მცხვენია ჩემი შვილის მაგივრად, რომელიც ოჯახური საზეიმო სუფრიდან გარბის და არ უსმენს უფროსებს.

0
162

ბავშვები უფროსების სუფრაზე თავს არაკომფორტულად გრძნობენ. გასაკვირი არ არის, რომ მალე ბეზრდებათ იქ ყოფნა და სუფრიდან ადგომა სურთ. ზოგი მშობელი ცდილობს მიაჩვიოს ბავშვი სუფრასთან ჯდომა, ზოგი კი უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

ბავშვები სუფრასთან

იმისათვის, რომ ბავშვს შეუყვარდეს ოჯახურ სუფრასთან ჯდომა, უნდა იმუშაოთ ამაზე. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამისთვის პირველ რიგში ყურადღებაა საჭირო ბავშვის მიმართ.უმეტესად დიდ სუფრებზე საუბრობენ იმ თემებზე, რაც პატარებს საერთოდ არ ესმით. ისინი მოიწყენენ და წასვლა უნდათ. რა უნდა ქნათ, გაუშვათ საბავშვო ოთახში და მის გარეშე განაგრძოთ მხიარულება?ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ასეთი შემთხვევების დაგეგმვა ადრევე უნდა დაიწყოთ. კარგი იქნება, სხვა ბავშვებიც თუ იქნებიან და გააკეთებთ ცალკე მაგიდას მათთვის. ასე ისინი აღარ მოიწყენენ.თუ საქმე ეხება ნათესავებს, საჭიროა ყველას მიაქციოთ ყურადღება. უნდა ესაუბროთ მისთვის საინტერესო თემებზე, მისცეთ აზრის გამოთქმის საშუალება, დააინტერესოთ უფროსებთან ურთიერთობით. ასე ისინი მიეჩვევიან ოჯახურ ფასეულობებს.

წესები სტუმრებისთვის – როდესაც ბავშვები სუფრაზე უფროსებთან ერთად სხედან, უფროსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გვერდით პატარები არიან. არ გააგრძელონ სუფრა გვიანამდე და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ მათ მიმართ.თუ ბავშვი ძალიან პატარაა, ხომ არ ჯობია სახლში დატოვოთ მშობლებთან? საეჭვოა, მისთვის საინტერესო იყოს უცნობი ადამიანების საზოგადოებაში ყოფნა.იმისათვის, რომ ბავშვი ოჯახური შეკრების ნაწილი გახდეს, უნდა გააცნოთ მომზადებული კერძები, მისცეთ საშუალება გაასუფთავოს ბოსტნეული სალათისთვის, მორთოს ნაძვის ხე… შემდეგ მასთან საუბრის თემა სუფრაზე თავად გაჩნდება. შეგიძლიათ შეაქოთ დახმარებისთვის, მონდომებისთვის.გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა. გსიამოვნებდათ უფროსებთან ერთად სუფრასთან ჯდომა? თუ ბავშვს სურვილი აქვს ადგეს და ითამაშოს, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია საკუთარი თავი გაართოს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.