მოხუცი მეზობელი შეუძლოდ გახდა, მე ვუვლიდი მას ყოველ დღე, დავდიოდი პროდუქტების საყიდლად, მაგრამ მალე გამოჩნდა მისი ქალიშვილი

0
818

“სოფელში ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია, მყავს მოხუცი მეზობელი დეიდა ნონა. ის მარტოხელა, სასიამოვნო ქალბატონია. ნონას ქალაქში ჰყავს შვილი და შვილიშვილები, მაგრამ იშვიათად ჩამოდიან მის სანახავად.” –  გვიყვება პაპარაცის მკითხველი ნათია. ის დაუმეგობრდა მოხუცს და საღამოობით ერთად სვამდნენ ხოლმე ჩაის. ცოტა ხნის წინ ნონა ბებია ავად გახდა. ნათია არ ტოვებდა, ეხმარებოდა და უვლიდა . ვინ იცის, რა მოხდებოდა, მარტო რომ ყოფილიყო და დროული დახმარება არ მიეღო.

მოხუცი მეზობელი

” ნონა ბებიას ქალიშვილმა ეხლახანს გააჩინა მეორე ბავშვი, ამიტომ ვერ შეძლო დედის მონახულება, თუმცა ამის გარეშეც ნათესავები იშვიათად მოდიოდნენ ბებიასთან.ყოველ დღე მოხუცი მეძახდა დასახმარებლად, ხან აფთიაქიდან წამლის მოტანას მთხოვდა, ხან პროდუქტებისთვის მიშვებდა მაღაზიაში. მეც პატარა შვილი მყავს და მცირე მეურნეობა სახლში. საქმე უამრავი გროვდება, მაგრამ მარტოხელა ადამიანს დახმარებაზე უარს ვერ ვეტყოდი ბებიას 2 კვირა ვუვლიდი, ვუმზადებდი საჭმელს, ვულაგებდი, ვუზომავდი წნევას. მალე ის უკეთ გახდა და უფრო დამიახლოვდა. მიყვებოდა ამბებს თავისი ცხოვრებიდან, აინტერესებდა ჩემი ამბებიც. შემდეგ ჩამოვიდა მოხუცის ქალიშვილი ბავშვებით. ჩემი შვილიც მიიპატიჟეს სათამაშოდ. ნიკამ რამდენიმე საათი დაჰყო მეზობელთან, საღამოს მოღუშული დაბრუნდა და ჩუმად იყო”

გარიყული ბავშვი  – “როდესაც გამოვკითხე რა სჭირდა, ნიკა მომიყვა, რომ ბებიამ ბაღში მარწყვი მოკრიფა და შვილიშვილებს გაუმასპინძლდა, მას კი არაფერი შესთავაზა, მაგიდასთანაც კი არ მიიპატიჟა. როდესაც მთელი ოჯახი მაგიდას მიუსხდა პირის ჩასატკბარუნებლად ნიკა სახლში განაწყენებული წამოვიდა. მას შემდეგ ჩემი შვილი იქ აღარ გამიშვია.ქალიშვილი ნონასთან ერთი კვირა დარჩა. დაკლეს გოჭი მოაწყვეს ქეიფი, ბებიას არც უფიქრია რამე ყურადღება გამოეჩინა ჩვენს მიმართ. ქალიშვილმა ჩაალაგა თავისი ნივთები და ქალაქში დაბრუნდა. შვილის წასვლიდან 2 საათში მოხუცმა დამიძახა და მაღაზიაში წასვლა მთხოვა – ზეთი და შაქარი გამითავდაო. მე კი ცივად ვუპასუხე, რომ შეეძლო ეს ქალიშვილისთვის ეთხოვა…იმ დღეს ძალიან დაღლილი ვიყავი და სიტყვებს ვერ ვპოულობდი. ბებია განაწყენდა და აღარ მელაპარაკება. მე დიდა არ ვბრაზობ მასზე, მაგრამ ნამდვილად არ მინდა დაუნახავი ადამიანის  მოსამსახურე ვიყო. ”

რედაქციისგან: რამდენად ხშირად ვაფასებთ კარგ ურთიერთობას და ვცდილობთ მადლიერება გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც გასაჭირში ხელი გაგვიმართეს? ნონა ბებია ვერც მიხვდა, რა დააშავა და ალბათ, ვერც ვერასდროს მიხვდება. მხოლოდ მაშინ გაახსენდება  ნათია, როდესაც ცუდად გახდება. მოხუცის ქალიშვილი, კი თავის უყურადღებობას ძალიან ინანებს როცა დედა აღარ ეყოლება. იყავით ყურადღებიანი თქვენი მშობლების და ახლობლების მიმართ.