ღირს თუ არა მოღალატე ქმრისთვის მეორე შანსის მიცემა.

0
230

თუ საყვარელი ადამიანი პირველად გღალატობთ, ნიშნავს თუ არა ეს ურთიერთობის დასასრულს? იქნებს სჯობდეს დალაპარაკება, ერთმანეთის შეცდომების გააზრება და პატიება? რა სასჯელი უნდა მოჰყვეს ღალატს და აქვს თუ არა ამ საკითხში სქესს მნიშვნელობა? ქალები და მამაკაცები მსგავს სიტუაციებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ეს ფაქტია. თავის დაძვრენის ხრიკებიც ინდივიდუალური აქვთ. ერთ მხარეს პოლიგამი მონადირე-მამაკაცები არიან, რომლებიც თითქოს ღალატში ხედავენ “საკუთარ დანიშნულებას”. მეორე მხარეს კი- გამჭრიახი ქალები, რომელთაც “არასოდეს ჰყოფნით ყურადღება და ალერსი”. რა მოვუხერხოთ ასეთ პერსონაჟებს?

სასჯელი ღალატის გამო

ყველაზე კატეგორიული პოზიცია, რომლეთაც უმრავლესობა ემხრობა, ეს ურთიერთობის გაწყვეტაა. ქალებიცა და მამაკაცებიც იშვიათად ითმენენ პარტნიორის მხრიდან ასეთ სერიოზულ დანაშაულს. ყოველ შემთხვევაში, ამას გვეუბნება სტატისტიკა.ისლამურ ქვეყნებში ადამიანებს ღალატისადმი უფრო ლოიალური დამოკიდებულებ აქვთ. ქრისტიანულ ეთიკაში ის მოიაზრებს არა მხოლოდ ოჯახის შიგნით ნეგატიურ ურთიერთობას, არამედ განკითხვას გარშემომყოფებისაც მხრიდან. არსებობს შემთხვევები, როცა ღალატში ბრალდებულებთან ურთიერთობას წყვეტენ ნათესავები ან ზოგჯერ სამსახურიდანაც კი უშვებენ. როგორ მოვიქცეთ ისეთ სიტუაციაში, როცა გარემოებები არ გვაძლევს კავშირის გაწყვეტის საშუალებას?

საერთო შვილები – ხშირად ქალები, რომელთაც დიასახლისის როლი აირჩიეს, ფინანსურად მთლიანად არიან დამოკიდებულები თავიანთ ქმრებზე. რაღაც მომენტში მათთვისაც ცხადი ხდება, რომ პროფესიონალური კარიერა ხელიდან გაუშვეს. მათ ისღა დარჩენიათ, რომ თავი ოჯახსა და შვილების აღზრას მიუძღვნან. ამ შემთხვევაში მამაკაცის ღალატი ნამდვილ მახედ იქცევა. ერთი მხრივ ცოლისთვის მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ზურგში ხანჯალი ჩასცეს, თუმცა ამას ვერაფერს უხერხებს. ის იძულებული ხდება ითმინოს და დათმობებზე წავიდეს.

ჩვენი რჩევა: ყველაფრის მიუხედავად დაკავდით თვითგანვითარებით. თანაცხოვრების რუტინამ მალე იცის ხოლმე ჩათრევა. გმართებთ შინაგანი სიმტკიცისა და ძლიერების გამოჩენა. მიუძღვენით თავი საყვარელ საქმეს და ტოქსიკური ურთიერთობის გაწყვეტა გაცილებით გაგიმარტივდებათ. დროთა განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გაგიჩნდებათ.სამსახურიდან ხანგრძლივ მივლინებებს ურთიერთობებში ვნება როდი შეაქვს, პირიქით, ცოლ-ქმრის გაუცხოვებას იწვევს. ქალების უმრავლესობა მართლაც ელოდება ხოლმე ერთგულ ქმრებს და ისინი ვერც კი ხვდებიან მეუღლეების ფარული ურთიერთობებისარსებობას. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ჩვენი რჩევა: ეცადეთ ცოლს ყველაფერში მხარში ამოუდგეთ, განსაკუთრებით გამგზავრების წინ. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ ნეგატივ ივიწყებს, უპირატესობას ნათელ მომენტებს ანიჭებს. ეცადეთ შეძლებისდაგვარად მუდმივად გქოდნეთ კონტაქტი მეუღლესთან, ის ამას ნამდვილად დაგიფასებთ.

სასჯელი – ღალატის ერთ მსხვერპლს არ მოუწყვია სკანდალი. მან ქმარს შესთავაზა, რომ ბინამთლიანად მის სახელზე გადაეფორმებინა, რათა მომავალში დაზღვეულნი ყოფილიყვნენ. მამაკაციც დათანხმდა და ახლა ისინი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ.სხვა ქალმა, ღალატის შესახებ გაიგო თუ არა, მაშინვე მის მეგობრებთან დაიწყო ფლირტაობა. ბოლოს ისინი, რასაკვირველია, დაშორდნენ. მამაკაცმა მეგობრების მხარდაჭერა დაკარგა, ასევე სამსახურიც და სოციალური სტატუსიც.ერთი სასოწარკვეთილი ქმარი ძალიან უცნაურად მოიქცა. მან ცოლის ღალატის დეტალები ფარული კამერით გადაიღო. დაელოდა მეუღლის დაბადების დღეს, ახლობლების შეკრებას და ვიდეო ტელევიზორის დიდ ეკრანზ ჩართო. რამდენიმე წუთში სტუმრები გარეთ გაცვივდნენ.

დასკვნა: ურთიერთობა ციცაბო ფერდობს ჰგავს, ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება ფეხი დაუცდეს. არ არსებობს კონკრეტული ინსტურქცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს პიროვნება მაშინ, როცა მეუღლეს ღალატში გამოიჭერს. მოცემულ საკითხზე ყველას ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს. გისურვებთ, რომ მეორე ნახევარს ყოველთვის პატივისცემით მოეპყრათ და თვალყური ადევნოთ საკუთარ ქმედებებს. წარმატებებს გისურვებთ!