რომ არ ვაწყენინო ცისფერ ვეფხვს, ხარის და ვირთხის გამოსახულებიან ნივთებს ვყრი.

1025

არსებობს ცნობილი ხალხური შეხედულება: “როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ მთელ წელს.” გჯერათ თუ არა ამის, თქვენი ნებაა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ახალი წლის სასიამოვნოდ გატარებას. მომავალი წელი წარმატებას პირდება მათ ვინც ცისფერი ვეფხვის გულის მოგებას შესძლებს. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

როგორ შევხვდეთ ახალ 2022 ვეფხვის წელს

სწორად შედგენილი მენიუ და კარგად მოფიქრებული საახალწლო იმიჯი – ეს არ არის ყველაფერი, რითიც შეიძლება გაკვირვო ცისფერი, წყლის ვეფხვი. გთავაზობთ სახლი მორთოთ აქტუალური დეკორით, ეს დაგეხმარებათ მომავალი წლის ცხოველის გულის მოგებასა და მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში.პირველ რიგში, დაფიქრდით კლასიკურ ატრიბუტებზე: ნაძვი, ფიჭვის ტოტები, გირჩები. ამ წელში გირჩევთ დადგათ ნამდვილი და არა ხელოვნური ნაძვის ხე. ვეფხვს უყვარს ყველაფერი ნატურალური და ბუნებრივი. კარგი იქნება, თუ მოსართავებს თავად გააკეთებთ. გამოიყენეთ ცისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი ფერები. ის ყველაზე მეტედ მოსწონს ზოლიან მტაცებელს.გირჩევთ სახლში შემნათ თბილი და მყუდრო გარემო, მორთეთ საახალწლო მაგიდა ლამაზი სანთლებით. მაგალითად, მაგიდის თეთრი გადასაფარებელზე ლამაზი იქნება ცისფერი სანთლები და დამატებითი დეკორი. ასევე კარგია ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ამბობენ, რომ ეს ხელს უწყობს მომავალი წლის ფინანსურ კეთილდღეობას.

სხვა ასპექტები – ძვირფასო დედებო, თავისუფლება მიეცით ფანტაზიას! თუ ახალი წლისთვის შეარჩიეთ მოკრძალებული ჩასაცმელი, მაშინ აუცილებლად გაიკეთეთ მკვეთრი მაკიაჟი. წყლის ცისფერს ვეფხვი მას ღირსეულად შეგიფასებთ. მაგალითად, ძალიან მომწონდა ფერადი ლაინერის იდეა. ასეთი მაკიაჟი ექსტრავაგანტული იდეების ქალბატონებს მოეწონებათ.ახალ 2022 წელს შეგიძლიათ შეხვდეთ სადაც მოგესურვებათ. თუ გაქვთ სურვილი და საშუალება, თამამად გაემგზავრეთ საზღვარგარეთ. აქტიური დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ მთის კურორტებს მიაშურონ. საერთო ჯამში, არანაირი შეზღუდვა არ არის, ერთის გარდა. ნუ შეხვდებით ახალ წელს ნაკლებად ახლობელ ადამიანებთან. ვეფხვს არ უყვარს უცნობები.მოემზადეთ ახალი წლისთვის ერთად. ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ ახალი დეკორის შექმნა, უფროსებმა კი იფიქრონ სხვადასხვა კონკურსებსა და გასართობებზე. დრო, როცა ადამიანები მხოლოდ მაგიდასთან სხდებოდნენ და ტრაპეზობდნენ, დიდი ხანია წავიდა. არსებობს უამრავი საინტერესო, მხიარული და სახალისო გასართობი.თავიდანვე დაგეგმეთ, თუ რა საჩუქრებს მისცემთ ახლობლებს. რა თქმა უნდ, უმჯობესია, იცოდეთ მათი სურვილების შესახებ. მაგრამ თუ გსურთ ახლობლებს და ცისფერ ვეფხვს სიურპრიზი მოუწყოთ, შეარჩიეთ საოჯახო ნივთებიხელნაკეთი ჭურჭელი, საოჯახო ტექნიკა, საწოლის თეთრეული – ეს ყველაფერი პარქტიკული და საჭიროა.

რჩევა რედაქციისგან: გაატარეთ ახალი წლის ღამე ისე, რომ მიიზიდოთ წარმატება მთელი ცხოვრებით. ამაში დაგეხმარებათ 2022 წლის მთავარი თილისმა. უკეთესია ვეფხვის გამოსახულებიანი მეტალის ან ხის ფიგურები.საახალწლო სუფრაზე დადგით ლამაზი შუშის ნაკეთობა ვეფხვის გამოსახულებით. სახლში კიდევ მეტი სიმყუდროვე და სიმშვიდე რო შემოიტანოთ, ნაძვის ხის გვერდით დადგით სანათი ვეფხვის გამოსახულებით.თუ ყოველ წელს რთავთ სახლს სხვადასხვა თილისმებით, აუცილებლად მოიშორეთ წინა წლის ნივთები. ცისფერ ვეფხვს არ უყვარს კონკურენტები.სულ ეს არის, იმედი გვაქვს მთავარი საოჯახო დღესასწაული ლამაზად და მხიარულად ჩაივლის. დაიმახსოვრეთ, რომ ახალი წლისთვის ჯობია ადრე დაიჭიროთ თადარიგი. თქვენ როდიდან იწყებთ მისთვის მომზადებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს