ჩემი უსაყვარლესი წელიწადის დრო- გაზაფხულია. ის განასახიერებს დედამიწაზე ყველაფრის გამოცოცხლებას. რაც თავი მახსოვს, სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე სუსხიანი ზამთრის მილევას, რათა გაზაფხულის სილამაზით დავმტკბარიყავი. არასოდეს დავფიქრებულვარ, თუ როგორ ახასიათებდა ეს ჩემს პიროვნებას. წელიწადის საყვარელი დრო ადამიანის ბუნების თავისებურებებზე ბევრს ამბობს. მოცემულ სტატიაში ერთად ჩავუღრმავდებით ამ საკითხს.
წელიწადის ყველაზე საყვარელი დრო
რომელია თქვენი საყვარელი წელიწადის დრო? აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი და გაიგეთ, რაზე მეტყველებს იგი.
- შემოდგომა – შემოდგომის მოყვარულები არც ისე რომანტიკოსები არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვეულებრივ წელიწადის ეს დრო მკაცრ და საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანებს ხიბლავთ. თავდაჯერებულობა მათ არ უშლით ხელს მელანქოლიურ მდგომარეობაში აღმოსაჩენად.თუ შემოდგომა გიყვართ, ესე იგი ზოგჯერ მარტოობა გჭირდებათ, რაც მოდუნებასა და ძალების აღდგენაში გეხმარებათ. თქვენი საურთიერთო წრე საკმაოდ ვიწროა, სამაგიეროდ, საყვარელი ადამიანების გულისათვის ყველაფერზე ხართ წამსვლელი.ზოგჯერ შემოდგომის მოყვარულებს შორის გვხვდებიან ემოციური და აქტიური ადამიანებიც. არც თუ ისე იშვიათად ეს მელანქოლიური პერიოდი მოსწონთ ხელოვან ადამიანებს, მაგალთად, პოეტებსა და მხატვრებს.
- ზამთარი – ზამთარი ინდივიდუალისტებსა და ლიდერებს უყვართ. ისინი ჩაკეტილი ადამიანები არიან, რომლებიც გულს სხვებს იშვიათად უშლიან. აქტიურ დასვენებას ისინი ოჯახის წევრების გარემოცვაში დროის გატარებას ამჯობინებენ. სიცივეების მოიყვარულებს გამძლე ხასიათი აქვთ. წინააღმდეგობები მათ როდი აშინებთ.ზამთრისადმი ერთგულება მეტყველებს ფრთხილ და დაკვირვებულ ხასიათზე. თქვენ უსათუოდ ამბიციური ადამიანი ბრძანდებით და მუდამ აღწევთ დასახულ მიზნებს. ნებისმიერი სახის ემოციების დაფარვას ცდილობთ, რათა მათ ხელი არ შეგიშალონ. ოჯახის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გაიღებთ მსხვერპლად. ასევე სანიმუშო მეუღლეც ხართ, თუმცა რომანტიკა ნაკლებად გხიბლავთ.
- გაზაფხული – გაზაფხული მხიარულ და კეთილ ადამიანებს მოსწონთ. ისინი ამჩნევენ იმ დეტალებს, რაც აბედნიერებთ და ცხოვრებისგან ყველაფერს იღებენ. მათ სასოწარკვეთილებისთვის უბრალოდ დროც კი არ რჩებათ. ისინი არ ნანობენ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე.გაზაფხულის ერთგული დამფასებლები ნებისმიერ ავანტურაზე არიან წამსვლელები, თუ დაინტერესდებიან. ახალ ადამიანებთან ურთიერთობაში ისინი მუდმივად იჩენენ ინიციატივას. გაზაფხულის მოტრფიალენი გაურბიან პასუხისმგებლობებს, ამიტომ ხანგრძლივი მეგობრობა ან სასიყვარულო ურთიერთობა მათ აშინებთ. თუ გაზაფხული გხიბლავთ, თამამად შეიძლება თქვას, რომ რომანტიკოსი ბრძანდებით.
- ზაფხული – ზაფხულის მოყვარულებს თას სდევთ ენთუზიაზმი, თავდაჯერებულობა და ენერგიულობა. ეს ამბიციური ადამიანები უჩვეულო იდეებს გენერირებენ და შორსმჭვრეტელ გეგმებს აწყობენ. პრობლემის გადაწყვეტას ისინი შემოქმედებითად და არასტანდარტულად უდგებიან.ჩვეულებრივ წელიწადის ეს დრო მიზანდასახულ პიროვნებებს უყვართ. ასეთ ადამიანები გაურბიან პასუხისმგებლობებს, არადა ლიდერული თვისებებით არიან დაჯილდოვებულები. ისინი ცდილობენ საკუთარი ცხოვრება ნათელი მოვლენებითა და უჩვეულო შთაბეჭდილებებით გაამდიდრონ.დახუთული ზაფხული შეუპოვარ პიროვნებებს უყვართ. თუ ისინი რაიმეს ჩაიფიქრებენ, მიზანს უცილობლად მიაღწევენ. ასეთი ადამიანები ვერ იტანენ კონფლიქტურ სიტუაციებს, მზად არიან ნებისმიერ დროს დათმობაზე წავიდნენ.
დაწერეთ კომენტარებში, თუ რომელია თქვენი საყვარელი წელიწადის დრო. დაემთხვა თუ არა ჩვენი აღწერილობა თქვენი ხასიათის შტრიხებს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს