ნათელმხილველმა გააჟღერა იმ საქმეების ჩამონათვალი, რომელთა კეთება დაუშვებელია მზის ჩასვლის შემდეგ!

0
282

როცა პატარა ვიყავი, ჩვენთან სტუმრად ხშირად მოდიოდა დედაჩემის მეგობარი. ნათია დეიდა საკუთარ თავს ნათელმხილველს უწოდებდა და ყოველდღიური მოვლენების ფარულ მნიშვნელობაზე გვესაუბრებოდა ხოლმე. მახსოვს, მას ერთხელ ჩვენთან შეაგვიანდა, მამა კი გააცილა. მან გადაწყვიტა, რომ თან ნაგავსაც გადაყრიდა. ნათია დეიდა აგვიშარდა და იმ საქმეების ჩამონათვალი მოგვცა, რისი კეთებაც არ შეიძლება სახლში მზის ჩასვლის შემდეგ. ალბათ, თქვენთვის საინტერესო იქნება, თუ რისი სწამდათ ჩვენს წინაპრებს.

რისი გაკეთება არ შეიძლება სახლში

ადრე ხალხს სჯეროდა, რომ მზის ჩასვლის შემდეგ კეთილი და ბოროტი ძალები უთანასწორო ბრძოლაში ერთვებოდნენ, რომელშიც უკანასკნელი იმარჯვებდა. ჩვენი წინაპრების ცხოვრება სავსე იყო აკრძალვებით, რომლებიც ღამის საათებს უკავშირდებოდა.მაგალითად, ადრე ადამიანები დაღამების შემდეგ გარეთ გასვლას აუცილებლობის გარეშე ერიდებოდნენ. რეალურ ცხოვრებაში ბევრს ეს უცნაურად მოეჩვენება. ნაგავი უკვე ვახსენეთ. ამ ჩვეულებას ადამიანების დიდი ნაწილი დღემდე მტკიცედ იცავს. ადრე მიიჩნევდნენ, რომ ნაგვის ღამით გადაყრას ოჯახისთვის მატერიალური სიდუხჭირე მოჰქონდა.თუ გსურთ, რომ ღამე უსიამოვნო სიზმრებმა არ შეგაწუხონ, არ ეკამათოთ არავის საღამოს. თუ კონფლიქტი მაინც მოხდა, ეცადეთ ურთიერთობა დაძინებამდე დაალაგოთ.

დალაგება ძილის წინ – არ შეიძლება ღამით სახლის დალაგება. მიიჩნევენ, რომ ადამიანი ამ გზით საკუთარ თავს ართმევს ბედნიერების, კეთილდღეობისა და სიყვარულის შესაძლებლობებს. ამასთან, არ შეიძლება ბინძური ჭურჭლის გაურეცხავად დატოვება.ასევე სამზარეულოში დანები და სხვა ბასრი ნივთების თავიანთ ადგილებზე უნდა შეინახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტი ძალები უბერურებას მოგიტანთ. მაგიდაზე დარჩენილი დანა შესაძლოა ახლობელთან კამათის მიზეზი გახდეს. ასევე დაუშვებელია დაძინებამდე ტანსცმლის გარეცხვა. თუ მას ღამით დატოვებთ გასაშრობად, ის შეიიწოვს უარყოფით ენერგეტიკას. სწორედ ამიტომ ძველ დროს ტანსაცმელს დილაობით რეცხავდნენ ხოლმე.

მზის ჩასვლასთან დაკავშირებული აკრძალვები – მამაკაცებმა სჯობს ძილის წინ წვერი არ გაიპარსონ. ადრე მიიჩნევდნენ, რომ ამას შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა მამაკაცურ ძალაზე. ასევე დაუშვებელია ფრჩხილების მოქნა, თმის შეჭრა ან შეღებვა მზის ჩასვლის შემდეგ.კიდევ ერთი ცრურწმენის თანახმად, ღამით არ შეიძლება სარკეში ჩახედვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება უბედურება მოუტანოს საკუთარ თავს და დროზე ადრე დაბერდეს. დაწოლამდე საძინებელში სქელი ფარდები ჩამოაბარეთ, რათა მთვარის შუქმა ოთახში ვერ შეაღწიოს.თუ საღამოს კარზე უცნობი მოგადგათ, სჯობს იგი სახლში არ შეუშვათ. ეს ცუდის ნიშანია. სიდუხჭირე რომ არ მოუტანოთ საკუთარ თავს, ფული სჯობს მზის ჩასვლის შემდეგ არ ისესხოთ.

რედაქციისგან: ბევრი ეს ცრურწმენა თანამედროვე ადამიანს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს. ადამიანთა დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება ოჯახში მზის ჩასვლის შემდეგ.რასაკვირველია, შეგიძლიათ ჩვენი რჩევები არ გაითვალისწინოთ. თუმცა ერთი ცრურწმენა აქტუალურობას არასოდეს დაკარგავს: არ ეჩხუბოთ ოჯახის წევრებს და ახლობლებს ძილის წინ. ყველა კონფლიქტი სჯობს აღმოფხვრათ და სუფთა სინდისით დაიძინოთ. რას იტყვით?