები რესტორანში რამე კომენტარს აკეთებენ საჭმელზე, მე მას ვითვალისწინებ!”ამ სიტყვებმა საბოლოოდ გამომიყვანა მდგომარეობიდან: “შენ ჩემი ქმარი ხარ და არა სტუმარი! და მძაფრი კრიტიკა შენგან მწყინს! მინდა, რომ სახლში ჩვეულებრივად მოიქცე და არ მაკრიტიკო ნათესავების თანდასწრებით!და რა მოხდა იცით? ჩემი ქმარი იქეთ განაწყენდა, თან ძალიან, სახლიდან წავიდა და დედასთან დარჩა! მითხრა, რომ დავაკნინე მისი შესაძლებლობები და პოტენციალი…ეხლაც არ ველაპარაკებით ერთმანეთს. ქმარი თვლის, რომ ბოდიში უნდა მოვუხადო, საკუთარ დანაშაულს კი არ აღიარებს. არ მესმის, როგორ გავაგებინო, რომ არ არის მართალი. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?”

რედაქციისგან: როგორც ჩანს, ალექსანდრე პერფექციონისტია, რაც თავის საქმეში კარგად ადგება. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ბევრს სთხოვს, სხვის მიმართაც მომთხოვნია. ასე, რომ მძაფრი კრიტიკა მისგან მოსალოდნელია.პრობლემა სხვა რამეშია: ის საერთოდ არ ცდილობს ცოლს გაუგოს და პირიქით, იქეთ ადანაშაულებს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მზად ასეთ საქციელს ზრდასრული მამაკაცის ქცევა ვუწოდოთ.დამეთანხმებით, დაგემოვნება შეიძლებოდა კრიტიკის გარეშეც ყოფილიყო და არ შეეფასებინა ცოლის კერძები. პირველ რიგში, მან სთხოვა ქმარს არ გაეკეთებინა ეს, მითუმეტეს, დამსწრეების თვალწინ. ეს ძალიან უტაქტო საქციელია.საინტერესოა, როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს