ვფიქრობდი შვილები ვერ მეყოლებოდა, მაგრამ უეცრად, ცოლი დაფეხმძიმდა

0
974

სამწუხაროდ, ყველას არ აქვს საშუალება ბავშვების გაჩენის. ზოგი ამას ეგუება და განაგრძობს ცხოვრებას, ზოგი შვილად აყვანას მიმართავს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ მოულოდნელად, უშვილო მამაკაცის ცოლი დაფეხმძიმდება? ეს სასწაულია, თუ ბანალური ღალატი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავარკვევთ.

შვილის ყოლის შესაძლებლობა

“ჩემი მომავალი ცოლი უნივერსიტეტში გავიცანი. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, დანახვისთანავე მივხვდი, რომ მასთან მინდოდა დარჩენილი ცხოვრების გატარება. ირინა მართლაც გახდა ჩემი ცოლი – საუკეთესო მეგობარი, მოტივატორი, ვნებიანი საყვარელი. მასთან თავს ნამდვილ მამაკაცად ვგრძნობდი.ირინას თვალდახუჭული ვენდობოდი და როდესაც ჯარში წავედი, დარწმუნებული ვიყავი, რომ დამელოდებოდა. ასეც მოხდა. 24 წლის ვიყავი, როცა აღმომიჩინეს, რომ შვილი არასდროს მეყოლებოდა. აღარ დავაკონკრეტებ დეტალებს, თავადაც მიხვდებით, რას შეიძლება გრძნობდეს ამ დროს ადამიანი. ირინა ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა, მე კი დანაშაულის შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს გამო შვილი არ ეყოლებოდა.ბოლო 5 წელი ტკბილად გავატარეთ. ბავშვებზე ვცდილობდით არ გვესაუბრა. მე კარიერასა და ბიზნესზე ვიყავი გადართული, ირინა შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობდა. ერთ დღესაც, ცოლმა აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო…

რა ვქნათ? – მე შოკში ვიყავი და ვეღარაფერი ვთქვი. ჩემი პრობლემა ირინას არ უხსენებია, თითქოს არც ახსოვდა, რომ უშვილო ვიყავი. ნამდვილად არ მინდოდა საყვარელი მეუღლე ღალატში დამედანაშაულებინა, მაგრამ როგორ დაფეხმძიმდა?ჩემი ეჭვების შესახებ დედას ვუამბე. ისიც შოკში იყო, რადგან არ მოელოდა ამას და ძალიან უყვარდა რძალი. მირჩია, ექიმთან მივსულიყავი და ცოლს დავლაპარაკებოდი. შეიძლება მამობის ტესტზეც ჩამებარებინა ანალიზი…ვხედავ, როგორი ბედნიერია ირინა, ის ყოველთვის ოცნებობდა შვილზე. მე კი ადგილს ვერ ვპოულობ და გაღიზიანებული ვარ. ცოლმა რამდენჯერმე სცადა დალაპარაკება, მაგრამ ვერ ვეუბნები ჩემს ეჭვებზე, არ მინდა ვაწყენინო. არადა ასეც ვერ ვიქნები დიდხანს.

რედაქციისგან: ჩვენი დღევანდელი გმირი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მას უჭირს თავსი ხელში აყვანა და მისი გაგება შეიძლება. თუმცა, ასე ხელაღებით ცოლის დადანაშაულება ღალატში არ შეიძლება.როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დიაგნოზი, რომლის გამო ახალგაზრდა მამაკაცს უშვილობის განაჩენი აქვს, ყოველთვის არის მცირეოდენი შანსი რამე შეიცვალოს. სამედიცინო პრაქტიკაში ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა სასწაული ხდება და უშვილო წყვილს ბავშვი უჩნდება.დარწმუნებული ვართ, ჯობია ქმარი გულახდილად დაელაპარაკოს ცოლს და ერთად მივიდნენ ექიმთან. ჩაიტარონ საჭირო გამოკვლევები.

თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს? რა უნდა გააკეთოს ქმარმა, რომ გაფანტოს თავისი ეჭვები და ამასთან, არ გაიფუჭოს ურთიერთობა ცოლთან. გაგვიზიარეთ კომენტარებში.