აფთიაქში ისლანდიური ხავსი შეიძინეთ. ღირებული სამკურნალო საშუალება მძიმე ხველას, პნევმონიას და სიყვითლეს კურნავს

0
950

დღეს ტყის პირას მდებარე სამკურნალო საშუალებაზე, ისლანდიურ ხავსზე გესაუბრებით. ბევრს ალბათ სმენია ლეგენდა ციური მანანას შესახებ, რომელმაც მოსეს ტომი შიმშილობისა და სიკვდილისგან იხსნა. 1772 წელს ერთმა რუსმა ბოტანიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იდუმალი მანანა, სავარაუდოდ, ჩვეულებრივი საკვებად ვარგისი ისლანდიური ხავსი იყო, რომელიც ქარს უდაბნოში გაჰქონდა.

ისლანდიური ხავსი გასაოცარი მცენარეა. მას ყველაზე მკაცრ პირობებში გადარჩენა შეუძლია: მაღალ მთებში და არქტიკული წრის მიღმაც, სადაც სხვა მცენარეები არ არიან. ამ მცენარის სიცოცხლისუნარიანობას ბევრი მეცნიერი ჩიხში შეჰყავდა. მისი საიდუმლო მხოლოდ მე-19 საუკუნის შუ პერიოდში ამოხსნეს, როცა აღმოაჩინეს, რომ ისლანდიური ხავსი არა ცალკე სახეობა, არამედ სხვადასხვა ორგანიზმების, სოკოს და წყალმცენარის, სიმბიოზია. მასში შედის ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები, ასკორბინის და ფოლიუმის მჟავა, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, ქრომი, ბორი და მცენარეული ანტიბიოტიკები, რომელთაც მაღალი ანტიმიკრობული აქტივობა ახასიათებთ.ორგანიზმი ისლანდიურ ხავსს შესანიშნავად ითვისებს. ის შინაგანი ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს და იმუნიტეტს ზრდის. ისლანდიური ხავსი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. მას საფაღარათო, ანტიმიკრობული, ზოგადი გამაძლიერებელი, ჭრილობების შეხორცების და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია. ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სურდოს, კანის დაავადების, ბრონქიტის, ძლიერი ხველის, ასთმის, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, ძალების დაკარგვის და ორგანიზმის გამოფიტვის დროს იყენებენ.

ისლანდიური ხავსი შეგიძლიათ ექიმთან კონსულტანციის გარეშე მიიღოთ, რადგან მის გამოყენებაზე უკუჩვენება არ არის აღმოჩენილი. „ოპერაციის გადატანის შემდეგ ყაბზობა მაწუხებდა. ეს უსიამოვნება შემდეგ რეცეპტით მოვიშორე. 1 ჭიქა ხმელ, დაქუცმაცებულ ისლანდიურ ხავსს 2 ლ ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით და 1 დღე დააყენეთ. შემდეგ წყლის ნახევარი გადაასხით და ½ ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. განავალი დარეგულირდა. თუ საფაღარათო მოქმედება ძალიან ძლიერი იქნება, პორცია შეამცირეთ. მკურნალობის კურსი – 10-15 დღე“ – მითხრა ჩემმა მეგობარმა.

  1. ორგანიზმის გასაწმენდად 2 ს/კ ახალ ისლანდიურ ხავსს 1 ჭიქა ვაშლის ძმარი დაასხით და 2 დღე დააყენეთ. 1 ჩ/კ ნაყენი ¼ ჭიქა თბილ, ანადუღარ წყალში გახსნილი ღამით დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2 კვირა.
  2. ცივ სეზონზე ქრონიკული გაციების დაავადებები მწვავდება. აქ ისლანდიური ხავსი დაგეხმარებათ. 1 ს/კ ხავსი დააქუცმაცეთ და კრაზანას ბალახს და იაპონურ სოფორას ნაყოფს, 2 ს/კ სალბის ბალახს აურიეთ. ამ ნარევს 1 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 30 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ. საღამოს, ძილის წინ 1 ჭიქა თბილი ნახარშით ცხვირი გამოირეცხეთ. პროცედურა სრულ განკურნებამდე გაიმეორეთ.
  3. ხველის დროს 1 ს/კ ხმელი ისლანდიური ხავსის და 1 ს/კ ბეგქონდარას ბალახი აურიეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. ½ ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
  4. თამბაქოს მოწევის ჩვევის მოსაშორებლად. „ჩემი მეგობარი მწეველი იყო და ამ ჩვევაზე უარის თქმას ვერ ახერხებდა. მას ნიკოტინის მიღების სურვილი ბალახების ნარევის დახმარებით მოვაშორე. რეცეპტი ასეთია: 2-2 ჩ/კ ისლანდიური ხავსი, შვიტას და თავცეცხლას ბალახს, 3 ჩ/კ ჭინჭრის ბალახი და 1 ჩ/კ მატიტელას ბალახი აურით. 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 10 წუთით ადუღეთ. 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ეს რეცეპტი და ჯანმრთელად ყოფნის დიდი სურვილი თამბაქოს მოწევას დაგანებებინებთ.
  5. ვარიკოზული გაფართოებული ვენების დროს 5 ნაწილი ისლანდიური ხავსი, შვიტას ბალახი, 3 ნაწილი რევანდის ფესვი და უკვდავას ყვავილი, 2 ნაწილ არყის და მუხის ქერქს, ცხენის წაბლის ნაყოფს და ჟოლოს ფესვებს აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ადუღეთ. ცოტა გააგრილეთ, გადაწურეთ და 1 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი