არ აქვს აზრი მაღაზიაში ძვირიანი ნიღბების შეძენაზე ფულის გადაყრას, საშინაო კურკუმის ნიღაბი ჭიმავს კანს და აახალგაზრდავებს სახეს

0
280

ინდოეთში არც ერთ კერძს არ ამზადებენ კურკუმის გარეშე. “ოქროს სანელებელი” მათ არა მხოლოდ მადისაღმძვრელ ფერს სძენს, არამედ უფრო დიდხანსაც ინახავს. კულინარიის გარდა, კურკუმას იყენებენ აურვედეში ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის და ასევე კოსმეტოლოგიაშიც. ეს სანელებელი დადებითად მოქმედებს კანზე, იმუნიტეტზე. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ კურკუმის ნიღაბი სახლის პირობებში.ჯერ კიდევ ჩ.წ 2500 წელს ინდოეთში ამ სანელებელს იყენებდნენ საქორწილო რიტუალების ჩასატარებლად. შეუღლებამდე პატარძალი სხეულზე ისვამდა კურკუმას კარმის გასაწმენდად. დღესდღეობით ამ სანელებლის სასარგებლო თვისებები მეცნიერების მიერაა დამტკიცებული. კურკუმა ხსნის ანთებით პროცესებს, გლუვს ხდის კანს და ებრძვის აკნეს.

კურკუმას ნიღაბი სახისთვის

ლიმონის წვენის შემცველი ნიღაბი ატენიანებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. შეურიეთ 1ს.კ ლიმონის წვენი და 3 ს.კ რძე, დაუმატეთ 0,5ჩ.კ კურკუმა. დაიტანეთ ნარევი სუფთა კანზე და გააჩერეთ ნიღაბი 10 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ იგი თბილი წყლით.

  • თიხის ნიღაბი – თიხის ნიღაბი კურკუმით აუფერულებს კანს და წმენდს დაბინძურებულ ფორებს, კურკუმა კი ხსნის გაღიზიანებას. აუცილებლად დაინტენიანეთ სახე კრემით ნიღბის მოშორების შემდეგ. მის მოსამზადებლად, 1ს.კ თეთრ თიხას შეურიეთ 1/4ჩ.კ კურკუმა, ინგრედიენტები გახსენით წყალში ისე, რომ მიიღოთ წებოვანი ფაფა. დაიტანეთ სახეზე 15 წუთით, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ.
  • მუხუდოს კრემი კურკუმით – კიტრს აქვს მათეთრებელი ეფექტი, მუხუდო და ქოქოსი კი აცხრობს შეწითლებას. კურკუმა ხასიათდება ანტისეპტიკური მოქმედებთ და აძლიერებს დანარჩენ კომპონენტებს. ნიღბის მოსამზადებლად 2ს.კ მუხუდოს ფქვილს შეურიეთ 1ჩ.კ ქოქოსის რძე. დაუმატეთ 1ჩ.კ კიტრის წვენი და ო,5ჩ.კ კურკუმა. დაიტანეთ ნიღაბი სახეზე და აცადეთ გაშრობა. გათეთრების ეფექტის მისაღწევად პროცედურა ორჯერ გაიმეორეთ.
  • სკრაბი კურკუმით – კურკუმით სახის რეგულარული წმენდა ჭიმავს და ათანაბრებს კანს. სკრაბი აცილებს ეპიდერმისის ზედა შრეს და უჯრედების რეგენერაციას აუმჯობესებს. მის მოსამზადებლად 1/2ჩ.კ კურკუმას დაუმატეთ 3ჩ.კ რძე და 3ჩ.კ სოდა. სუფთა ხელებით დაიტანეთ სკრაბი სველ სახეზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ იგი 1-2 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სკრაბი და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

კურკუმის ნიღბების გამოყენებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ მის კომპონენტებზე მგრძნობელობის ტესტი. გირჩევთ პროცედურები გაიმეოროთ კვირაში 1-2-ჯერ.კურკუმის ჭარბ დოზებში გამოყენებამ შესაძლოა სახეზე კვალი დაგიტოვოთ. თავის დაზღვევის მიზნით ნიღბის სახეზე გაჩერების დრო თანდათან გაზარდეთ 5-დან 15 წუთამდე. ის თხლად უნდა დაიტანოთ ხოლმე, სანალებელი ხელებიდან შეგიძლიათ მოიშოროთ რძით დატენიანებული სპონჯით.