თუ შევჭამთ ჯანჯაფილის და ლიმონის ნარევს ყოველ დღე, რა მოხდება ამის შემდეგ

303

დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოამზადოთ ჯანჯაფილი ლიმონით გაციების პროფილატიკისთვის. გემრიელი და სასარგებლო ნარევი შედგება მხოლოდ სამი კომპონენტისგან და საკმაოდ პოპულარულია ხალხში. ტყუილად არ უწოდებენ მას ვიტამინების ბომბს, რომელიც ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონაში კლებას.

როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილი ლიმნით

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ თაფლი
  • 2 საშუალო ზომის ლიმონი
  • 60 გრ. ჯანჯაფილი

მომზადების წესი:

  1. 1 . გადაავლეთ ლიმონს მდუღარე წყალი და ჩააწყვეთ თბილ წყალში.
  2. 2 . დაჭერით ლიმონი კანიანად საშუალო ნაჭრებად. აუცილებლად მოაშორეთ კურკები, რადგან მწარე გემოს მისცემს.
  3. 3 . გაფცქვენით ჯანჯაფილი.
  4. 4 . დააქუცმაცეთ ლიმონი და ჯანჯაფილი ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში.
  5. 5 . გაადნეთ თაფლი ორთქლის აბაზანაზე. არ გააცხელოთ ძალიან, რომ არ დაკარგოს სასრგებლო თვისებები.
  6. 6 . დაუმატეთ ლიმონი და ჯანჯაფილი გამდნარ თაფლში.
  7. 7 . აურიეთ ყველაფერი კარგად, ან დააბლენდერეთ.
  8. 8 . ჩაასხით მიღებული მასა სუფთა ქილებში და შეინახეთ მაცივარში. მოცემული ინგრედიენტებით გამოდის ნახევარი ლიტრი. ინახებ დაახლოებით 6 თვე.
  9. 9 . ეს ნარევი შეგიძლიათ დაუმატოთ თბილ ჩაიში ან მიირთვათ დღეში 1 ს/კ პროფილაქტიკისთვის. ის ძალიან კარგია ხორცის დასამარინადებლად.

გემრიელად მიირთვით! მარილიანი ნიორი და ლიმონი ზეთისხილით ცოტა უჩვეულოდ ჟღერს. სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში ეს პიკანტური ნარევი კულინარიული ტრადიციაა. ის შეიძლება დაუმატოთ სალათებში, უხდება ხორცს და თევზს. ამას გარდა, სანელებლებით გაჯერებული ლიმონის ცედრა გამოიყენება სოუსებში, ხოლო არომატული ზეთი ქილიდან – სალათებზე მოსასხმელად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს