თუ მტრების გაჩენა გინდათ, ასესხეთ ნათესავებს ფული.

219

მუდმივი შეკითხვა: ავიღოთ თუ არა ვალი ნათესავებისგან? ერთი მხრივ, ეს თითქოს უსაფრთხოების გარანტია, არ იხდი პროცენტებს, ან დროზე ადრე არ მოგიწევს თანხის დაბრუნება, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება გაჩნდეს უამრავი პრობლემა. განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე ახლობელი შენს ხარჯზე გადაწყვეტს ცხოვრებას.პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირმა ეს პრობლემა საკუთარ თავზე გამოსცადა მა მომხდარის შემდეგ აღარასდროს მოისურვებს ნათესავისგან ფილის სესხებას. რა მოხდა და ვის მხარეზეა სიმართლე, ქვემოთ წაიკითხავთ.

ვისესხოთ თუ არა ფული

“ჩემს დას შეძლებული ოჯახი აქვს და ფინანსური პრობლემები საერთოდ არ აწუხებს. მას და მის ქმარს საერთო ბიზნესი აქვთ. ყავთ მანქანები, ბინა ქალაქის ცენტრში, სახლი ქალაქგარეთ,ის ჩემზე 10 წლით უფროსია, ეხლახანს 45 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ, შვილები არ ყავს. ქმართან ერთად ხშირად დადის ბავშვთა სახლებში. მიაქვს სათამაშოები, საკვები, ტკბილეული, ეხმარება მატერიალურად. ასე ცდილობს იმის შევსებას, რაც აკლია.ის მშობლებსაც არ ივიწყებს. უხდის კომუნალურ გადასახადებს, უშვებს დასასვენებლად სანატორიუმებში. რამდენჯერმე საზღვარგარეთაც გაუშვა სამოგზაუროდ. მოკლედ, ძალიან ყურადღებიანია და არასოდეს მიგატოვებს გასაჭირში.მე სულ სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი. მყავს სამი შვილი, ვცხოვრობთ ძველ 2 ოთახიან ბინაში. როგორღაც გაგვაქვს ტავი. ქმარი ძალიან კარგი მყავს, თავდაუზოგავად მუშაობს, მაგრამ ზედმეტი შემოსავალი არ გამოსდის.

ჩხუბი დასთან – გასულ წელს დისგან ვისესხე 1000 დოლარი. დავპირდი, რომ ნაწილ-ნაწილ დავუბრუნებდი ერთი წლის განმავლობაში. ყოველ თვეში ვურიცხავდი განსაზღვრულ თანხას და მშვიდად ვიყავი, მაგრამ მოულოდნელად ქმარი სამსახურიდან გამოუშვეს.ვალიდან დარჩენილი გვქონდა 200 დოლარი. სანამ ქმარი ახალ სამსახურს იშოვის, გაჭირვებით გაგვაქვს თავი. ვალის დაბრუნებას, რა თქმა უნდა ვეღარ ვახერხებთ. სიმართლე გითხრათ, მეგონა ჩემი და ამ თანხას აღარ მოგვთხოვდა. მისთვის ეს არაფერი არ არის.თუმცა, ერთხელ, დამირეკა და შემახსენა, რომ ფული მქონდა დასაბრუნებელი. ცოტა არ იყოს, მეწყინა მისი საქციელი. მან ხომ იცის ჩვენი მდგომარეობა?მის ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი. ნუთუ ეს 200 დოლარი ასე სასწრაფოდ ჭირდება? არ ვიცი როგორ მოვიქცე. ქმარი ისედაც ძალიან ნერვიულობს, ბავშვებიც განიცდიან ჩვენს პრობლემებს.ძალიან გავნაწყენდი ჩენს დაზე. მასთან ლაპარაკიც არ მსურს. რას ვიფიქრებდი, რომ ღვიძლი და ასე გამწირავდა!

რედაქციისგან: მოდით, შევთანხმდეთ: ვალს თუ იღებ, აუცილებლად უნდა დააბრუნო. იქნებ მეორე დასაც აქვს პრობლემები და ნამდვილად ჭირდება თავისი ფული?ადამიანები ერთმანეთს ფულს სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლიათ გულახდილად დალაპარაკება. დარწმუნებული ვარ, თუ დები ერთმანეთთან გულწრფელები იქნებიან, ყველაფერი დალაგდება. არავინ არის ვალდებული თავისი ნაშრომი გააჩუქოს, თუმცა თხოვნის შემთხვევაში, იქნებ შევიდეს დის მდგომარეობაში.საინტერესოა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ არის ამ სიტუაციაში მართალი? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს