რეგულარულად ვწმენდ Andorid-ს, რათა ძველი სმარტფონი საათივით მუშაობდეს.

0
146

როგორ გავასუფთავოთ ტელეფონი უსარგებლო ფაილებისგან? ადრე თუ გვიან ამ კითხვით ინტერესდება თანამედროვე სმარტფონების ნებისმიერი მფლობელი. საჭიროა სმარტ-მოწყობილობების რეგულარული შემოწმება.

როგორ გავასუფთავოთ ტელეფონი უსარგებლო ფაილებისგან?

სმარტფონი- ერთგვარი ჯიბის კომპიუტერია. საჭიროა ხშირად შეამოწმოთ, ხომ არ დაბინძურდა თქვენი მოწყობილობა, დააყენოთ სპეციალური დამცავი პროგრამები, არ შეხვიდეთ საეჭვო საიტებზე. ყველა საჭირო აპლიკაცია სჯობს Android-ის ოფიციაულური მაღაზიიდან ჩამოტვირთოთ. ასევე ტელეფონში წესრიგის უზრუნველსაყოფად უნდა გადმოიწეროთ სპეციალური პროგრამა-ქლინერი. ის გააკონტროლებს უსარგებლო ფაილების რაოდენობას და დროულად წაშლის მათ.ეცადეთ, რომ მოწყობილობის მეხსიერება 90%-ზე მეტად არ შეავოსთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სმარტფონი გაცილებით ნელა იმუშავებს, მას მეტი დრო დასჭირდება ინფორმაციის გადასამუშავებლად.

გაასუფთავეთ ყველაფერი, რაც კი ზედმეტია – დავიწყოთ მარტივით. ადამიანთა უმრავლესობას შეიძლება ათასობით ფოტო ვუპოვოთ აპლიკაციაში “გალერეა”. ტელეფონის მეხსიერებაში ლომის წილს იკავებს უხარისხო ფოტოები, საეჭვო ნახატები, უაზრო ვიდეოები. გამოყავით დრო, რომ გაასუფთავოთ თქვენი მოწყობილობა ნაგვისგან. ეს ეხება SMS-შეტყობინებებსაც და ასევე უსარგებლო პროგრამებსაც. მესიჯები ხარისხიანად უნდა გაფილტროთ. თუკი ადრე ისინი დაკავშირების საშუალებას წარმოადგენდა, ახლა მხოლოდ საინფორმაციო შეტყობინებებს ან სარეკლამო ცნობებს განეკუთვნება.

ნაგავი, რომელსაც ვერ ამჩნევთ – სპეციალისტები ასევე გვირჩევენ ტელეფონი ქეშისგან გაწმენდას. ქეში- ესაა ინფორმაცია, რომელსაც პროგრამა ინახავს მომავალში აუცილებელი მუშაობისთვის. მაგალითად, საიტებზე შესვლის ისტორია ან შენახული პაროლები. სად ვიპოვოთ ეს ქეში? ნუ ღელავთ, ეს საკმაოდ მარტივია. შედის ტელეფონის პარამეტრებში და აირჩიეთ გრაფა “აპლიკაცია”. იქ ნახავთ ყველა პროგრამას, რომელსაც იყენებს თქვენი მოწყობილობა. დააჭირეთ ნებისმიერ მათგანს. ამის შემდეგ გაჩნდება წარწერა “გაასუფთავეთ/წაშალეთ ქეში”.არასაჭირო მონაცემები აყოვნებს სისტემის მუშაობას, ეცადეთ თვეში ერთხელ მაინც წაშალოთ ყველანაირი ნაგავი.

როგორ გავასუფთავოთ ტელეფონი უსარგებლო ფაილებისგან დამოუკიდებლად – ასევე მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ მედია-ფაილებს ჩამოტვირთავთ ხოლმე  სხვადასხვა მესენჯერებიდან. სახალისო ვიდეოები, ყოველდღიური მოლოცვები, ძველი მუსიკა- გჭირდებათ კი ნამდვილად ეს ინფორმაცია? შესაძლოა, რომ განსაზღვრული მესენჯერს პარამეტრებში ავტომატური ჩამოტვირთვის რეჟიმია არჩეული.ეს მარტივი, თუმცა მნიშვნლოვანი მანიპულაციები დაგეხმარებათ, რომ საკუთარი სმარტფონი მუდმივად ტონუსში ამყოფოთ. ახლა უკვე იცით, თუ როგორ გაასუფთავოთ ტელეფონი უსარგებლო ფაილებისგან. აუცილებლად დაიმახსოვრეთ ჩვენი რჩევები და გაუზიარეთ ისინი მეგობრებს.