ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მოუტანს გულუხვი ნოემბერი ოქროს ტომარას

0
3290

“არ მისცეთ სხვებს საკუთარი ცხოვრების მართვის უფლება, აკონტროლეთ ყველაფერი!”- ურჩევს ანჟელა პერლი ზოდიაქოს ბევრ ნიშანს. 2021 წლის ნოემბრის ტარო-პროგნოზი გულუხვად გიბოძებთ სიურპრიზებსა და ცვლილებებს. განსაკუთრებით გაუმართლებთ მშვილდოსნებსა და მორიელებს!მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მოგითხრობთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უწყალობებს ფორტუნა ნოემბერში!

2021 წლის ტარო პროგნოზი

  • ვერძი – აუცილებლად შეიტანეთ დასვენება თქვენი ცხოვრების განრიგში! ბუნებაში გასვლაც შეგიცვლით თვითგანწყობას უკეთესობისკენ. ნოემბერში ვერძებმა არ უნდა იჩქარონ. დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, ყველაფერი თავისთვის დალაგდება. შესაძლოა, კარიერულ კიბეზე დაწინაურდეთ და პრემიაც კი მიიღოთ. ფული ყველაფერზე გეყოფათ, ბიზნესი კარგ შემოსავალს მოგიტანთ.
  • კურო – ნოემბერში ერიდეთ არასასურველ კონფლიქტებს. ხანმოკლე მოგზაურობა დაგეხმარებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის განმტკიცებაში. შესაძლოა, სხვა ქვეყანაშიც კი გადახვიდეთ საცხოვრებლად. სჯობს ახლავე განიტვირთოთ, ნუ გადადებთ მომენტს იქამდე, ვიდრე თავს ცუდად არ იგრძნობთ.
  • ტყუპები – ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი იგრძნობს სიმსუბუქეს 2021 წლის ნოემბერში. თითქოს წარსულის მარწუხებისგან გათავისუფლდებით, ასევე ეს კარგი პერიოდია ფინანსური ზრდისთვის. თვის დასაწყისში შეგიძლიათ აიღოთ სესხი, მის დასაფარად ფული უსათუოდ გეყოფათ. იმისათვის, რომ იღბალი თქვენი თანმდევი იყოს ყველა საქმეში, გათავისუფლდით ზედმეტი შიშებისა და ეჭვებისგან. წინ იარეთ და უკან არ მოიხედოთ.
  • კირჩხიბი – დოკუმენტები, შეტყობინებები, ახალი ურთიერთობები- ეს ელოდება კირჩხიბს ნოემბერში. მოვლენები სწრაფად განვითარდება. ფინანსური კუთხით არაფერზე იღელვოთ. კარგი იქნება, თუ თქვენთვის საჭირო სფეროს დაეუფლებით და აიმაღლებთ კვალიფიკაციას.
  • ლომი – ნოემბერში ლომებს სასიყვარულო სფეროსა და ბავშვებთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ელოდებათ. სასკეთო იქნება მათთვის სადმე დასასვენებლად გამგზავრება. ფული და ენერგია ყველა ჩანაფიქრის განსხორციელებლად ეყოფათ. ნოემბერში მათ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და მოქმედება მართებთ. ნოემბერი ასევე შეიძლება მეგობრებთან კონფლიქტების მომტანი იყოს.
  • ქალწული – ნოემბრში ქალწულები ცხოვრების კარდინალურად შეცვლას მოინდომებენ. ბევრი მათგანი ამ პერიოდში დაოჯახდება. იმისათვის, რომ თვითგანწყობამ არ გიმტყუნოთ, არ დაგავიწყდეთ დასვენება და სწორი კვება. თვის ბოლოს პირად ცხოვრებაში გამარჯვებები და სამსახურში წარმატებები გელით!
  • სასწორი – სასწორებისთვის უმთავრესი მიზანი გახდება ფინანსური კეთილდღეობის დამყარება და შემოსავლების გაზრდა. მათ გაუჩნდსასწორებისთვის ბევრ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.
  • მორიელი – “არ აჩქარდეთ, აიღეთ პაუზა და დაისვენეთ!”- ურჩევენ ტაროს კარტები მორიელს. მასაჟები, სპა-პროცედურები და სპორტული აქტივობები დადებითად აისახება მათ განწყობაზე. პირადი ურთიერთობების სფეროში მორიელებს საკმაოდ საინტერესო ცვლილებები ელოდებათ.
  • მშვილდოსანი – ვარდისფერი სათვალეები ნოემბერში გატყდება. ბევრი მშვილდოსანი სამყაროს სხვა თვალით დაინახავს. მათ ცნობიერებაში მოხდება ფასეულობებისა და პრიორიტეტების გადაფასება. ახლებური აზროვნება მშვილდოსნების ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. შესაძლოა, მათ ახალ სახლში მოუხდეთ საცხოვრებლად გადასვლა.
  • თხის რქა – ნოემბერში თხის რქას მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს. არ იჩქაროთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები სასიამოვნო და საინტერესო ადამიანებს გაიცნობენ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეგექმნებათ.
  • მერწყული – “ცვლილებების დრო დადგა. თუ რაიმე იდეა გაქვთ, არც დაეჭვდეთ- გადადგით პირველი ნაბიჯი, ყველაფერი გამოგივათ!”- ამბობს ანჟელა პერლი. ამ ნიშნის მარტოსული წარმომადგენლები შეიძლება გახდნენ სასიყვარულო სამკუთხედის ნაწილი, ამასთან, სწორედ თქვენ მოგიწევთ აირჩიოთ, თუ რომელ კანდიდატთან აპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას.
  • თევზები – ადრე დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანთ და ამით ნათელი მომავლის კარს შეაღებთ. ნოემბერში საზღვრების დაწესება და საკუთარი ოჯახის დაცვა მოგიწევთ. ფინანსური კუთხით წარმატებები გელით. შესაძლოა, მეგობრებმა საინტერესო ადამიანი გაგაცნონ!

რედაქციის რჩევა: როგორ მოგეწონათ 2021 წლის ნოემმბრის ტარო-პროგნოზი?