დედის საფულიდან ძველი გაზეთის ნაგლეჯის ამოღებისას, ქალს სუნთქვა შეეკვრა. აი, რას მალავდა გარდაცვლილი 50 წლის განმავლობაში

0
3365

ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს ცხოვრება. გეგმები, რომელსაც ადამიანი წლების განმავლობაში აწყობდა, შეიძლება თვალის დახამხამებაში განადგურდეს და, უბედურს, მხოლოდ ისღა რჩება, რომ რადიკალურად შეცვლილ გარემოებებს მოერგოს.

თუმცა, ცხოვრებას ჩვენთვის მხოლოდ პრობლემები არ მოაქვს. ხანდახან, რეალობა ადამიანს ბედნიერების მეორე შანსს აძლევს, რომელიც, თითქოს, დიდი ხნის წინ გაუშვა ხელიდან. სწორედ ეს შეემთხვა წყვილს, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.

შორეულ 1961 წელს, ახალგაზრდა ჯანის რუდი კოლეჯში ბეჯითად სწავლობდა. თავისუფალ დროს, მიმტანად მუშაობდა უნივერსიტეტის კამპუსთან ახლომდებარე კაფეში. სწორედ იქ ეწვია სტუდენტს ჭეშმარიტი სიყვარული.

პრენტის უილსონმა ჯანისი მაშინ გაიცნო, როცა გოგონა სალაროსთან მუშაობდა. ახალგაზრდებს შორის მაშინვე გაჩნდა ქიმია. თავიდან, შეყვარებულებს ერთმანეთისთვის სიყვარულის ახსნაში ხელს სიმორცხვე უშლიდათ, თუმცა გოგონამ შეძლო ამ ბარიერის გადალახვა.

გარკვეული დროის შემდეგ, პრენტისი და ჯანისი განუყოფელ წყვილად იქცნენ. წყვილი დანიშნვას აპირებდა, საქმე დაქორწინებისკენ მიდიოდა. ბედნიერების ზენიტში მყოფმა გოგონამ, მოახლოებული დღესასწაულის შესახებ, ადგილობრივ გაზეთშიც გამოაქვეყნებინა ინფორმაცია. უბედურება კი იქედან მოვიდა, საიდანაც არ ელოდებოდნენ.

ურთიერთობის დასაწყისიდანვე, პრენტისისა და ჯანისის მშობლები გულგრილად ეკიდებოდნენ განვითარებად რომანს. თუმცა, როცა საბოლოოდ გაირკვა, რომ საქმე ქორწილისკენ მიდიოდა, გოგონას მამამ მას ულტიმატუმი წარუყენა. მამაკაცი ქალიშვილს დაემუქრა სახლიდან გაგდებითა და სწავლის გადასახადის შეწწყვეტით.

ანალოგიური პირობა წარუყენეს პრენტისის მშობლებმაც თავიანთ ვაჟს. წყვილი მშობლების წინააღმდეგ ვერ წავიდა და სტუდენტები იძულებული გახდნენ, დაშორებულიყვნენ. შემდეგ ჯერზე, ისინი ერთმანეთს მხოლოდ 50 წლის შემდეგ შეხვდნენ.

გარდაცვალების შემდეგ, დედის ნივთების გადარჩევისას, უკვე ხანში შესული პრენტისი გაქვავდა, როცა ქალის დოკუმენტევს შორის გაზეთის გაყვითლებული ნაგლეჯი იპოვა. ეს იყო სწორედ ის განცხადება, ახალგაზრდა წყვილის დანიშნვის შესახებ.

დაახლოებით, ზუსტად იმ დროისთვის გარდაიცვალა ჯანისის დედაც. მოგვიანებით გაირკვა, რომ მასაც შეუნახავს ეს განცხადება და ამდენი წლის განმავლობაში ქაღალდს საფულით ატარებდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქალები ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.

უჩვეულო მონაპოვრებით დაინტრიგებულებმა, პრენტისმა და ჯანისმა დაიწყეს ერთმანეთის ძებნა. როცა ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ძველმა გრძნობებმა გაიღვიძეს. ხნიერი მამაკაცი და ქალი უკვე დაქვრივებულიყვნენ და მათ გაერთიანებას უკვე აღარაფერი უშლიდა ხელს.

დღეს ჭაღარა ცოლ-ქმარი ერთხმად ამტკიცებს, რომ ერთმანეთით უსაზღვროდ ბედნიერები არიან. რა თქმა უნდა, პრენტისი და ჯანისი წუხან ნახევარსაუკუნოვან განშორებაზე. მიუხედავად ამისა, მოხუცმა წყვილმა მტკიცედ გადაწყვიტა, დარჩენილი წლები სიყვარულსა და შეხმატკბილობაში გაატაროს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი