არ აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ თუ ღარიბი – პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყო. ამ სტატიის გმირმა, რომელსაც ჯიბეში ერთი თეთრიც კი არ ეგდო, გვაჩვენა თავდაუზოგავობისა და წესიერების მაგალითი.
20 წლის დეიზი ოუენმა თავისი ჩანთა დაკარგა ბოლტონში, დიდ ბრიტანეთში სეირნობისას. ეს ჩანთა მისთვის ძალიან ძვირფასი იყო, რამდენადაც მასში დოკუმენტები, ტელეფონი და საკმაოდ დიდი რაოდენობით ფული ჰქონდა.
დეიზი უკვე შეეგუა დანაკარგს, რადგან დაკარგულ ნივთებს ქუჩაში მალევე ვიღაც პოულობს. თუმცა, მან არ იცოდა, რომ მისი ჩანთა ვინმე პოლ კალდერბანკს, უსახლკარო მამაკაცს, ჰქონდა და იგი უკვე ორი დღის განმავლობაში ცდილობდა პატრონის პოვნას.
პოლი დაუღლელად ეძებდა ჩანთის მფლობელის, ეკითხებოდა გამვლელებს, წერდა სპეციალურ წერილებსაც კი, რათა პოლიციას იგი ქურდობაში არ დაედანაშაულებინა.
-“საფულეში ფული იდო, მე ერთი თეთრიც არ ამიღია.” – პოლის თქმით, მას არც კი უფიქრია სხვისი საკუთრების მითვისებაზე.
უამრავი მცდელობის შემდეგ, პოლმა გადაწყვიტა, მასთან სახლში მისულიყო და გადაეცა ჩანთა, თუმცა, ბოლო მომენტში, იგი შეხვდა დეიზის ნაცნობს, რომელმაც გოგონას ფეისბუქზე მიწერა და ამ ორისთვის შეხვედრა მოაწყო.
-“მე სამართლიანი ადამიანი ვარ. უკვე 4 წელია, ქუჩაში ვცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში, არავინ მომიტყუებია, სხვისი არაფერი ამიღია. ასობით ადამიანის გამოკითხვა მომიხდა ჩანთის მეპატრონის საპოვნელად,” – გვიყვება პოლი.
-“უკვე მასთან, სახლში, ვაპირებდი მისვლას და ჩანთის ამ გზით დაბრუნებას, თუმცა შევძელი მისი ნაცნობების პოვნა, რომლებმაც მას აცნობეს, სად შეეძლო თავისი ჩანთის აღება.”
მამაკაცის საქციელმა დეიზი შოკში ჩააგდო. პოლი, რომელსაც ერთი თეთრიც კი არ ეგდო ჯიბეში, ადგილს ვერ პოულობდა, სანამ ნივთები მფლობელს არ დაუბრუნა. მან ფულსაც კი არ ახლო ხელი, რამაც გოგონა ძალიან გააკვირვა
ამ კეთილშობილური საქციელისთვის მადლობის გადასახდელად. დეიზიმ წამოიწყო ონლაინ-კამპანია უსახლკაროსთვის საცხოვრებლისა და საჭირო ნივთებისთვის, რათა პოლს შეძლებოდა მშვიდად, შიმშილის გარეშე, ეპოვა სამსახური და დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას.
ადამიანებმა, რომლებიც ამ ისტორიით მოიხიბლნენ, მაშინვე გადაწყვიტეს დეიზის დახმარება კეთილ საქმეში. ინტერნეტ-მომხმარებლების ერთობლივი ძალებით, 5 ათასზე მეტი დოლარი შეგროვდა.
დეიზიმ ჰკითხა პოლს, თუ როგორ გადაანაწილებდა ამ თანხას. უსახლკარო მამაკაცმა თქვა, რომ ბინას დაიქირავებდა და ფულს დეპოზიტზე დადებდა.
-“კარგი ადამიანები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ. ამისთვისაც არსებობს სიკეთე – ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ, ადამიანობა სწორედ ასე ვლინდება.” – ამბობს დეიზი, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა უსახლკაროსთვის სახლის პოვნა.
თქვენ რას ფიქრობთ პოლის საქციელზე?