პირადი საზღვრების დაცვისას აუცილებელია ზომიერების გამოჩენა. ყველა სიტუაციაში პრინციპულობას როდი მოაქვს სარგებელი ისტორიის მონაწილეთათვის. ქეთოც იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნება, რომელთაც უყვართ, როცა ყველაფერი პირობების დაცვით ხდება. მათ შორის, ღვიძლი დის და მისი ბავშვების დახმარება საცხოვრებლით. ყველაფერი კი დიდი წყენითა და პატარების ტირილით დასრულდა.
დახმარება საცხოვრებელთან დაკავშირებით
დის თხოვნა – ქეთოს ოქტომბრის დასაწყისში დამ დაურეკა და სთხოვა, რომ ის შვილებთან ერთად ხანგრძლიივი პერიოდით საკუთარ სახლში შეეფარებინა. ერთ დის შვილს სჭირდება სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისის კლინიკებში. არავინ იცის, ამას რამდენი დღე დასჭირდება, ბინის საქირავებელი ფული კი ანას არ აქვს. სწორედ ამიტომ მან დასახმარებლად თავის დას მიმართა.ქეთოც არ იყო წინააღმდეგი. დასთან ჩამოსვლის თარიღის დაზუსტების შემდეგ, მან წინასწარ შეინახა მყიფე და მნიშვნელოვანი საგნები საკუჭნაოში. როცა კარზე ზარის ხმა გაისმა, ქალი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, რადგან ანამ ერთის ნაცვლად, ორივე შვილი ჰყავდა ჩამყვანილი. დები ამაზე წინასწარ არ შეთანხმებულან. ქეთოს სხვა გზა აღარ დარჩა, სტუმრები სიამოვნებით მიიღო, ბავშევი პატარები იყვნენ, ქალი კი ძალიან ღელავდა თავისი ბინის მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ მან ბავშვებს მის ოთახში შესვლა აუკრძალა, ვიდრე იგი სამსახურიში იყო.პირველმა დღეებმა სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. გარკვეული დროის შემდეგ გაირკვა, რომ ანას პროდუქტების საყიდელი ფული არ ჰქონდა, ქეთო არ აპირებდა საკუთარი სახსრებით დის ოჯახის გამოკვებას. მას არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ ანამ ამ უსიამოვნებების შესახებ წინასწარ არ გააფრთხილა. მაშინ ქეთომ დედმამიშვილთან გარიგება დადო: იგი კვლავინდებურად მოამარაგებდა საჭმლით ანას და მის შვილებს, სანაცვლოდ კი მას უნდა დაელაგებინა სახლი, მოემზადებინა საუზმე, სადილი და ვახშამი. მოკლედ, დები შეთანხმდნენ.
პირობების დარღვევა – ანამ პირობა დაარღვია, ქეთოს ბინა დაულაგებელი დახვდა, ამასთან, ბავშვებიც უმეთვალყურეოდ იყვნენ დატოვებულები, ისინი ქეთოს ხელნაკეთი ნივთებით თამაშობდნენ. შექმნილმა სიტუაციამ ქალი მწყობრიდან გამოიყვანა, მას ჯავრი პატარებზე არ უყრია. მან ანას დაურეკა და განრისხებული ხმით სახლში სასწრაფოდ მისვლა მოთხოვა. პირველი, რაც ანამ დაინახა, იყო დერეფანში დაყრილი ჩემოდნები და მათზე ჩამომჯდარი ჩაცმული ბავშვები. ქეთო ბინიდან გამოვიდა, მას არაფრის გაგონება არ სურდა, მის გადაწყვეტილებას ვერანაირი თავის მართლება ვერ შეცვლიდა. ქალისთვის სულერთი იყო, თუ რა ბედი ეწეოდა ანას და მის პატარებს.ქეთომ ოჯახი სახლიდან გაყარა. კიდევ ნახევარი საათის განამვლობაში ანა კარზე აკაკუნებდა და დედამიშვილს სთხოვდა, რომ ბინაში შეეშვა. დედის ყვირილმა ბავშვები შეაშინა და ისინი ატირდნენ. ანა საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა, ის ჯერ აქვითინდა, შემდეგ კი ბრაზი მოერია და, კაკრზე ბრახუნის შეუჩერებლად, ქეთოს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. ახლა მისთვის ცხადი გახდა, თუ რატომ ცხოვრობდა მისი და მარტო. უგულო ადამიანი არავის სჭირდება.ამ დროს ქეთო თავისი ხელნაკეთი ნივთების შეკეთებას ცდილობდა. კარზე ბრახუნი შეწყდა, ტირილის ხმაც აღარ ისმოდა. დიდი ალბათობით, ქეთოს მშობლები დაურეკავენ, თუმცა ეს მისთვის სულერთია.
დასკვნა: როგორ შეიძლება აიხსნას ქეთოს ამგვარი საქციელი? დაიმსახურა თუ არა ანამ ასეთი დამოკიდებულება? როგორ აისახება ეს ოჯახურ ურთიერთობებზე მომავალში?