გუშინ ოჯახის წევრებს გამოვუცხვე ღვეზელი ქიშმიშითა და ნიგვზებით. მეუღლე ეს დღეები მხოლოდ ჩემს ქებაშია. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მისი მომზადების რეცეპტს გაგიზიარებთ. განივ ჭრილში იგი კექსს მოგაგონებთ!
ნამცხვარი ქიშმიშითა და ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 100 გ. ნიგოზი
- 4 ც. კვერცხი
- 390 გ. ფქვილი
- 200 გ. შაქარი
- 100 გ. ქიშმიში
- 1,5 ჩ.კ გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
- თასში ჩაახალეთ კვერცხები, მოაყარეთ მარილი და ათქვიფეთ, ვიდრე მასა მოცულობაში არ გაიზრდება.
- მოაყარეთ მას შაქარი და ხელახლა ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ გამლღვალი ნაღების კარაქი, ფრთხილად მოურიეთ.
- ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი. ერთ ჯერჯზე დაუმატეთ კვერცხის მასას მშრალი ინგრედიენტები.
- წინასწარ გარეცხეთ და გამოაშრეთ ქიშმიში. ბლენდერით გააფხვიერეთ ნიგოზი. შემდეგ ისინი დაამატეთ ცომში.
- უნდა გამოგივიდეთ მძიმე და მკვრივი ცომი. მოათავსეთ ის ფორმაში, რომელზეც მანამდე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ნამცხვარი მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში ერთი საათის განმავლობაში. მისი მომზადების ხარისხი შეამოწმეთ ხის ჯოხით.
- სუფრაზე გატანამდე გააგრილეთ იგი 15 წუთი, ნამცხვარს თავზე შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!
რედაქციისგან:ნამცხვარი ქიშმიშითა და ნიგვზით გამოდის ფუმფულა, ზომიერად ტკბილი ნიგვზის სპეციფიკური არომატით. ქიშმიშის გარდა, შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ხილის ჩირი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს