იმისათვის, რომ 2021 წლის შემოდგომაზე გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, ვაპირებთ დაგეხმაროთ!

158

უნივერსალური საშუალება შემოდგომის მელანქოლიის წინააღმდეგ არ არსებობს. ეს მრავალფეროვანი კომპონენტებისგან შემდგარი მთელი კომპლექსია, რითაც უნდა აივსოთ  ცხოვრება, რათა ნაღველი გაგიქრეთ. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ გამოცდილ და მოქმედ ხრიკებს.

საშუალებები შემოდგომის სევდის წინააღმდეგ

შემოდგომა, პირველ რიგში, მისი მრავალფეროვნების გამო მიყვარს. ის შეიძლება იყოს თბილი და სიხარულის მომტანი. ოქროსფერი ფოთლებით სავსე ქალაქი, მზის თბილი სხივები, მყუდრო კაფე, ცხელი ყავა ან კაკაო. შემოდგომის დასაწყისში სეირნობა გააღვიძებს თქვენში ტკბილ სინაზეს.ოქროსფერ დროს მალევე ცვლის ღრუბლიანი, წვიმიანი დღეები. ადამიანს უჩნდება სიზარმაცის და პროკრასტინაციის შეგრძნება, გული სევდითაა მოცული. რასაკვირველია, ამ პერიოდში პროდუქტიულობას არ უნდა გადაცდეს ნულოვან მაჩვენებელს.

ვიტამინები და ნუტრიენტები – თუ ზემოთ აღწერილი ნიშნები აღგენიშნებათ, სჯობს ვიტამინების მიღებაზე დაფიქრდეთ. რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით მეტად გვჭირდება მზის სხივები და D ვიტამინი. სწორედ მისი დეფიციტის დროს გვცვივა თმა, ფრჩხილები ხდება მტვრევადი, კანი კი- ნაოჭდება.თუ გრძნობთ, რომ გაღიზიანებული და სენტიმენტალური გახდით, მაშინ B ვიტამინი მიიღეთ. შესაძლოა, აღგენიშნებოდეთ მღელვარებაც.არ დაგავიწყდეთ სრულფასოვანი კვებისა და ხარისხიანი ძილის მნიშვნელობა. ამ პუნქტების იგნორიგება მხოლოდ გაგიუარესებთ მენტალურ და ფიზიკურ განწყობას.მიირთვით ხილი და ბოსტნეული. შაქრისა და ნახშირწყლების ჭარბ მიღებას სჯობს ერიდოთ. ყავა ჩვეულებრვიზე უფრო ხშირად არ დალიოთ. კოფეინი უარყოფითად მოქმედებს ძილის პროცესზე.

ემოციური ფონი შემოდგომაზე – ემოციები არ ჩნდება არსაიდან, მათ ყოველთვის აქვს წყარო. ბევრ ცხოვრებისეულ სირთულეს ვერ გავექცევით. სწორედ ისინი ბადებს მოწყენილობას, სევდა და სასოწარკვეთილებას. ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია შევიცვალოთ.ასევე დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეიქმნათ გარემოებები  ემოცური ფონისთვის. იზრუნეთ საკუთარ თავზე,არ მოიკლოთ სიმყუდროვე. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს თქვენ პოზიტიურ განწყობას. დაწერეთ იმის ჩამონათვალი, რაც განიჭებთ სიამოვნებას და გაანებივრეთ საკუთარი თავი, ასევე დაეხმარეთ გარშემომყოფებს.ეცადეთ არ აჰყვეთ სიზარმაცისა და პროკრასტინაციის ხრიკებს სამსახურში. დავალებების გადადებითა და საქმეების გაჭიანურებით საკუთარი განწყობის გაფუჭების შანსებს გაზრდთ. სჯობს ნაყოფიერი დღის შემდეგ კარგად დაისვენოთ.

რედაქციისგან: შემოდგომის მელანქოლიის საკითხს კომპლექსურად მიუდექით. აღარ გქონდეთ იმედი, რომ ყველაფერი მისით მოგვარდება ან ვინმე სასწაულებრივად შეძლებს თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თავი ხელში აიყვანეთ და იმოქმედეთ დაუყონებლივ. თუ მუდამ ახლობლების მხარდაჭერის იმედი გექნებათ, ცხოვრება თანდათან უსასრულო მოლოდინების ჯაჭვად გექცევათ. არაა საჭირო საოცრებების ჩადენა და მთვარეზე გაფრენა. არსებობს უამრავი რამ, რაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს