1997 წელს, კენი და ბობი მაკოგები მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბობიმ თავის ქმარს ერთბაშად 7 შვილი აჩუქა. აიოველი წყვილისა და სამედიცინო სენსაციის შესახებ ყველა მედია-საშუალება იუწყებოდა.
ექიმები ფიქრობდნენ, რომ ყველა ტყუპისცალი ვერ გადარჩებოდა, თუმცა მშობლები მათ პესიმიზმს უგულებელყოფდნენ.
კენისა და ბობის გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბავშვების ბედნიერი მომავლისთვის ყველაფერი გაეკეთებინათ. დღეს, 7 ტყუპის დაბადებიდან 21 წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მაკოგებს ყველაფერი გამოუვიდათ.
ამერიკელი წყვილი ამბობს, რომ ყოველთვის ოცნებობდნენ ბევრ შვილზე. ქალი დაქორწინებიდან მალევე დაფეხმძიმდა.
წყვილის პირველი შვილი, პატარა მიკეილა, 1996 წლის 3 იანვარს გაჩნდა. თუმცა, შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ ბობი შვილის გაჩენას ვეღარ შეძლებდა. პრობლემის გადასაწყვეტად, ქალს უნაყოფობის სამკურნალო წამალი გამოუწერეს.
1997 წლის ბოლოსთვის, ბობი ისევ დაფეხმძიმდა. თუმცა, წყვილის სიხარული მალევე გადაიზარდა შფოთვაში.
ქალის მუცელი საჰაერო ბურთივით იბერებოდა, ფეხმძიმობის მეორე ნახევარში კი ბობი საწოლიდან საერთოდ ვეღარ დგებოდა. იმ მომენტისთვის, წყვილმა უკვე იცოდა, რომ 7 შვილს ელოდებოდა.
ექიმებმა წყვილს შესთავაზეს არჩევითი აბორტი – იმ ემბრიონების მოშორება, რომლებიც დანარჩენებს განვითარებითა და წონით ჩამორჩებოდნენ. თუმცა, მაკოგებმა უარი თქვეს ამ შემოთავაზებაზე.
–“ღმერთმა რთული მისია დაგვაკისრა.” – ამტკიცებდა ბობი. მისი მტკიცე გადაწყვეტილება ამაო არ ყოფილა – შვიდივე ბავშვი ცოცხალი დაიბადა!
მაკოგის ტყუპები დროზე ადრე, საკეისრო კვეთით გაჩნდნენ, რადგან ბობი ვერ შეძლებდა 9 თვემდე ბავშვების მუცლით ტარებას.
ბავშვებში ყველაზე მძიმე 1.5 კგ-ს იწონიდა, ხოლო ყველაზე მსუბუქი – მხოლოდ 1 კგ-ს. შვიდიდან ორ ბავშვს ცერებრალური დამბლა ჰქონდა, 5 კი სრულიად ჯანმრთელი გაჩნდა.
მხოლოდ ნამდვილი გმირები თუ შეძლებდნენ 8 ბავშვის ერთად გაზრდას. საბედნიეროდ, ადამიანებმა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, გადაწყვიტეს, წყვილს დახმარებოდნენ.
შემოწირულობებს შორის იყო დიდი სახლი და ტევადი ავტომობილიც კი. ბავშვებს აჩუქეს მრავალადგილიანი ეტლიც. საფენებსა და ტანსაცმელზე აღარაფერს ვამბობ – ისინი რამდენიმე წლის მარაგად მიუტანეს.
გამოჩნდნენ ისეთი მიხალისეებიც კი, რომლებიც მშობლებს უშუალოდ ბავშვების მოვლაში ეხმარებოდნენ. ოჯახი ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდებოდა.
მეუღლეებისა და მათი შვილების შესახებ დაწერა ჟურნალმა Time-მაც. ისინი ოპრა ვინფრიმ თავის შოუშიც კი მიიწვია. თუმცა, წყვილი პოპულარობით კმაყოფილი ნამდვილად არ ყოფილა.
მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნა წყვილისთვის ნამდვილ წამებად იქცა. მათი სახლის კარზე ყოველდღე აკაკუნებდნენ უცხო ადამიანები და სთხოვდნენ, ერთი ახალშობილი მაინც დაეჭირათ ხელში.
უცხო ადამიანები უწყვეტად სწერდნენ წერილებს მშობლებს და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ შვილების გამოყენებით სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. ხოლო “დიონის ხუთი ტყუპი”, რომლებმაც საშინელი ბედი გაიზიარეს, ოჯახს აფრთხილებდა: “თუ ბავშვების ბედნიერება გინდათ, ნუ აქცევთ მათ ვარსკვლავებად.”
მშობლებმა დიონების რჩევა გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს, მხოლოდ წელიწადში ერთხელ გამოჩნდნენ სიახლეებში იმის საჩვენებლად, თუ როგორ მიდის ცხოვრება 7 ტყუპთან ერთად.
მაკოგებმა ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეწყვიტეს. სწორედ ამან განაპირობა, ტყუპების თქმით, მათი ბედნიერი და მხიარული ბავშვობა.
3 წლის წინ, ტყუპებმა სკოლა დაამთავრეს. ბობი აღნიშავდა, რომ, მიუხედავად ექიმების პესიმისტური პროგნოზებისა, მისმა შვილებმა არამხოლოდ ხუთი წლის ასაკს, არამედ ზრდასრულ ცხოვრებასაც მიაღწიეს.
ალექსისმა და ნათანმაც კი, რომლებიც ცერებრალური დამბლით დაიბადნენ, კვალიფიციური დახმარების წყალობით, შეძლეს საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირება და ღირსეული განათლების მიღება.
ორი თვის შემდეგ, მაკოგის ტყუპებს 21 წელი შეუსრულდებათ. მათი უმრავლესობა ახლა უმაღლეს განათლებას იღებს იმ გრანტების გამოყენებით, რომლებიც მრავალი წლის წინ, მაკოგის ოჯახისთვის, მშობლიური აიოვას შტატის უნივერსიტეტმა გამოყო.
უნივერსიტეტში არ ჩარიცხულა მხოლოდ ბრენდონი, წყვილის მესამე ვაჟი. იგი ჯარისკაცი გახდა და 2018 წელს იქორწინა გოგონაზე, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლაში ხვდებოდა.
ამ ვიდეოდან გაიგებთ, თუ რა გზები აირჩიეს ტყუპებმა. და-ძმები თავდაჯერებით უყურებენ მომავალს და იციან, რომ ნებისმიერ გასაჭირში, დიდი ოჯახი მათ გვერდითაა.
უნდა აღინიშნოს ბობისა და კენის დამსახურებაც: პოპულარობას ისინი არ გაუბრუებია და მათთვის უპირველეს მიზანს თავიანთი შვილების კეთილდღეობა წარმოადგენდა.