შინამოსამსახურემ იტალიიდან გაგვიზიარა ინფორმაცია თეთრეულის რეცხვის დროს დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომის შესახებ.

0
12537

თეთრეულის რეცხვა თითქოს ჩვეულებრივ ხდება: შეყრი სარეცხ მანქანაში და ჩართავ, გამოუცდელი დიასახლისები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რის შემდეგაც შეიძლება გარეცხილ სარეცხს ცუდი სუნი მიეცეს ან მალე გაცვდეს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ გარეცხოთ საწოლის თეთრეული სწორად.

როგორ გავრეცხოთ საწოლის თეთრეული

უდიდესი სიამოვნებაა ახალ გარეცხილ და სურნელოვან თეთრეულში წოლა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ასე იყოს და რისი გაკეთება არ შეიძლება? რამდენად ღირს კონდენციონერების გამოყენება, რომელშიც გაურკვეველი რაოდენობის ქიმიური ნივთიერებაა?

  1. პირველ რიგში, საწოლის თეთრეული ხშირად უნდა გამოიცვალოს, არ უნდა დაელოდოთ უსიამოვნო სუნის გაჩენას და დაბინძურებას. ოპტიმალურია 1-2-ჯერ გარეცხვა კვირაში.
  2. სასიამოვნო სუნის მისაცემად სარეცხ ფხვნილთან ერთად ჩაუმატეთ 0.25 ჭიქა ძმარი, 0,25 ჭიქა სოდა და რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი. ქსოვილი უკეთ გაირეცხება და სასიამოვნო დამამშვიდებელ არომატს შეიძენს.
  3. გარეცხვამდე ამოატრიალეთ ბალიშის პირები და საბნის ჩასადებები, შეკარით ელვა, ან ღილები. ეს თეთრეულის ზედა მხარის ცვეთას შეაფერხებს და დიდხანს მოგემსახურებათ.
  4. ყურადღებით შეისწავლეთ ეტიკეტები თეთრეულზე. ბამბის ნაწარმის გარეცხვა რეკომენდებულია 60 გრადუსზე, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. გარეცხეთ მხოლოდ იმ ტემპერატურაზე, რომელიც მითითებულია მწარმოებლის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრეული მალე დაკარგავს თავის პირვანდელ სახეს.
  5. ყიდვის შემდეგ მაშინვე ნუ ისარგებლებთ თეთრეულით. ჯერ გარეცხეთ თბილ წყალში დელიკატურ რეჟიმში.
  6. არ გადატვირთოთ სარეცხი მანქანა. პირველ რიგში, ეს რეცხვის ხარისხს გააფუჭებს, ამასთან, სარეცხ მანქანასაც შეუქმნის პრობლემებს. ორსაწოლიანი კომპლექტი ძირითადად იწონის 2-2.6 კგ.
  7. სწორად შეარჩიეთ სარეცხი საშუალება. საქმე იმაშია, რომ გრანულირებული სარეცხი ფხვნილი შეიძლება ჩარჩეს ქსოვილის ბოჭკოებში და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. საწოლის თეთრეულისთვის უმჯობესია იხმაროთ თხევადი საშუალებები. ასევე ფრთხილად იყავით კონდენციონერებთან. არომატებმა შეიძლება თავის ტკივილი და ძილის დარღვევა გამოიწვიოს.
  8. საწოლის საბავშვო თეთრეული რეკომენდებულია გარეცხოთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე, რათა მასზე არ დარჩეს მიკრობები. რა თქმა უნდა, ქსოვილი უნდა იყოს ნატურალური წარმოშობის. ასეთი ქსოვილი სუნთქავს და უზრუნველყოფს სითბოს სწორ ცვლას ძილის დროს.

თქვენ როგორ უვლით თქვენს თეთრეულს და სარეცხის რა საშუალებებს იყენებთ მის გასარეცხად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.