მანის ბურღულის ნამცხვარი კვახით გულგრილს გოგრის მოძულეებსაც კი არ დატოვებს

224

კვახის ღვეზელი ლიმონის სიროფით შესანიშნავი დამატებაა შემოდგომის ჩაის წვეულებისთვის. პროდუქტები საკმაოდ მარტივია, ნამცხვრის მომზადებისთვის მინიმალური დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ. მოცემულ რეცეპტში არ ფიგურირებს ფქვილი ან კვერცხი, სამაგიეროდ, მათი ადგილი უჭირავს ვიტამინებით მდიდარ გოგრას. ლიმონის წვენი კი საოცარ დესერტს ციტრუსის პიკანტურ გემოს სძენს.

მანის ბურღულის ნამცხვარი გოგრით

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა კვახის რბილობი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 1,5 ჭიქა მანის ბურღული
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1,5 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 1 ც. ლიმონის ცედრა
  • 1 გ. მარილი
  • ქოქოსის ფანტელები მოსართავად

სიროფის ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ც. ლიმონის წვენი

მომზადება:

  1. გაასუფთავეთ კვახი, მისი რბილობი დაჭერით.
  2. ნაჭრები გახეხეთ სახეხელაზე და დააქუცმაცეთ ბლენდერში.
  3. გახეხეთ ლიმონის ცედრა და და შეურიეთ იგი დაქუცმაცებულ კვახს.
  4. მიღებულ მასას დაუმატეთ ვანილინი, მარილი, მანის ბურღული და კეფირი. შეურიეთ ყველაფერს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დატოვეთ2 საათით, რათა მანი ბურღული გაჯირჯვდეს.
  5. ლიმონიდან გამოწურეთ წვენი, შეურიეთ მას შაქარი და წყალი, აადუღეთ და ხარშეთ რამდენიმე წუთი.
  6. ჟარონაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით კარაქი. შემდეგ დაინტანეთ მასზე გოგრის მასა და მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.
  7. ჟარონა შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით. მისი მოზმზადების ხარისხი შეამოწმეთ კბილის ჩხირით.
  8. ღუმელიდან გამოღებულ ცომს მოასხით სიროფი და დატოვეთ გასაჯერებლად 20-30 წუთით.
  9. ღვეზელი რამდენიმე საათით მოათავსეთ მაცივარში.
  10. სუფრაზე გატანამდე დესერტი მორთეთ ქოქოსის ფანტელებით ან ცუკატით.
  11. გემრიელად მიირთვით!

კვახისგან უამრავი სხვადასხვა კერძის მომზადება შეიძლება: წვნიანების, ფაფების, გარნირების, ნამცხვრების, ალადების, კისელის, ჯემების, მურაბების და ცუკატებისიც კი. ამ ყველაფერში არაფერია გამმორჩეული. თუ სუფრაზე გაიტანთ ღუმელში გამომცხვარ კვახს ფაფის გულსართით, ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს