უნდა ავიღოთ თუ არა სესხი ახლობლის ქორწილისთვის.

85

მდიდარი ადამიანები ბევრს არ ფიქრობენ რამდენი ფული აჩუქონ ახლობლებს ქორწილში. ისინი უბრალოდ დებენ თანხას კონვერტში და უგზავნიან საჩუქრად. დაბალშემოსავლიანი ხალხი მეტს ფიქრობს საჩუქარზე და ხშირად ორჭოფობს მიიღოს თუ არა მიწვევა დღესასწაულზე.პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირმა კარგად იცის ის უხერხულობა, რასაც განიცდის ღარიბი ადამიანი მცირე თანხის გაღების შემთხვევაში. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როცა უბრალოდ არ აქვს ფული?

რას ჩუქნიან ქორწილში

“სექტემბერში ჩემს ქმარს თავისმა დამ დაურეკა და შვილის ქორწილში დაპატიჟა. ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან ბოლო წლებია თითქმის აღარ გვეკონტაქტება. მასთან საერთო ენის გამონახვა რთული აღმოჩნდა, თითქოს სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ.ის საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობს, ქმარ-შვილთან ერთად ხშირად დადის სამოგზაუროდ საზღვარგარეთ, სტუმრობს სილამაზის სალონებს და იცვამს ძვირადღირებულ ბუტიკებში. აქვს კერძო სახლი გარეუბანში, ორი მანქანა, ცალკე ბინა შვილისთვის. ასე ხდება, როცა ქმარი წარმატებული ბიზნესმენია.არასოდეს შემშურებია მისი, მეც ჩემებურად ლამაზი ცხოვრება მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ფუფუნების უფლებას ვერ ვაძლევთ თავს. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად ვართ. მე თვითონ სკოლაში ვმუშაობ, ქმარი მიკროავტობუსის მძღოლია. ზაფხულობით ჩემს მშობლებთან მივდივართ ხოლმე სოფელში დასასვენებლად.

ჩხუბი ნათესავებთან – ქმრის დასთან დაბადების დღის გამო მომივიდა კონფლიქტი. რამდენიმე წლის წინ ის თავის იუბილეს აღნიშნავდა ძვირადღირებულ რესტორანში, სადაც მთელი ნათესაობა, თანამშრომლები და მეგობრები დაპატიჟა. მაშინ რთული პერიოდი გვქონდა, ახალი გაჩენილი მყავდა მეორე ქალიშვილი. ფინანსურად გვიჭირდა და მულს იმდენი თანხა ვაჩუქეთ, რამდენიც შეგვეძლო.მას კი სასაცილოდ არ ეყო ეს საჩუქარი და ყველას მოუყვა. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი კაბაც დაიწუნა, რომელიც რესტორანში მეცვა.ემოციების ფონზე, ვიკამათეთ და მას შემდეგ აღარ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ეხლა კი ქორწილში გვეპატიჟება… ქმარმა მითხრა, რომ არ სურდა წასვლა, რადგან არ ქონდა ზედმეტი ფული. მე კი გადავწყვიტე, რომ ამეღო სესხი, ჩამედო ფული კონვერტში, გვეყიდა კარგი ტანსაცმელი და წავსულიყავით ქორწილში.დამღალა ყველაფერზე უარის თქმამ. აღარ მინდა იმაზე ფიქრი, რამდენს და რას აჩუქებენ სხვები ქორწილში ახალგაზრდებს. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება.

რედაქციისგან – ამ ამბის წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალბატონი ცდილობს თავი უკეთესად დაანახოს სხვებს. ალბათ რცხვენია თავისი სიღარიბის, ნაკლებად წარმატებულობის, მაგრამ რამდენად შეიძლება ამ პრობლემის კრედიტით გადაჭრა? ქორწილი ჩაივლის, სესხი კი დარჩება და არა ერთი და ორი თვით.თქვენ რას ფიქრობთ? რა უნდა გააკეთოს ჩვენმა გმირმა რომ მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება? რამდენად ღირს საერთოდ, ამ საკითხზე ნერვიულობა? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს