ცუდი ყოველდღიური ჩვევები, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას აჭაღარავებს, ძვირფასო

0
213

ადამიანის დაბერების პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს სხვადასხვა სიჩქარით. ამაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორები. მთავარი მათ შორის ცხოვრების სტილია, რომელიც ჩვევების შედეგად ფორმირდება. რაც უფრო მეტი მავნე ჩვევა აქვს ადამიანს, მით უფრო მალე ბერდება.დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ გადახედოთ ყველაზე გავრცელებულ მავნე ჩვევებს, რომლის ზეგავლენას ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ. ამიტომ, ცუდი არ იქნებოდა სამუდამოდ უარი გვეთქვა მასზე.

ადამიანის დაბერების პროცესი

ალკოჰოლური სასმელებით გატაცება ყველზე მეტად აბერებს, რადგან ორგანიზმი სისტემატიურად გაუწყლოების საფრთხის ქვეშ არის, მასთან ერთად კი კანიც. ამას მივყავართ მუდმივ ანთებით პროცესებამდე, სიწითლემდე, კაპილარების დაზიანებამდე.რეგულარული გარუჯვის მოყვარულებს ყველანაირი შანსი აქვთ დააჩქარონ დაბერების პროცესი. ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით კანი ჭკნება, ჩნდება ღრმა ნაოჭები და პიგმენტური ლაქები, იცვლება კანის ფერი.მუდმივი სტრესი – ასევე ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე. ფსიქოლოგიური დაძაბულობა საგრძნობლად აჩქარებს დაბერების პროცესს და ზრდის ქრონიკული დაავადებების რისკს.

რა აჩქარებს სიბერის დადგომას?

  1. ძილის უკმარისობა. – საქმე იმაშია, რომ ჯანსაღი ძილის დროს ხდება ორგანიზმის მუშაობის აღდგენა. ცუდი ძილი კი არღვევს ამ მნიშვნელოვან პროცესს. თუ ადამიანს რეგულარულად სძინავს ცუდად, ეს აჩქარებს კანის დაბერების პროცესს და ანვითარებს ქრონიკული დაავადებების რისკს.
  2. ბევრი ცისფერი ფერი – ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად შემოვიდა სხვადასხვა სახის ხელსაწყოები. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მეცნიერები ამტკიცებენ, სმარტფონების და კომპიუტერების ეკრანის ცისფერი ფერის მავნებლობაზე, ადამიანები ჯიუტად განაგრძობენ შეუზღუდავად მისით სარგებლობას. ეს კი აზიანებს თვალებს, ტვინს და ხერხემალს.
  3. ტკბილეულის სიყვარული – ზედმეტ შაქარს ორგანიზმისთვის არაფერი სარგებელი არ მოაქვს. ტკბილეულით გატაცება ცუდად მოქმედებს სხეულსა და ტვინზე. განსაკუთრებით შესამჩნევია მისი გავლენა კანის მდგომარეობაზე. ზიანდება კოლაგენი და ელასტინი. ამ კომპონენტების დარღვევა კი კანს ახალგაზრდულ იერს უკარგავს.

ახალგაზრდები უდიერად ეპყრობიან თავის ჯანმრთელობას. მათ ჰგონიათ, რომ ორგანიზმის რესურსი უსასრულოა და სხვადასხვა მავნე ჩვევით ინგრევენ ჯანმრთელობას, ამით კი აჩქარებენ დაბერების პროცესს. თქვენ როგორ ინარჩუნებთ ახალგაზრდობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.