შროშანის სუპერ ნაყენი ინფარქტის და გულის დაავადების საწინააღმდეგოდ. ბევრ სხვა დაავადებას კურნავს

666

ამ ყვავილისგან დამზადებულ ნაყენს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

შროშანი გიდრადენიტს მოგაშორებთ. ყვავილობის დროს ყვავილებთან ერთად მასზე პატარა, წითელი კენკრა ჩნდება. ის შეაგროვეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე თითო კენკრა გადაყლაპეთ (არ დაღეჭოთ, დოზას არ გადააჭარბოთ, რადგან კენკრა შხამიანია!). 7-10 დღეში განიკურნებით. გიდრადენიტი აღარ შეგაწუხებთ.

გლაუკომა. 1/3 ჭიქა ჭინჭარი და 1 ჩ/კ შროშანის ფოთლები აურიეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ბნელ ადგილას 8-9 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ ნაყენს 0,5 ჩ/კ საკვები სოდა დაუმატეთ და მიღებული სითხე თვალებზე დღეში 2-ჯერ დაიდეთ. საშუალება ეფექტური იქნება, თუ მის მოსამზადებლად მაისის ჭინჭარს და შროშანს გამოიყენებთ.

შროშანის ყვავილების ნაყენით ნევროზს, გულის დეფექტებს და დეპრესიას კურნავენ. ბოთლის 2/3 მოცულობა ყვავილებით აავსეთ, თითქმის ბოლომდე 96%-იანი სპირტი დაასხით და 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ. გამჭვირვალე, მწარე გემოს, მაგრამ ნაზი არომატის მქონე სითხეს მიიღებთ. 10-12 წვეთი 1 ს/კ წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 20 წუთის შემდეგ დალიეთ.

ზოგადი გამაძლიერებელი საშუალება ინფარქტის შემდეგ. 1 ს/კ შროშანის ბალახს 1 ჭიქა წყალი დაასხით, 1 წუთით ადუღეთ და 1 საათით დააყენეთ. 1,25 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ფილტვების ანთების დროს 2 ს/კ დაქუცმაცებულ თავშავას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3 მიღება დალიეთ. ძლიერი ოფლმდენი და ამოსახველებელი საშუალებაა.

სტენოკარდიის, გულის ნევროზის, ჰიპერტონიის, არითმიის, ტახიკარდიის, ბრადიკარდიის და ინფარქტის დროს 400 მლ ბერულას ნაყენს, 200 მლ მანანას ბალახის ნაყენს, პიტნის ფოთლებს, ჭინჭრის ფოთლებს, წყლის სამყურას ბალახს და ბერძნული კატაბალახის ფესვებს, 100-100 მლ შავბალახას, სვიის გირჩების, ბარამბოს ფოთლების, მაისის შროშანის ყვავილების, კუნელის ყვავილების და ფითრის ფოთლების ნაყენი აურიეთ. ბალზამი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 4-6 თვე.

ჰიპერტონიის და გულის უკმარისობის დროს 400 მლ გლერძის ბალახის და სვიის ბალახების ნაყენი, 200-20 მლ პიტნის ფოთლების, ბარისპირას ბალახის, ჭანგას ფესვების, მაისის შროშანის ყვავილების, ბერძნული კატაბალახას ფესვების, თეთრი ფითრის ფოთლების, კოთხუჯის ფესვების და ადონისის ბალახის ნაყენს, 100-100 მლ ძახველის ქერქის ნაყენს, ფარსმანდუკის, კუნელის ნაყოფის, სვიის გირჩების და აბზინდას ნაყენს აურიეთ. შემდეგ ეს ბალზამი ჭამამდე 15-30 წუთით ადრე გამოჯანმრთელებამდე დალიეთ.

გულის ტკივილი. 2 ს/კ დაქუცმაცებულ მაისის შროშანს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ და 5-10 წვეთი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

კრუნჩხვების მოშორებაში სვიის გირჩების, შროშანის, გვირილის და კუნელის ყვავილების, თეთრი ფითრის და ნიგვზის ფოთლების, კამის და ბეგქონდარას ბალახის ნაყენი დაგეხმარებათ. ყველა მცენარე დააქუცმაცეთ და თანაბარი პროპორციებით აურიეთ. შემდეგ 2-3 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ დალიეთ.

პარკისონის დაავადების საწინააღმდეგოდ სპირტიანი ბალზამი ასე მზადდება. 150 მლ მაისის შროშანის, 400 მლ თავშავას, 300 გრ შავბალახას და 150 მლ სვიის გირჩების უკვე მზა სპირტიანი ნაყენები აურიეთ. ნაყენი მუქი ფერის მინის ბოთლში აურიეთ. 1 ს/კ ბალზამი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ. ამავდროულად მტკივნეულ ხერხემალზე მალამოს იზელენ. ამისთვის 1 ჩ/კ ხალისჩლიქას ფესვების ფხვნილსა და 100 მლ 40%-იან სპირტის ან არყისგან მალამოს ამზადებენ (შეანჯღრიეთ და 14 დღე დააყენეთ). მალამო ხერხემალზე ღამით შეიზილეთ.

ყურადღება!

მაისის შროშანი ძლიერ მოქმედ სამკურნალო მცენარეთა კლასს მიეკუთვნება, უკუჩვენებულია: ღვიძლის და თირკმლის მწვავე უკმარისობის, მიოკარდიტის მწვავე ფაზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, ენდოკარდიტის, გულის ან სისხლძარღვების მკვეთრი ორგანული ცვლილებების და გამოხატული კარდიოსკლეროზის დროს.

შროშანის პრეპარატების გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს: ღებინება, გულისრევა, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, გულის რითმის დარღვევა, ყურებში შუილი, მუცლის რხევა, მუცლის ტკივილი, კრუნჩხვები, ძილიანობა, სწრაფად დაღლა, გულის გაჩერება.

ზემოთ მოცემული სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყონებლივ კუჭი გამოირეცხეთ და ორგანიზმი ოყნის დახმარებით გაიწმინდეთ.

მნიშვნელოვანია! შროშანის პრეპარატები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მკაცრად მისი კონტროლის ქვეშ უნდა მიიღოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს