ცოლის ტელეფონში უცნობი ნომერი ვიპოვე, ის მარწმუნებდა, რომ მისი ძველი მეგობრის იყო.

0
2535

რა შეიძლება მოხდეს, რომ ქმარს მეუღლის მიმართ უნდობლობა გაუჩნდეს? ღალატი, ტყუილი ან ხასიათის ფარული შტრიხები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ოჯახურ ცხოვრებაზე? ძალიან მარტივია – გაიხედო არასწორ მხარეს.

ნდობის გარეშე

მარის და გიორგის ცოლ-ქმრობა – გიორგი ძალიან თბილად ექცეოდა ცოლს. ისინი უკვე 7 წელია ცოლ-ქმარი იყვნენ, ყავდათ ორი არაჩვეულებრივი პატარა. ორივეს პირველი ოჯახი დანგრეული ჰქონდა და თვლიდნენ, რომ სწორედ ამ ცული გამოცდილების შედეგად ჰქონდათ ჰარმონიული კავშირი.ბოლო პერიოდში გიორგის შეხედულება რადიკალურად შეიცვალა. მან შემთხვევით დაინახა შეტყობინება ცოლის ტელეფონში. ეს იყო შეტყობინება სოციალური ქსელიდან: “იმედი მაქვს, შენც იმდენივეს ფიქრობ ჩემზე…”

მიმოწერა მეუღლესთან – გიორგიმ საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. მას არ გაუქექავს ცოლის ტელეფონი, ამის გაკეთებას არ იკადრებდა, მაგრამ გადაწყვიტა დალოდებოდა ცოლს და გულახდილად დალაპარაკებოდა.როდესაც მარი დაბრუნდა ოთახში, უსიამოვნო საუბარი ელოდა. გიორგის აინტერესებდა ვინ და რატომ სწერდა ასეთ შეტყობინებებს.

  • -ეს უბრალოდ, ძველი ნაცნობია – უთხრა მარიმ – მე თითონ არ ვიცი რატომ მომწერა მასე. საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას ეგეთ რაღაცეებს.
  • -შეგიძლია მაჩვენო მიმოწერა?
  • -რისთვის?
  • -უბრალოდ მინდა დავრწმუნდე. თუ არაფერი გაქვს დასამალი, რა პრობლემაა? ძალიან მინდა შენი მჯეროდეს, მაგრამ ვფიქრობ, შენც ასე მოიქცეოდი ჩემს ადგილას.

მარის თავიდან არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მისცა ქმარს ტელეფონი. ტელეფონში ბევრი მესიჯი იყო ვინმე ირაკლისგან და… მარისგანაც. მესიჯებს შორის იყო ზარები, საკმაოდ ბევრი. ტექსტის შინაარსი კი არაორაზროვანი ფლირტი იყო.

ტყუილი ოჯახში – როგორც მარი ამტკიცებდა, ურთიერთობა მხოლოდ ვირტუალური იყო. ეს ირაკლი არასდროს უნახავს და არ შეხვედრია. მისთვის ეს ფლირტი მხოლოდ გართობა იყო. გიორგიმ უნდა დაუჯეროს, მათ ხომ ოჯახი აქვთ. არ უნდა თავისი არასერიოზული საქციელის გამო ასეთი იდილია დაინგრეს.და ნამდვილად სიცელქეა? მარიმ უკვე აჩვენა, რომ თავისუფლად შეუძლია ტყუილის თქმა. გიორგიმ სხვა თვალით შეხედა ცოლს და თავის ოჯახურ ცხოვრებას. მარის შეეშინდა, რომ ქმარს დაკარგავდა და პატიება სთხოვა. გიორგი ჩუმად იყო. მან ჯერ არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო.მომდევნო დღეებში ქმარი უნდობლად უყურებდა ცოლს, რომელიც თავჩაღუნული საქმიანობდა სახლში. არცერთს არ უნდოდა ოჯახის დანგრევა, ეს დიდი დარტყმა იქნებოდა ბავშვებისთვის, მაგრამ ცოლმა დაანგრია ნდობა და პატივისცემა. ამის გარეშე კი ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი.

დასკვნა: შეიძლება თუ არა თავიდან ადამიანის ნდობის მოპოვება? სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი თუ აპატიებს ცოლს? თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.