მეზობლები გვჭორავენ და ალმაცერად გვიყურებენ, რადგან არ ვეხმარები მრავალშვილიან ოჯახს, რომელიც ჩვენს კორპუსში ცხოვრობს.

2122

მრავალსართულიან სახლში მეზობლები მეგობრობენ, ახლობლობენ, კარგად იცნობენ ერთმანეთს და როდესაც რომელიმეს უჭირს, ცდილობენ ერთმანეთს დაეხმარონ. არის კორპუსის თავმჯდომარე, რომელიც აგროვებს ფულს რემონტისთვის, სადარბაზოს ხარჯებისთვის, გასაღებებისთვის და ა.შ.შალვა ცოტა ხნის წინ გადავიდა ბინაში ოჯახთან ერთად და აღმოჩნდა მეზობლების აგრესიის ობიექტი. მისი ოცნება იყო საკუთარი სახლი ჰქონოდა და შეიძინა ის. მაგრამ საერთოდ არ ქონდა გეგმაში სხვა ოჯახების დახმარება, თუნდაც მეზობლების.

მრავალსართულიანი სახლის მეზობლები

“იმისათვის, რომ კარგ უბანში ბინის საყიდელი ფული შემეგროვებინა, 6 წელი შეუსვენებლად ვიმუშავე. საზღვარგარეთ ვმუშაობდი 12 საათის განმავლობაში ყოველ დღე და ჩემი ცოლი ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ შევძელით საკუთარი ბინის ყიდვა. თუმცა, ახალ მეზობლებთან ურთიერთობა არ აგვეწყო.როგორც კი ახალ სახლში გადავედით, თავმჯდომარემ შემოგვთავაზა ვაიბერის ჯგუფში გაწევრიანება, სადაც მეზობლები ერთმანეთს უზიარებდნენ თავის პრობლემებს. მოსახერხებელია, თანამედროვეა ასეთი კავშირი, მაგრამ დიდ დროს მართმევდა. ცოტა ხანში კი უსიამოვნება მოგვივიდა მეზობლებთან ერთი ოჯახის გამო.როდესაც ვაიბერის ჯგუფში შევიხედე, ყველა აქტიურად განიხილავდა მრავალშვილიანი ოჯახის ამბავს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. ჯგუფში ყველა იყო ამ ოჯახის გარდა. ექვსი შვილის დედას ბავშვების გამო მუშაობა არ შეუძლია, ქმარი კი ეხლახანს გაანთავისუფლეს სამსახურიდან. მას შემდეგ ამხელა ოჯახი დახმარების იმედად დარჩა.ამ ოჯახს ყოველთვის ეხმარებოდნენ კეთილი ადამიანები. მშობლებმა ბინა უყიდეს და გაურემონტეს, მეზობლები ხშირად ჩუქნიდნენ საჭირო ნივთებს და ავეჯს, ეხლა კი ჯგუფში დაწერეს, რომ თანხის შეგროვებას აპირებდნენ მეზობლების სახელით. ”

გადაუჭრელი პრობლემები – “თითქმის ყველა მეზობელი დათანხმდა თანხის გაღებას, ჩვენ კი უარი ვთქვით. ამიტომ მეზობლებთან უსიამოვნება მოგვივიდა. ყველა თვლიდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი დღე სამსახურში თავდაუზოგავად შრომობს, თავისი შემოსავალი უნდა გაუნაწილოს ზრდასრულ, ჯანმრთელ უმუშევარ მამაკაცს, რომელსაც  ექვსი შვილი ჰყავს. რატომ არ ზრუნავს თავად როგორ უზრუნველყოს თავისი ორი ბიჭი და ოთხი ქალიშვილი.მე ვშრომობ და ვზრუნავ ჩემს ოჯახზე, საკმაოდ დაბალი ხელფასი მაქვს და არავინ იცის, რამდენს ვშრომობ მის მოსაპოვებლად. ეხლა კი ვიღაც უცხოს უნდა გავუნაწილო, რომელმაც არაფერი იცის კონტრაცეფციაზე და არ აქვს პასუხისმგებლობა.მეზობლები გაბრაზებულები არიან და ალმაცერად მიყურებენ. თავმჯდომარე ფულის დადებას მოითხოვს ჩემგან, რადგან უკვე ყველამ გაიღო. მე კი ვერ ვხედავ ასეთი ადამიანების დახმარების აზრს, ჯობია თავად გაინძრნენ და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ოჯახზე. ბავშვები მეცოდება, ისინი არაფერ შუაში არიან. მეზობლები კი ვერ ხვდებიან, რომ მანიპულირების მსხვერპლნი არიან.ვთვლი, რომ ჩვენს დროში ყველას შეუძლია იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, იშოვოს სამსახური, იზრუნოს ოჯახზე, გააჩინოს და გაზარდოს იმდენი ბავშვი, რამდენიც შეუძლია და ბავშვის გაჩენამდე უნდა გააცნობიეროს რომ 18 წლამდე მასზე ზრუნვის ვალდებულება აქვს. უნდა შეეძლოს მისი გამოკვება, განათლება, , სიყვარული, მკურნალობა… არ ვცემ პატივს ისეთ ადამიანებს, ვინც არ ფიქრობს თავისი შვილებს მომავალზე მის გაჩენამდე. არ შეიძლება მუდამ სხვისი დახმარების იმედზე ცხოვრება”

რედაქციისგან: დღეს მრავალშვილიანი ოჯახები იშვიათობაა. ადამიანები ცდილობენ ჯერ ფეხზე დადგნენ და შემდეგ ფიქრობენ შვილის ყოლაზე. მორწმუნე ადამიანებიც არ მიმართავენ კონტრაცეფციას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ცოდვაა, მაგრამ განა ცოდვა არ არის საკუთარი პირმშო გასწირო სიღატაკისთვის, შიმშილისა და სიცივისთვის? შალვა, როგორც ჩანს, გონიერი ადამიანია და ძნელია არ დაეთანხმო. ყველა ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე. თქვენ რას იტყვით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს